ყველაფერს თავისი დრო და ვარგისიანობა აქვს, საკვები პროდუქტების შემთხვევაში ეს მცირე დროს მოიცავს, თუმცა ნივთები, ტექნიკა და ინტერიერი შედარებით დიდხანს ძლებს. ხშირად ამბობენ, ამ ნივთვმა თავისი დრო უკვე იცხოვრაო, რითიც ვხვდებით, რომ მისი ჩანაცვლებისა და ახლის შეძენის დროა. თუ გინდათ, რომ თქვენი სახლი გამართული და დაცული იყოს, მაშინ მის მუდმივ განახლებაზე და ახალი იერის შენარჩუნებაზე უნდა იფიქროთ. ნახეთ, როდის უნდა გამოცვალოთ, ავეჯი და ტექნიკა სახლში.

მაცივარი

rodis da ratom unda chavanacvlot saveji, teqnika da sxvadasxva nivtebi saxlshi

პირველი რამ, რაც სახლში აუცილებლად უნდა გამოიცვალოს მაცივარია. როგორც იცით, თექნიკას თავისი მუშაობის ვადა აქვს და თუ გინდათ, რომ მაცივარმა თავისი დადებითი ფუნქციები 100%-ით შეასრულოს, ის მაქსიმუმ 15 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაანაცვლოთ.

10 წლიანი მუშაობის შემდეგ, მაცივარი ნაკლებ ენერგიასა და სიცივეს გამოყოფს, ეს კი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ახლის შეძენაზე იფიქროთ.

ჭურჭლის სარეცხიმანქანა

rodis da ratom unda chavanacvlot saveji, teqnika da sxvadasxva nivtebi saxlshi

მეორე გამოსაცვლელი ტექნიკა, ჭურჭლის სარეცხიმანქანაა, რომელიც ქალბატონების საყვარელი მეგობარი და სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია.

თუ თქვენ რეგულარულად იყენებთ ჭურჭლის სარეცხიმანქანას და ის დღეში 2-ჯერ მაინც ირთვება, აუცილებელია 10 წელიწადში გამოიცვალოს ის, რადგან ძველი ტექნიკა არამარტო ნაკლებად ეფექტურია, არამედ ნელ-ნელა სახლის მთლიან გაყვანილობასაც აზიანებს.

სარეცხიმანქანა

rodis da ratom unda chavanacvlot saveji, teqnika da sxvadasxva nivtebi saxlshi

არც სარეცხი მანქანაა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ტექნიკა სახლში, ხშირად ის დღეში, 2-3-ჯერ ირთვება და ამ სიხშირის გამო აუცილებელია არაუმეტეს 12 წელიწადში გამოიცვალოს ის.

საყურადღებოა, რომ ძველი ტექნიკა ნაკლებად ეფექტურია, ნელ-ნელა ამცირებს ბრუნვის სიმძლავრეს და სარეცხიც ბოლომდე კარგად ვერ ირეცხება.

ფანჯრები

rodis da ratom unda chavanacvlot saveji, teqnika da sxvadasxva nivtebi saxlshi

ალბათ იფიქრებთ, ფანჯრებს გამოცვლა რათ უნდაო, თუმცა ცდებით, ფანჯრესაც კი სჭირდებათ განახლება. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ინტერიერი დიდხანს ძლებს და საუკუნეებიც კი შეუძლია სახე შეინარჩუნოს, თუმცა თუ გსურთ, რომ სახლში ყველაფერი წესრიგში გქონდეთ, მაშინ 25 წელიწადში ერთხელ ფანჯრებიც უნდა გამოიცვალოს.

წყალსადინარი ღარი

rodis da ratom unda chavanacvlot saveji, teqnika da sxvadasxva nivtebi saxlshi

ამ სიტყვამ არ დაგაბნიოთ, ხსირად მას, როგორც ,,ჟოლობს“ ისე მოიხსენიებენ, ამ ბარბარიზმის ქართული შესატყვისი სწორედ წყალსადინარია.

კერძო სახლის მფლობელები, მარტივად გაგვიგებენ, რომ წყალსადინარი, ერთ-ერთი საჭირო მილია წვიმის დროს.

როგორც აღმოჩნდა, ყოველ 30 წელში ერთხელ მისი გამოცვლა აუცილებელია, რადგან წყლისა და ჭუჭყის გამო სუსტდება და შესაძლოა ძლიერი წვიმის დროს სახლიც კი დააზიანოს.

სახურავი

rodis da ratom unda chavanacvlot saveji, teqnika da sxvadasxva nivtebi saxlshi

სახლის სახურავის გამოცვლა არც ისე ხშირი შემთხვევაა, თუმცა ყოველ 50 წელიწადში ერთხელ ასეც უნდა მოიქცეთ.

ბებია-ბაბუის დანატოვარი სახლები თუ გაქვთ, გამოთვალეთ იქნებ უკვე გავიდა 50 წელი და სახურავის, გამოცვლის დროა?. კარგი სახურავი, სუფთა, წყნარ და მშვიდ გარემოს ნიშნავს, რაც დაგვეთანხმებით, რომ ყველას სჭირდება.

გვინახავს არქიტექტურის შედევრები, რომლებსაც მე-19 საუკუნის შემდეგ ადამიანი არც შეხებია, თუმცა იქ ცხოვრება არც ისე უსაფრთხოა, ამიტომ ნუ დააელოდებით გაითვალისწინეთ რჩევები და მშვიდ გარემოში იცხოვრეთ, თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ როგორ უნდა მოიქცეთ ზევით აყევით და ნახეთ, როდის უნდა გამოცვალოთ ავეჯი და ტექნიკა სახლში – აბა დროებით!

წინა ბლოგი – 5 ფერი რომელიც წითელს უხდება

Facebook Instagram