ხშირად ძველ სახლებს ვერანდასა და სხვენს უმატებდნენ ხოლმე, სხვენი კი  დაკეტილ და მტვრით დაფარულ ოთახად აღიქმეოდა, სადაც ძველი ყუთებისა და გამოუსადეგარი ავეჯისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნებოდა. სხვენი – თანამედროვე ინტერიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი სახლში.

ევროპაში სხვენს დიდ ყურადღებას აქცევენ, სახლის მოწყობისას მისთვის ცალკე ინტერიერს ქმნიან და ხშირად მას გასართობ ოთახად, თუნდაც საბილიარდოდ იყენებენ ხოლმე.

ავითვისოთ სივრცე

სხვენი სტანდარტული ოთახისგან განსხვავდება, სივრცე უფრო პატარა და არასტანდარტულია, ამიტომ მისი მოწყობისას აუცილებელია სივრცის ყველა ნაწილი მქსიმალურად ავითვისოთ და ოთახს ავეჯი სწორად შევურჩიოთ.

სხვენში სივრცის ათვისება ბევრ რამეს მოიცავს, ჩვენი ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, რომ ოთახის მოწყობისას ფანჯრიდან შემოსული სინათლე მაქსიმალურად გამოიყენოთ და პატარა სივრცეში დიდი ავეჯის დადგმისგან თავი შეიკავოთ, სჯობს სხვენი მყუდრო და სასიამოვნო სივრცედ აქციოთ.

შევარჩიოთ სწორი ინტერიერი

ჩვენი ინტერიერის დიზაინერების რჩევით, უმჯობესია სხვენში შპალიერის გაკვრისგან თავი შევიკავოთ. სხვენი ხის მყუდრო ოთახია და უკეთესი იქნება, პირვანდელი ვიზუალი არ შევცვალოთ, ინტერიერის ამ ტიპს რადიკალური ცვლილებები არ უხდება.

თუ ხე ძველია შეცვალეთ, შეღებეთ, მოხატეთ. თუ სხვენი ადრე შეღებილი იყო ხელახლა გადაღებეთ, მაგრამ პირვანდელი სახე მთლიანად არ წაართვათ, სხვენში ამის ადგილი ნამდვილად არ არის.

შევღებოთ იატაკი

შემდეგი ნაბიჯი სწორედ იატაკის ცვლილებაა, ვინაიდან სხვენი ძალიან დიდ სივრცეს არ გულისხმობს იატაკის ფერიც გასათვალისწინებელია.

ხომ გახსოვთ, პატარა სივრცეს ღია ფერები უხდება. მაგალითად, თეთრი ხის იატაკი ოთახს უფრო დიდს გამოაჩენს და არც მყუდროებას დაუკარგავს მას.

სივრცის უკეთ აღსაქმელად სწორი  ნაბიჯები გადავდგით უკვე სასურველი ავეჯის დადგმასა და ოთახის განათებაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ

ბუნებრივი განათება საკმარისი არ არის

სხვენში ერთი დიდი ფანჯარა აუცილებლად გექნებათ, თუმცა მზის ჩასვლის შემდეგ ღამის დაბალი ნათება ოთახს ვერაფრით განათებს, ამიტომ ბუნებრივ ნათებას ცოტა ხელოვნურიც უნდა დავუმატოთ და ინტერიერი გავანათოთ.

თუ სხვენი თქვენი მომავალი საძინებელი უნდა იყოს, მაშინ დაბალი და თბილი ნათება შეარჩიეთ.

თუ სამუშაო ან გასართობი სივრცე უნდა მოაწყოთ, მაშინ ჯობს პირიქით, სიფხიზლე არ დავკარგოთ და ცივი, მკვეთრი განათება ავარჩიოთ სხვენისთვის.

სხვენში  მასიურ განათებებს ერიდეთ, პატარა ოთახში ყურადღება განათებამ არ უნდა მიიქციოს.

ავეჯის დადგმის დროა

სხვებში დაბალი ავეჯის დადგმით  სივრცეს არ დაკარგავთ და უფრო მყუდრო გარემოსაც შექმნით. დაივიწყეთ ფეხებზე მდგომი კარადა და ლოგინი, სხვენს მსგავსი ინტერიერი არ უხდება.

როგორც უკვე გადაწყდა ოთახში დაბალი ავეჯი უნდა შემოიტანოთ. პუფებით, დაბალი მაგიდითა და ერთი ორი ლოგინით ულამაზეს, მყუდრო და განსხვავებულ სხვენს მოაწყობთ.

სხვენში ბოლო დეკორაციები დაგვრჩა

თუ უკვე მოწყობილ სხვენში ადგილი კიდევ დაგრჩებათ, მაშინ იგი სხვადასხვა დეკორაციით შეავსეთ, ჩამოკიდეთ საქანელა, დააფინეთ ფუნფულა ხალიჩა და წიგნებისთვის კუთხე გამოყავით.  თუ წიგნების კარადის ადგილი არ არის, ჩვენი ბლოგი ნახეთ და მიხვდებით ინტერიერში წიგნები სად და როგორ უნდა მოათავსოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ თანამედროვე ინტერიერში სხვენი სახლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად აღიქმება.

მტვრით სავსე სხვენი ახლა კეთილმოწყობილი ოთახია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ინტერიერში ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი – აბა დროებით!

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ საძინებელი ოთახი ბავშვებისთვის

Facebook Instagram