ბავშვები ყოველთვის ფერად და მხიარულ ინტერიერთან ასოცირდებიან, ისინი ჩვენს სახლებში სიმყუდროვეს, ერთიანობასა და უზომოდ დიდ ბედნიერას აფრქვევენ. რამდენ რამეზე გვისაუბრია და ვინ აღარ გაგვიცნია, ამასობაში კი ბავშვების ოთახზე საუბარი სულ დაგვავიწყდა, მორიგი საინტერესო რჩევებით დავბრუნდით და მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება მოვაწყოთ, ბავშვებისთვის გამორჩეული საძინებელი ოთახის ინტერიერი.

მოვხატოთ კედლები და ოთახი გავაფერადოთ

გავაცოცხლოთ ბავშვების საყვარელი მულტფილმის გმირები. ბავშვის ოთახში პერსონაჟების გასაცოცხლებლად კედლები გვეხმარებიამ.

კედლები უსასრულო შესაძლებლობებს გვაძლევს, მასზე შეგვიძლია უამრავი სხვადასხვა პერსონაჟი დავიტანოთ და ბავშვების სამყარო, რომელიც მათი ოთახიდან იწყება მეტად ზღაპრული და შთამაგონებელი გავხადოთ.

 

ოთახის მოწყობისას, ფერების არჩევა თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული, მთავარია გარემო მხიარული და სასიამოვნო იყოს, ეს ბავშვის ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს, არ დაგავიწყდეთ, ხშირად ფერები ჩვენი ხასიათის მმართველიც კი ხდება ხოლმე.

დროა, ნარნია რეალობად ვაქციოთ

ვის არ უოცნებია ჯადოსნურ კარადასა და ნარნიის გაცოცხლებაზე, ყველა ბავშვს არ უყვარს ჯადოსნური სამყარო და საიდუმლოებები?

თქვენ კი მათი მთავარი სურვილის ასრულება უმარტივესად შეგიძლიათ, მოაწყვეთ ოთახის ნაწილი მყუდროდ და კარადის შუაგულში ღია კარები გააკეთეთ, კარადის ერთ მხარეს საძინებელი, მეორე მხარეს კი ჯადოსნური ოთახი იქნება.

დაგვეთანხმებით, რომ ასეთ ოთახზე არავინ იტყვის უარს, აქ  ბედნიერი დღეების გატარება გარანტირებულია.

ყველა ბავშვს უყვარს თავგადასავლები

საძინებელი ოთახის მოწყობის კიდევ ერთი გენიალური იდეა სწორედ სათავგადასავლო სივრცის მოწყობაა.

ბავშვებისთვის დღე შემართებით, მთელი მხიარულებით უნდა იწყებოდეს, ეს მცირე თავგადასავალი კი  პატარა სტიმული იქნება, რომ ისინი მთელი დღე მხნედ, ენერგიით აღსავსენი იყვნენ.

lisi txinvala kerdzo saxlis interieris dizaini
ლისი თხინვალა – კერძო სახლის ინტერიერის დიზაინი

თუ ბავშვების საძინებლისთვის დიდი ოთახი გაქვთ გამყოფილი პატარა გამოქვაბული და ჭერზე გაბმული თოკები სათავგადასავლო სივრცის მოწყობაში დაგეხმარებათ, თუ არა მაშინ სხვა უამრავი იდეაც შეგვძლია განვიხილოთ.

კაპიტანო, როგორი ზღვაა დღეს?

გემებისა და ზღვაოსნობის მოყვარული ბავშვებისთვის სასურველი ოთახი ასე გამოიყურება, საინტერესო, თანამედროვე და საოცნებოა.

ეს ოთახში  ბევრ მომავალ მეზღვაურს კარგად დაიტევს და მომავალ მეზღვაურებსს მარტო მგზავრობა არ მოუწევთ.

ფსიქოლოგების თქმით, ბავშვს მცირე ასაკში უყალიბდება კრეატიულობისა და ოცნებების შექმნის უნარი.

თუ ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ და მცირედით მაინც შევუწყობთ ხელს მაშინ მათი ბავშვობა, მოზარდობა და უმეტესწილად ზრდასრულობა მეტნაკლებად მსუბუქად და პრობლემების გარეშე წარიმართება, ღირს ამ ოთახებზე დაფიქრება.

ბავშვებისთვის სასურველი ოთახების მოსაწყობად იდეები არ ილევა

ხომ გახსოვთ ბავშვების განწყობას, რომ ინტერიერი ქმის სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ყოველ დილას კარგ განწყობაზე მყოფი შვილის სიხარულით დატკბეთ.

როგორი მოგწონთ აქაურობა?  დაგვეთანხმებით დიდიებიც არ იტყოდნენ ესეთ ოთახში დაძნებაზე უარს.

lisi txinvala kerdzo saxlis interieris dizaini
ლისი თხინვალა – კერძო სახლის ინტერიერის დიზაინი

ბავშვების ჯადოსნურ სამყაროში უკვე ვიმოგზაურეთ, დაფიქრდით, ბოლომდე დაიჯერებდით იმის, რომ სასწაულები რეალურად ხდება? ასე ხომ ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა.

ბავშვებს ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, მათთვის ფერადი ცხოვრება ახლა იწყება – აბა დროებით!

წინა ბლოგი – სუპერვარსკვლავი არქიტექტორი – გაიცანით ნორმან ფოსტერი

Facebook Instagram