კეთილმოწყობილ სასტუმროში ღამის გატარებაზე უარს არავინ იტყვის, თან მაშინ თუ დასვენებისთვის საჭირო ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის. მსოფლიოში მილიარდობით სახლი არსებობს, მილიონობით სასტუმრო და მათგან ათასობით საუკეთესოს ამორჩევაა შესაძლებელი, თუმცა ძალიან ძვირადღირებული სასტუმროები არც ისე ბევრია.

როგორც ყოველთვის, ჩვენი გამორჩეული თემებით დავბრუნდით და დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებზე უნდა ვისაუბროთ, თქვენი აზრით, ყველაზე მეტი რა თანხა შეიძლება დაჯდეს სასტუმროში 1 ღამის გატარება? – დარწმუნებულები ვართ, შედეგები გაგაოცებთ.

წყალ ქვეშ ცხოვრება უფრო ძვირია ვიდრე წყლის ზევით

როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღიებული სასტუმროების სიაში პირველი, კარიბის კუნძულებში ოკეანის სიღრმეში მდებარე ეს ღვთაებრივი სასტუმროა.

ლუციას სასტუმრო მთლიანად წყლის ქვეშ არის აშენებული და თევზებისა და წყლის ცხოვრების გარემოცვაში არნახული სილამაზე იმალება.

როგორც აღმოჩნდა, წყლის ქვეშ ერთი ღამის გატარება სულ მცირე 150 000 ამერიკული დოლარია და ზაფხულობით ეს ფასი კიდევ უფრო მატულობს.

როგორც დამსვენებლები ამბობენ, ეს სასტუმრო წყლის ცხოვრების შეცნობაში სრულიად ეხმარება ადამიანს.

მეორე ადგილზე პრეზიდენტ ვილსონის სამეფო პენთჰაუსია

პენთჰაუსი ყოველთვის მდიდრულად მოწყობის, ფეშენებელურ სივრცესთან ასოცირდება მაგრამ პრეზიდენტ ვილსონის სამეფო პენთჰაუსი მოლოდინებს ნამდვილად აჭარბებს.

სასტუმრო შვეიცარიაში მდებარეობს, პრეზიდენტის სახელობის ეს ოთახი კი 28-ე სართულზეა და ენითაღუწერელ სილამაზეს გადაჰყურებს.

პენთჰაუსი რამდენიმე საძინებელს, დასასვენებელ ოთახსა და პირად ლიფტს მოიცავს. დასვენების მოყვარული ადამიანებისთვის ეს ადგილი მართლაც მშვენიერია, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ აქ ერთი ღამის გატარება 100 000 დოლარს სცდება.

ნიუ-იორკში მდიდრული დასვენებისთვის ადგილს აუცილებლად იპოვით

ეს სასტუმრო, ნიუ-იორში 1989 წელს აშენდა და უკვე წლებია კმაყოფილი დამსვენებლები თამამად იხდიან ათასებს იმისთვის, რომ ერთი მშვენიერი ღამე სასტუმროში გაატარონ და ნიუ-იორკს ზევიდან გადმოხედონ.

სასტუმროს 4 სეზონი ჰქვია და მისი ფანჯრებიდან ხედი 360 გრადუსის მიმართულებით იშლება, რაც იმას ნიშნავს რომ  ოთახიდან მთელი ნიუ-იორკის დანახვაა შესაძლებელი.

ეს ულამაზესი ხედი თუ მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ ჯაკუზით დიდი ვერანდით ან საუკეთესოდ მოწყობილი ინტერიერით ისიამობნოთ, სასტუმროში ერთი ღამის გატარება 50 000 დოლარი ჯდება.

აზია მოლოდინებს აჭარბებს, ინდოეთი მე-4 ადგილზეა

აზიური კულტურა ყოველთვის გამოირჩეოდა, როგორც აღმოჩნდა, მდიდრული და დაუვიწყარი დასვენებისთვის შეგვიძლია აზიაშიც ვიმოგზაუროთ.

ინდოეთის სასტუმრო რაჯ პალასში ნებისმიერ დამსვენებელს დაუვიწყარის გარდა საინტერესო დასვენება ელის სასტუმო არნახულად დიდი და მრავალფეროვანია.

დამსვენებლებს აზიური კულტურის გემოვნებიან ნაზავს სწორედ რაჯ პალასი სთავაზობს.

სასტუმრო 1727 წელს აშენდა, ტერიტორიაზე ასობით დაცვა და მოსამსახურეა, როგორც ჩანს ძველი სტილი კვლავ შემორჩენილია ინდოეთში.

რაჯ პალასში ერთი ღამის გატარება 43 000 დოლარი ჯდება და ამ ფასში დასვენების გარდა ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების დათვალიერებაც შეგიძლიათ.

ამ ულამაზესი სანახაობისთვის 43 000 $ გადახდა სამართლიანი იქნებოდა.

იქ სადაც სულ ზაფხულია, დასხვენება და დროის გატარება არასდროს ბეზრდებათ

დაუვიწყარი დასვენების მოსაწყობად, ფიჯის კუნძულებზე კარგ ადგილს მთელს პლანეტაზე ვერ ნახავთ. ტროპიკული ჰავა, ამოუწურავი ზაფხული და არნახული კერძები.

კუნძულ ლაუკალაზე, სასტუმრო ჰილტომ ისთეითში ერთი ღამის გატარება 50 000 $ ღირს, როგორც ცნობილია.

სასტუმროს უფროსი წელიწადში ერთხელ მსოფლიოს მასშტაბით გათამაშებას აწყობს და გამარჯვებულს ერთ დაუვიწყარ ღამეც ჩუქნის ფიჯის კუნძულებზე, გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციაა საჭირო, დანარჩენი დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა მოსაძებნად ღირს.

დღეისათვის სულ ეს იყო, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში ღამის გატარება თუ მოგინდებათ იცით სადაც უნდა მიხვდიეთ და მგონი ფიჯის გათამაშებაშიც უნდა მიიღოთ მონაწილეობა, იქნებ ის ერთადერთი იღბლიანი სწორედ თქვენ აღმოჩნდეთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – ყველაზე ექსტრემალურ და იზოლირებულ ადგილას აშენებული სახლები

Facebook Instagram