ცხელი ზაფხული უკვე დაეტყო თბილისს და ყველას დასვენებისა და გართობისკენ მიუწევს გული, მალე თბილი ივნისიდან ცხელ ივლისში გადავინაცვლებთ და გასაგრილებლად რაიმე უნდა მოვიმოქმედოთ. ზაფხული ხშირად აუზთან და ლამაზ, ოქროსფერ რუჯთან ასოცირდება სწორედ ამიტომ, დროა აგარაკზე, სოფელში ან თუნდაც თქვენს საცხოვრებელ სახლში საცურაო აუზი გააკეთოთ. საინტერესოა დიზაინერების რჩევები – როგორი უნდა იყოს სივრცე საცურაო აუზთან.
აუზის გასაკეთებლად ადგილი თავად აარჩიეთ და ჩვენ მის შემოგარენს მივხედავთ
მოაწყვეთ ირგვლივ ტროპიკული ბუნება
თუ საცურაო აუზის გაკეთებას გადაწყვეტთ, მის ირგვლივ ტერიტორიის მოუწყობლად დატოვება არც ისე სასიამოვნო იქნება, ასე, რომ ჩვენ როგორც ყოველთვის რამდენიმე მაგალითს განახებთ.
პირველი რჩევა კრეატიულობას ეხება, გამოდით სტანდარტული აზროვნებიდან და ტროპიკული ბუნების იმიტაცია შექმენით აუზის ირგვლივ, ეს უმარტივესი და ულამაზესი დეტალები ექსტერიერს გაამრავალფეროვნებს. ერთი-ორი ყვავილი და ქვები, სულ ეს არის.
გამოიყენეთ დეკორატიული ქვები
აუზის შემოგარენის მოსაწყობად უცხო და აქამდე არნახული ინტერიერი უნდა შექმნათ, ამით ზაფხულის ყველა დღეს სასიამოვნოსა და განსხვავებულს გახდით.
ჩვენი რჩევა იქნება, ცისფერ ფერს დეკორატიული ქვები შეუხამოთ და აუზის მიმდებარე ტერიტორია ქვებით მოაპირკეთოთ, ეს საოცრად მოუხდება აუზსს.
დადგით დიდი და რბილი ავეჯი
აუზთან დიდი და რბილი ავეჯი სასიამოვნო დასვენების გარანტიაა.
მზეზე ყველალფერი მარტივად შრება, ამიტომ რბილი ავეჯი სველი არ დარჩება და თქვენც წყლიდან ამოსულები რბილ სავარძელზე წამოწოლილი მიეფიცხებით მზეს.
შექმენით ჩრდილი
მზე და დასვენება კარგია, მაგრამ სულ მზეში რომ არ იყოთ, საცურაო აუზთან პატარა გადახურული ფანჩატური დადგით.
შეგიძლიათ, რბილი სავარძლები იქ დადგათ და ცივი ყავითა და ხილით გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები.
გახსოვდეთ, პატარა გადახურული ფიცრული, საცურაო აუზის მთლიან ტერიტორიას ელეგანტურსა და დახვეწილს წარმოაჩენს.
ლედ განათების დროა
საცურაო აუზის სრულყოფილი ინტერიერისთვის ბოლო მთავარი კომპონენტი ლედ განათებაა, რომელიც აუზის შიგნით ან მის ირგვლივ უნდა დააყენოთ, წყალს ეს სრულიად სხვა ელფერს შესძენს, განათება ხაზს გაუსვამს დეტალებს და სახლის ექსტერიერს გაალამაზებს.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დღეს, აქ დავასრულებთ, დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით გაგიმხელთ, მანამდე კი ცხელი დღეები ახლად მოწყობილ გარემოში გრილად გაატარეთ – აბა დროებით!
წინა ბლოგი – 5 შეუძლებელ ადგილას აშენებული სახლი და უცნაური არქიტექტურა