რემონტს, ცვლილებებსა და სიახლეებს დრო და სეზონი არ სჭირდება, უბრალოდ ფურცელი და კალამი მოიმარჯვეთ და სამოქმედო გეგმა ჩამოწერეთ. დროა, სახლის ეზოში ბარბიქიუსთვისა და სასიამოვნო საღამოებისთვის შესაფერისი კუთხე მოვაწყოთ. ზაფხულში, გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე საღამოს ეზოში გატარება ერთი დიდი სიამოვნებაა, ამიტომ ნახეთ, როგორ მოაწყოთ სივრცე ბარბიქიუსთვის. 

დადგით მაგიდა

naxet, rogor moawyot sivrce barbikiustvis

სტუმრებისთვის სასიამოვნო ადგილის მოსაწყობად პირველი  რა თქმა უნდა, მაგიდის დადგმაა. დაფიქრდით, რამდენი სტუმრისთვის გსურთ კუთხის მოწყობა, შემდეგ კი შესაფერისი მაგიდა შეარჩიეთ.

სასადილო მაგიდის არჩევის შემდეგ ბარისთვის შესაფერისი, პატარა მაგიდის შეძენაც არ იქნებოდა ცუდი იდეა, ჭურჭელს და სასმელს დააწყობდით და სივრცეც უფრო კარგად შეივსებოდა.

თანამედროვეობის აქცენტები

naxet, rogor moawyot sivrce barbikiustvis

მხოლოდ ერთი ავეჯი ინტერიერს ვერ შექმნის, ამიტომ სივრცეს თანამედროვეობის დეტალებიც უნდა შევმატოთ.

გადახურული ფანჩატური, განსხვავებული სტილის სკამები, დეკორატიული ყვავილები და განათება,

ეს ყველაფერი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბარბიქიუს კუთხეში თანამედროვეობის აქცენტები გაჩნდეს.

გრილი ან ბუხარი

naxet, rogor moawyot sivrce barbikiustvis

როდესაც სახლის გარეთ სასადილო კუთხეს მოაწყობთ, იმაზეც იფიქრეთ, რომ ყოველ ჯერზე სახლში ვერ შეხვალთ,

ამიტომ გარეთ ისეთი სივრცე უნდა გქონდეთ, რომ ბურგერი გააკეთოთ და ნებისმიერი გემრიელი საჭმელი ჰაერზე მოამზადოთ.

გაითვალისწინეთ, სტუმრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ღია სივრცეში მოწყობილი სამზარეულო, გრილი და ბუხარი საკმაოდ კარგი არჩევანია.

პატარა მაცივარი

naxet, rogor moawyot sivrce barbikiustvis

ბარისა და გრილის შემდეგ, სასადილო სივრცის მოწყობისას მაცივარი არ დაგავიწყდეთ,

ზაფხულის ცხელ დღეებში გრილი სასმელებისა და ნაყინისთვის სახლში ხომ არ შეხვალთ, მაცივრის დადგმის შემთხვევაში კი, იქვე შეინახავთ ყველაფერს და ნებისმიერ დროს  გაუმასპინძლდებით სტუმარს.

აქსესუარები

naxet, rogor moawyot sivrce barbikiustvis

ბარბიქიუს მოსაწყობად ბოლო დეტალი აქსესუარებია, შეარჩიეთ, რამდენიმე ყვავილი, დეკორატიული ჭურჭელი და ერთი-ორი თარო თქვენი სივრცისთვის და გემოვნებიანი გარემოს მოწყობა ამით დაასრულეთ.

ფორტისის ინტერიერის დიზაინერები ხშირად საინტერესო რჩევებს გაძლევენ, დარწმუნებული ვართ, ეს რჩევებიც სულ მალე გამოგადგებათ. ალბათ უკვე იცით, თუ როგორ მოაწყოთ სივრცე ბარბიქიუსთვის.

წინა ბლოგი – როდის და რატომ უნდა გამოცვალოთ ავეჯი, ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები სახლში

Facebook Instagram