სტატისტიკის მიხედვით მსოფლიო მოსახლეობის 3%-ს ექსტემალური ცხოვრება უყვარს და ამის მისაღებად ევერესტზე, ჰიმალაის მთებზე და ოკეანის სიღრმეებში ზვიგენებთან მოგზაურობენ. ექსტრემალური ცხოვრება მართლაც, რომ საინტერესოა, თუმცა ამასთანამვე დაგვეთანხმებით, რომ საშიშია. არქიტექტურაშიც არსებობს ექსტრემი, ნახეთ, ყველაზე ექსტრემალურ და იზოლირებულ ადგილას აშენებული სახლები, არქიტექტურა სიცოცხლის გარისკვის ფასად.
იქ სადღაც, ხალხისგან ძალიან შორს მთის შუაგულში სახლი დგას
დედამიწას სატელიტიდან რომ გადმოხედოთ, ისლანდიის ერთ-ერთ კუნძულზე შუა ოკეანეში პატარა სახლს დაინახავთ, რომელიც სრულიად მარტო დგას მთელ კუნძულზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სახლის პატრონს ეს სრულებით არ აწუხებს.
სახლი ისლანდიის მონადირეთა ასოციაცის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის და სახლის აშენება ხალხისგან იზოლირებულს სრულიად მოულოდნელად გადაუწყვეტია.
ექსტრემალური ცხოვრების მოყვარულებს ეს ადგილი ძალიან მოგეწონებათ. ნეტა როგორი გრძნობაა მთელი ცხოვრება მარტო იყო კუნძულზე?
მეტეორას მთაზე ბერძნულ სამონასტრო კომპლექსში ადამიანების ადგილი არ არის
საბერძნეთში, მეტეორას მთაზე მთელს ქვეყანაში ყელაზე ლამაზი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, სადაც იზოლირებულად უკვე წლებია სასულიერო პირები ცხოვრობენ.
ამ პატარა სვეტზე 6 მონასტერია განთავსებული, სამონასტრო კომპლექსი 1920 წელს აშენდა და იმ დროს მთაზე საშენი მასალა მონასტერის ასაგებად თოკებით აუტანიათ.
როგორი ექსტრემალური, იზოლირებული და ლამაზია ერთ სვეტზე აშენებული მონასტერი, თითქოს არც არაფერი აუშენებიათ და თავიდანვე იყო იქ ეს საოცარი ეკლესიები.
საინტერესო იქნებოდა მისი აშენების პროცესი და ალბათ იქიდან სამყარო სრულიად სხვანაირად გამოიყურება.
ხანდახან ზღაპარში ნანახი კადრები რეალური ხდება ხოლმე
გახსოვთ ზღაპრებში აღწერილი, ტყეში მიტოვებული სახლები, სადაც ბოროტი დედინაცვალი ან კეთილი ჯუჯები ცხოვრობდნენ, როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი რეალური ყოფილა.
ფოტოზე გამოსახული ხის სახლი ამერიკაში, კოლორადოს შტატში მდინარე კრისტალის თავზეა აშენებული. სახლი 1893 წელს აიგო, ტყეში მოპოვებული მასალით და მას შემდეგ მდინარის თავზე მყარად დგას.
ეს პატარა სახლი ლამაზთან ერთად ესქტრემალურია, ხის მასალა წყლის პირას, სისველის გამო მალე ძველდება და ამ სახლში ღამის გათენება არც ისე საიმედოა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ბუნებაში გაღვიძება ყველანაირ ექსტრემად და იზოლაციად ღირს.
ზამთრის კუნძულზე თეთრ ბუნებაში შავი სახლი დგას
დაუსახლებელ და ყინულით სავსე ანტარქტიდის ზამთრის კუნძულზე უკვე წლებია ერთი პატარა შავი სახლი დგას, რომელიც ანტარქტიდის მკვლევარებმა თავისთვის ააგეს.
სახლი 1930 წელს აიგო და ბრიტანელებმა მას მკვლევართა თავშესაფარი დაარქვეს .
სახლს მისაღები ოთახი, საძინებელი, სველი წერტილები, სამზარეულო, კაბინეტი და ძაღლის ოთახი აქვს. ითვლება, რომ ეს სახლი ანტარქტიდაზე პირველი მეცნიერული სადგურის მოვალეობასაც ასრულებდა.
ქვისგან გაკეთებული სახლები უკვე არავის უკვირს
მართალია, ქვის სახლები არავის უკვირს, თუმცა ამაში პირდაპირი გაგებით გამოუთლელ ლოდებს არ გულისხმობენ ხოლმე, თან მითუმეტეს თუ ეს სახლი უკაცრიელ მინდორზე სრულიად იზოლირებულია.
სახლი პორტუგალიის მთებშია მიმალული და უმარტივესად არის აშენებული. ვიღაცამ თავისი საქმე ნამდვილად კარგად იცოდა, რამდენიმე ლოდისგან გამორჩეული სახლის აშენება, რომ შეძლო.
სახლი ქვაზე ან წონასწორობის დაცვა არქიტექტურაში, როგორც გინდათ ისე უწოდეთ
ალბათ ფიქრობთ, რაც უკვე ნახეთ იმაზე გამორჩეული რა უნდა ნახოთ, მაგრამ არქიტექტურა მოულოდნელობებით არის სავსე და ეს სახლი ამ მოსაზრებას სრულიად ამტკიცებს.
სერბეთში მდინარე დრინას შუაგულში ქვის ბორცვზე 1968 წელს ეს სახლი ააგეს, ჩნდება კითხვა როგორ აშენდა სახლი საძირკველის ან გამყარების გარეშე.
ალბათ აქ რაღაც ზებუნებრივი ძალაა დამატებული. როგორც აღმოჩნდა, უპირველესად პატარა ფიცრული აუშენებიათ შემდეგ კი სახლი დაუდგამთ თავზე.
აი ექსტრემალურ პირობებში ცხოვრება ამას ნიშნავს, გადაბმული წვიმები ან ქარი და სახლი წყალში ცურვას დაიწყებს, იმედია სერბეთში წყნარი ამინდები იცის.
ოკეანის თავზე სახლის აშენებაზე თუ გიფიქრიათ?
ავსტრალიაში, ოკეანის თავზე აგარაკის აშენება დაგაგვიანდათ, მაგრამ არაუშავს ამ ნაგებობას გავეცნოთ. დაკიდებული სახლი, ასე ქვია ვიტრინებით კლდეზე მიშენებულ სახლს, რომელიც ასობით მეტრის სიმაღლიდან ოკეანეს გადაჰყურებს.
სახლი აკროფობიითა და ჰიდროფობიით შებყრობილი ადამიანებისთვის არც ისეთი მოსახერხებელია, თუმცა ექსტრემის მოყვარული ადამიანები ოკეანის მოქცევის დროს არნახულ სიმალაზეს ნახავენ, თან სავარაუდოდ ზღვის ტალღების კლდეზე შეჯახებით სახლი ოდნავ იზანზარებს კიდეც.
დღეისათვის სულ ეს იყო, როგორც უკვე გითხარით, სტატისტიკის მიხედვით მსოფლიო მოსახლეობის 3%-ს ექსტემალური ცხოვრება უყვარს, და თქვენ შედიხართ ამ 3%-ში?
წინა ბლოგი – რჩევები გარდერობის მოსაწყობად