არქიტექტურასა და დიზაინზე  საუბარი არასდროს  გვბეზრდება და კიდევ ერთხელ გვინდა საინტერესო თემებით გაგაოცოთ. გაიცანით ბრიტანელი არქიტექტრი ნორმან ფოსტერი, რომელმაც მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა და დღემდე საზოგადოების გაოცებას აგრძელებს.  

ყველასთვის ცნობილი, ნორმან რობერტ ფოსტერი ბრიტანეთში დაიბადა

მთელი ბავშვობა მანჩესტერში გაატარა და სკოლის დასრულების შემდეგ იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ნორმანმა თავისი პროფესიით დაიწყო მუშაობა და მსოფლიო სიაში დღემდე გამორჩეულ არქიტექტროთა საპატიო ადგილს იკავებს. ნორმანს ბევრისგან განსხვავებული სტილი ჰქონდა, თავდაპირველად ის მანქანური ჰაი-ტეკის ზეგავლენის ქვეშ მოექცა შემდეგ კი, უფრო ჰაეროვანი და  სწორკუთხა მოდერნიზმი შეიყვარა.

ნორმან ფოსტერი ის ერთ-ერთი არქიტექტორია, რომელმაც არქიტექტურაში მინა და დეტალები შემოიტანა სწორედ ამიტომ, მან მსოფლიოში უზარმაზარ წარმატებას მიაღწია.

მისი ერთ-ერთი გამორჩეული შედევრი ჰერსთ თაუერია

ნიუ-იორკში ამ შენობას სხვა დანარჩენებისგან მარტივად გამოარჩევთ, რადგან მსგავსი სტილი და ვიზუალი სხვა შენობებს არ აქვს. ჰერსთ თაუერი ნორმან ფოსტერმა 2003 წელს ააგო და ეს შენობა დღემდე ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მშვენებაა.

თაუერი 188 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული და შენობას 46 სართული აქვს. ერთი შეხედვით შუშის დიდი ცათამბჯენი, დახვეწილი და სადაა. შენობა არასტანდარტულია და მისი უსწორმასწორო ზედაპირი კიდევ უფრო ლამაზს ხდის მას.

გერკინი ან მარი ექსი

ასე მოიხსენიებენ ფოსტერის მორიგ შედევრს, რომელიც ლონდონის ქუჩებს ამშვენებს, შენობა იმდენად დიდია, რომ მისი დანახვა შორიდანაც კი არის შესაძლებელი. ცათამბჯენი 41 სართულიანი, შუშისგან შემდგარი კონსტრუქციაა.

თუ დააკვრიდებით დაინახავთ რომ ექსტერიერში რამდენიმე სახის შუშა ფიგურირებს და ისინი ვერტიკალურად და დიაგონალურად ორნამენტებს ქმნიან შენობის გარეთ. თუ ლონდონს ზევიდან გადმოხედავთ და სხვა შენობებს დააკვრიდებით, მიხვდებით რატომ აქებენ ნორმან ფოსტერს.

ისევ ლონდონი და ნორმან ფოსტის მორიგი შედევრი

ლონდონის ცენტრში ფოტოს გადაღებამდე მიმოიხედეთ და სადმე სითი ჰოლის შუშაში გაწყობილ შენობას დაინახავთ, ვიზუალით მიხვდებით, რომ უბრალო შენობა არ არის და სხვებისგან ეს საინტერესო ფორმა განასხვავებს. ფოსტერის ნაგებობა მისი კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ადგილად ითვლება.

შენობას გრანდიოზულს ვერ დავუძახებთ, თუმცა საინტერესო ექსტერიერის გამო ფოსტერი აუცილებლად უნდა შევაქოთ. ისევ შუშა და ისევ განსხვავებულობა, ალბათ შეატყობდით მის აგებულ შენობებში რამდენი მსგავსება და განსხვავებაა. ამასთანავე იგი დანახვისთანავე დადებითად განგაწყობს ფოსტერის მიმართ.

თანამედროვე ქალაქის თანამედროვე არქიტექტურა, ეს ფრაზა ფოსტერის შემოქმედებებს ნამდვილად მოუხდებოდა.

არ გეგონოთ, რომ ნორმან ფოსტერი მარტო ცათამბრჯენებს აგებს

რა თქმა უნდა, ისევ ლონდონში ვართ და ისევ ფოსტერის შედევრებს ვეცნობით. მილენიუმის ხიდი 1996 წელს ააგო ფოსტერმა და ის მდინარე ტემზათი გაყოფილ ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდი 144 მეტრის სიგრძისაა და მხოლოდ ფეხით გადასვლაა შესაძლებელი.

ნორმანისთვის უჩვეულო იქნებოდა ხიდი სწორი და სადა რომ ყოფილიყო, ამიტომ აქაც უსწორმასწორო ზედაპირით და განსხვავებული ვიზუალით გამოიიჩინა თავი. ლონდონში ფოსტერს სუპერვარსკვლავ არქიტექტორს უწოდებენ, ალბათ არავის უკვირს ეს სახელი რატომ დაიმსახურა.

ფოსტერის შედევრების ახლოდან ნახვას თუ შეძლებთ ბედნიერი ადამიანი იქნებით, რთულია ფოტოებით გადმოსცე ეს სილამაზე და აღბეჭდო ის ემოციდები, რომელიც მისი ახლოდან ნახვის დროს უჩნდება ადამიანს – აბა დროებით!

წინა ბლოგი – მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები

Facebook Instagram