რადგან ახლა ზაფხულია და ცხელა, საცურაო აუზზე  ბევრი უნდა ვისაუბროთ. ჩვენს ბლოგებს თუ გადახედავთ ნახავთ, თუ როგორ მოაწყოთ სივრცე საცურაო აუზისთვის და რამდენიმე ლამაზ იტერიერსაც წააწყდებით. ახლა კი გადახურულ სტილში შექმნლ აუზებზეც უნდა გითხრათ ცოტა რამ. ნახეთ, რამდენიმე ინსპირაცია დახურული საცურაო აუზის მოსაწყობად. 

ramdenime inspiracia gadaxuruli sacurao auzis mosawyobad

დავიწყოთ იმით თუ რა დადებითი თვისება აქვს დახურულ სივრცეში მოწყობის საცურაო აუზს.

– თქვენ შეგიძლიათ იცურაოთ ისე, რომ არც კი იფიქროთ ტემპერატურაზე.

– ვერც ქარი, ვერც წვიმა და ვერც თოვლი ვერ შეგიშლით ხელს ცურვაში.

– თქვენ არ მოგიწევთ ფიქრი შემოდგომის ფოთოლცვენაზე, მწერებსა და სხვადასხვა ჭუჭყზე.

– გადახურულ სივრცეში მოწყობილი საცურაო აუზი იდეალურია სპასთვის, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თბილი წყლითა და მისი სისუფთავით.

ახლა კი დაათვალიერეთ, რამდემიმე ინპირაცია გადახურული საცურაო აუზის მოსაწყობად:

ჰეარესტის სასახლის საცურაო აუზი

ramdenime inspiracia gadaxuruli sacurao auzis mosawyobad

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დახურული საცურაო აუზი ჰეარესტის სასახლეში კალიფორნიაში მდებარეობს. არქიტექტორი ჯულია მორგანი თვეების განმავლობაში სათითაოდ ხატავდა ორნამენტებს, რადგან სასახლის უნიკალურობა არ დარღვეულიყო.

ramdenime inspiracia gadaxuruli sacurao auzis mosawyobad

აუზი მოპირკეთებულია ოქროსფერი დეტალებით და მისი სიღრმე ყველასთვის მისაღებია.

ლოეის სახლის შუასაუკუნეების საცურაო აუზი

ramdenime inspiracia gadaxuruli sacurao auzis mosawyobad

მეორე ინსპირაცია დახურული საცურაო სივრცის მოსაწყობად, სწორედ ლოეის სახლის ეს უნიკალური ადგილია. არქიტექტორიმა ალბერტ ფრეიმ 1948 წელს დააპროექტა განსხვავებული აუზის დიზაინი და მის ირგვლივ ტერიტორიაც საუცხოოდ მოაწყო.

ramdenime inspiracia gadaxuruli sacurao auzis mosawyobad

საცურაო აუზი მისაღებ ოთახს უერთდება და მეორე მხარე პირდაპირ ეზოში გადის, ცურვის შემდეგ, ადამიანს არჩევანის გაკეთება უწევს, შეუძლია მისაღებში დაისვენოს ან ცოტახნით მზეზე გაირუჯოს.

გრიფინის კუნძლზე მდებარე გადახურული საცურაო აუზი

ramdenime inspiracia gadaxuruli sacurao auzis mosawyobad

მასაჩუსეტში გრიფინის კუნძუზე ხესა და ქვაში გაწყობილი გადახურული საცურაო აუზი მდებარეობს, რომელიც 1040-50 -იან წლებში აიგო. საცურაო აუზი საკმაოდ ღრმაა, ბანაობის შემდეგ კი დამსვენებლებს შეუძლიათ გასარუჯად იქვე გარეთ გავიდნენ.

სასტუმრო ლოტეს საცურაო აუზი

ramdenime inspiracia gadaxuruli sacurao auzis mosawyobad

სამხრეთ კორეაში თუ მოხვდებით სასტუმრო ლოტეში დახურული საცურაო აუზი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ეს სასტუმრო ყველა სეზონზე ღიაა და დამსვენებლებს დიდი სიამოვნებით უმასპინძლებს.

ramdenime inspiracia gadaxuruli sacurao auzis mosawyobad

საცურაო აუზი 21 მეტრის სიგრძისაა და საშუალო სიღრმე 1.5 მეტრია. ეს სივრცე მხოლოდ სასტუმროში მყოფი სტუმრებისთვის არის ხელმისაწვდომი.

სასტუმრო ბუფალოს გადახურული საცურაო აუზი

ramdenime inspiracia gadaxuruli sacurao auzis mosawyobad

ნიუ-იორკში სასტუმრო ბუფალოში ბოლო არაჩვეუებრივი გადახურული საცურაო აუზი მდებარეობს, რომლიც მთელი ტერიტორია მოზაიკით არის შესრულებული. საცურაო აუზის თავი ცის იმიტაცია ქმნის და წყალს მეტ სილურჯეს მატებს.

საცურაო აუზი პატარა, თუმცა საკმაოდ ღრმაა და ტერირტორიაზე მისი მსგავსი აუზი არა ერთი, არამედ რამდენიმეა და ბუფალოს სხვა დახურული საცურაო აზუებიც ასევე მოზაიკით არის შესრულებული.

დღეისათვის სულ ეს იყო, ინსპირაციისთვის ეს 5 საცურაო აუზი შეგირჩიეთ და დანარჩენი უკვე თქვენი მოსაფიქრებელია, ამ ცხელი დღეების შემხედვარე გაგრილება არ გვაწყენს, ამიტომ დაფიქრდით, იქნებ დროა, ამ იდეის განხორციელებაზეც ვიფიქროთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი როგორ მოვაწყოთ საკითხავი კუთხე ბავშვისთვის

Facebook Instagram