ალბათ ერთხელ მაინც გდომებიათ მულტფილმებში ნანახი სახლები თქვენი ყოფილიყო და მათსავით საოცარ და ფერად სასახლეში გეცხოვრათ. მსოფლიოში ამ სურვილის ასრულება არაერთმა ადამიანმა შეძლო – რეალობად ქცეული მულტფილმებში ნანახი სახლები და ჩვენი სტატია მათ შესახებ.

ნახეთ, ანიმაციებიდან გაცოცხლებული არქიტექტურა

მფრინავი სახლი

გინახავთ მულტფილმი მფრინავი სახლი? როგორც ჩანს,  ვიღაცა ამ სახლში ცხოვრებაზე მართლა ოცნებობდა და სახლი რეალობაშიც გადმოიტანა.

სახლი 2012 წელს აშენდა და რემონტის დასრულების დღეს მას თავზე  ათასობით ჰელიუმის ბუშტი ქონდა დამაგრებული, მართალია იმ დღეს სახლი ვერ გაფრინდა, მაგრამ მისმა მფლობელმა სურვილი ნამდვილად აისრულა.

ბარბის სახლი

გოგოები ბავშვობაში ბარბის სახლში ცხოვრებაზე ოცნებობდნენ, ამდენი ვარდისფერი და ბრჭყვიალა ავეჯი, დიდი ეზო და უზარმაზარი აუზი ყველა ბავშვის სურვილი იყო.

მალიბუს სანაპიროზე ერთმა გოგომ კი ეს ოცნება რეალობად აქცია და დღეს მალიბუს სანაპიროზე მულტფილმებიდან გადმოხატულ ბარბის სახლს შეხვდებით. სახლი ოკეანეს გადაჰყურებს და ყველა დეტალი გამორჩეულად ბრჭყვიალა და ვარდისფერია.  

სახლის პატრონი ბარბის სასახლეს ერთი წელი აშენებდა, მის შესაღებად 1000-ზე მეტი ქილა ვარდისფერი და ბრჭყვიალა საღებავები დაიხარჯა.

სახლში ბევრი რამ პლასმასის არის, თუმცა რას ვიზამთ მულტფილმებში ყველაფერი სხვანარიად ჩანს.

ჰობიტის სახლი

ამერიკელმა წყვილმა, სულ რამდენიმე წლის წინ მორიგი უცნაური ოცნება რეალობად აქცია.

მათ ოჯახის შექმის შემდეგ თავიანთი საყვარელი მულტფილმის გმირის სახლი გააცოცხლეს და ოჯახური ცხოვრება კლდეში აშენებულ ჰობიტის ბუნაგში განაგრძეს.

სახლის მფლობელი ფოტოგრაფი საიმონ დეილია, რომელიც წლების განმავლობაში პატარა და მყუდრო სახლს ეძებდა ბოლოს კი არც მეტი, არც ნაკლები თავისი მომავალი სახლი პირდაპირ მულტფილმიდან გააცხოცხლა.

სახლის აშენებას რამდენიმე თვე და მცირე ბიუჯეტი დასჭირდა. რა გასაკვირია, ანიმაციის გმირებიც ასე მარტივად აშენებულ სახებში ცხოვრობდნენ.

 სიმსონების სახლი

სიმფსონებს მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ. მათი განთქმული ოჯახის ისტორიები მართაც, რომ საქვეყნოდ ცნობილია და ბავშვების გარდა სიმფსონების ანიმაცiას მოზარდებიც აქტიურად უყურებენ.

არქიტექტორებმა, მენი გონზალესმა და მაიკლ მუდლიმ სიმფსონების 1000 ეპიზოდს უყურეს, რის შემდეგაც 42 დღეში მულტფილმის მთავარი გმირების საცხოვრებელი სახლი რეალობად აქციეს.

არქიტექტორებმა ყველა დეტალი ანიმაციაში ნანახს მიუახლოვეს, იქ რამდენიმე წელი იცხოვრეს და 2011-ში სახლი სარფიანად გაყიდეს.

მინი მაუსის სახლი

მსოფლიოში მინი მაუსის სახლის რადმენიმე ვერსია არსებობს, მათი უმეტესობა სხვადასხვა ქვეყნის დისნეილენდებშია აშენებული და დამთვარიელებლებს მინი მაუსის სამყაროში შეხედვის გასაოცარი შანსს სთავაზობს.

სურათზე გამოსახული სახლი ფლორიდაში მდებარეობს და ზუსტად ისეთივეა, როგორიც ანიმაციაში, სტუმრებისთვის კი ყველაფრის დათვალიერებაა ხელმისაწვდომი.

სახლში პატარა მაცივარი, სკამები და მინი მაუსის საყვარელი ნივთები ინახება. ინტერიერი კი ანიმაციის მსგავსად იასამნისფერ და ვარდისფერ ფერებშია გაფორმებული, დაგვეთანხმებით, რომ ბავშვებისთვის გაუვიწყარი სანახაობა იქნება.

დღეისათვის სულ ეს იყო, ალბათ დაუჯერებელად ჟღერს მულტფილმის გაცოცხლება, თუმცა ხალხისთვის ესეც შესაძლებელია, როგორც ჩანს, ხანდახან ზღაპრებიც კი რეალობად იქცევა – აბა დროებით!

წინა ბლოგი – სხვენი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი სახლში

Facebook Instagram