ინტერიერში ფერები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არქიტექტურაში საშენი მასალა. ფერები განაგებენ სახლის სტილს, იერს, მის მთავარ ხიბლს და ხშირად ინტერიერი ასობით ახალ რამეს გვეუნება პიროვნებებზე. ფერთა ფსიქოლოგიაზე ხომ ადრეც გვისაუბრია, დაათვალიერეთ ჩვენი ბლოგები, დაგვიჯერეთ ბევრ სანტერესო რამეს ნახავთ. ახლა კი დროა, თეთრი ფერის დადებით თვისებებზე ვისაუბროთ და ვნახოთ, როგორ მოვაწყოთ თეთრი ფერის ოთახი.
შეარჩიეთ სხვადასხვა მატერია
რადგან თეთრი ფერის ინტერიერზე ვსაუბრობთ სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს, რადგან ბევრი სითეთრე ან ბევრი სიჭრელე ინტერიერს უგემოვნო იერს სძენს.
გაითვალისწინეთ, რომ თეთრი ოთახის მოსაწყობად მატერიათა სხვადასხვაობაა საჭირო, რაც ოთხას მრავალფეროვნებას მატებს და თეთრთან ერთად სხვა ფერებს აჩენს ჰორიზონტზე.
დაამატეთ ინტერიერს ხე
თეთრი ფერის ოთახის მოწყობისას სასურველი იქნება თუ ინტერიერში ხის დეტალებს შემოიტანთ. თეთრი მრავალფეროვნების გარდა საინტერესო იერს სძენს ოთახს და ცოტა სიძველისა და რეტრო სტილის განცდას აჩენს.
ყავისფერი თეთრს ძალიან უხდება და ხის დეტალებიც აუცილებლად მოუხდება ოთახს.
აარჩიეთ და დაამატეთ ოთახს ოქროსფერი ან ბრჭყვიალა ნივთები
კიდევ ერთი ხერხი თეთრი ფერის ოთახის მოსაწყობად ინტერიერში ოქროსფერი ფერის დამატებაა. ბრჭყვიალა სარკე ან ოქროოსფერი სანათი თეთრ ოთახში ფერების სასიამოვნო კონტრასტს შექმნის, რაც ჭარბ სითეთრეს გადაფარავს და გემოვნებიანი ინტერიერიც შეიქმნება.
მწვანე ფერი არ გამოგრჩეთ
მწვანე ხელახლა დაბადების, სიცოცხლისა და სიხალისის ფერია, დაამატეთ თეთრ ოთახში მწვანე ფერის დეტალები ან რამდენიმე მარადმწვანე მცენარე დადგით ოთახში, ეს ინტერიერში სიცოცხლს, მეტ ენერგიასა და ზაფხულის განწყობას შემოიტანს.
თეთრი ოთახისთვის შეარჩიეთ თბილი ნათება
უგემოვნო რომ არ გვიწოდონ და ჩვენი ინტერიერიც არ დაიწუნონ, საჭიროა თეთრ ოთახში თბილი განათება დავაყენოთ. თეთრი ისედაც კაშკაშა და აქტიური ფერია ცივი განათება კი ზედმეტად უხეშს წარმოაჩენს ოთახს.
შეარჩიეთ თბილი ნათება, რაც ინტერიერში ასევე სითბოსა და კომფორტს შემოიტანს.
დღეისათვის სულ ეს იყო, ინტერიერში ასობით წესი არსეობობს, მათი ყველას დაცვა აუცილებელი არ არის თუმცა რაღაც-რაღაცეები მართლაც მნიშვნელოვანია, ასე რომ წაიკითხეთ რჩევები, როგორ მოვაწყოთ თეთრი ფერის ოთახი, თვალი ადევნეთ ჩვენს სხვა ბლოგებს და გემოვნებიანი ინტერიერიც შექმენით – აბა დროებით!
წინა ბლოგი – რამდენიმე ინსპირაცია დახურული საცურაო აუზის მოსაწყობად