ინტერიერს უამრავი დადებითი თვისება აქვს, მაგალითად ის ჩვენს განწყობასა და ხასიათზე მოქმედებს, ასევე, ადამიანის ხასიათს გამოხატავს და იმაზე მეტი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია, ვიდრე თქვენ გგონიათ. როგორ გამოიყურება თქვენი სააბაზანო და თუ გიფიქრიათ უფრო მდიდრული ინტერიერის შექმნაზე? ნახეთ რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ გაამდიდროთ ინტერიერი სააბაზანოში. 

გამოიყენეთ თეთრი ფერი

ramdenime xriki, Tu rogor gaamdidroy interieri saabazanoshi

თეთრი ჯაკუზი ან საშხაპე, თეთრი კედლები ან ხელსაბანი. ეს სააბაზანოს ის ნაწილებია, რომლებიც აუცილებლად მდიდრულ იერს შესძნეს თქვენს სივრცეს.

ყველამ იცის, რომ თეთრი სიმშვიდისა და სინაზის ფერია, როგორც აღმოჩნდა, თეთრს ინტერიერში მდიდრული იერიც შემოაქვს და სააბაზანოს მოწყობისას შეგიძლიათ ეს ფერი აქტიურად გამოიყენოთ.

რუხი ფერის  კლასიკური დეტალები, ძალიან ლამაზია ინტერიერში

ramdenime xriki, Tu rogor gaamdidroy interieri saabazanoshi

თეთრი ფერის შემდეგ, კარგი იქნება გვახსოვდეს, რომ რუხი ფერი ლამაზი ფერია ინტერიერში და სააბაზანოში მდიდრული სივრცის მოსაწყობად ეს ფერიც გამოგადგებათ.

რუხი ფერი მარტივად ეხამება პალიტრაში არსებულ თითქმის ყველა ფერს, უპრეტენზიო და ყველანაირად მისაღები ფერია.

გამოიყენეთ მონოგრაფიული ფერები ინტერიერში

ramdenime xriki, Tu rogor gaamdidroy interieri saabazanoshi

როდესაც, ინტერიერის დიზაინერები მდიდრული სააბაზანოს შექმნას ცდილობენ, მონოგრაფიული ფერების პალიტრიდან სასურველი ფერის არჩევას იწყებენ. მდიდრული სააბაზანოს შექმნისთვის სასურველი იქნება, თუ მას სპა ცენტრის  ვიზუალს შევუქმნით.

სადა და მარტივი ინტერიერი, მონოგრაფიულ ფერებში გაწყობილი დეტალებით თავის როლს უნებურად შეასრულებს და მდიდრულ იერს შესძნეს სააბაზანოს. როგორც ჩანს, საჭიროა იცოდეთ, რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ გაამდიდროთ ინტერიერი სააბაზანოში.

 სააბაზანოში დაამატეთ ავეჯი

ramdenime xriki, Tu rogor gaamdidroy interieri saabazanoshi

სასაცილოდ ჟღერს, რა საჭიროა  სააბაზანოში ავეჯი, თუმცა მდიდრული სტილის სააბაზანო ამას მოითხოვს. ჩამოკიდეთ სურათი, დადგით დივანი, რამდენიმე სარკე და ყვავილები.

დაამატებთი ავეჯი, ეს სიმდიდრის იერს ქმნის სააბაზანოში.

შექმენით განსხვავებული გარემო

ramdenime xriki, Tu rogor gaamdidroy interieri saabazanoshi

გასხვავებულმა გარემომ რომ არ დაგაბნიოთ კარგად აგიხსნით რა ვიგულისხმეთ, მდიდრული სტილის სააბაზანოს მოწყობისას უმჯობესი იქნება, თუ დიდ ფანჯრებს, ღია სივრცესა და სხადასხვა მცენარეს გამოიყენებთ, სხვანაირად რომ ვთქვათ, შექმნით იმიტაციას, თითქოს ბუნებაში ბანაობთ.

ამით სააბაზანოს ნამდვილად დაემატება სიმდიდრის იერი და დარწმუნებულები ვართ, თქვენც მოგეწონებათ ეს სიახლე.

ხშირად გვიფიქრია, როგორ გამოიყურება თითოეული თქვენგანის სახლი, ჩვენ ხომ მათი შეცვლით უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ.

ახლა მხოლოდ ამას ვიკითხავთ, როგორ გამოიყურება თქვენი სააბაზანო? ალბათ ამ ბლოგის შემდეგ სხვანაირად, რადგან უკვე ნახეთ, რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ გაამდიდროთ ინტერიერი სააბაზანოში.

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ სივრცე ბარბიქიუსთვის

Facebook Instagram