არაბეთის საამიროებში დიდი ქონება და მასიური სახლები არავის უკვირს, ნავთობით ცნობილ სახელმწიფოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მეტ-ნაკლებად შეძლებული და დიდი ქონების პატრონია. 

სასტუმრო “ოპუსი”- ზაჰა ჰადიდის არაბული მშვენება

თუ ოდესმე დუბაიში ყოფილხართ შეამჩნევდით, რომ მდიდრული რესტორნები, სასტუმროები და ძვირადღირებული მანქანები ხშირი და  სრულიად ჩვეულებრივია.

ინგლსელ-ირანელმა არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა კი რამდენმე წლის წინ დუბაიში მორიგი მშვენება შექმნა და ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუროს ინტერიერი და ექსტერიერი სრულიად თავის თავზე აიღო.

შუშუისგან ნაშენები უცნაური ფორმის სასტუმრო ოპუსი, დუბაის ცენტრში მდებარეობს და მეორე ნახევარს ასევე შუშის სქელი გვირაბით უკავშირდება.

სასტუმროს მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და უკვე დამსვენებლები რიგში ჩადგომით ელოდებიან თავიანთ დროს.

როგორც დუბაიში ამბობენ, ეს სასტუმრო ზაჰა ჰადიდის ხელწერას კარგად გამოხატავს და მისი ხასიათი ექსტერიერსა და ინტერიერში დეტლებში იკვეთება.

2019 წელს სასტუმრო  გაიხსნა, თუმცა ოფიციალურად სტუმრებს ის წელს მიიღებს. ოპუსს 4, 8 ვარსკვლავი უკვე მიენიჭა.

ზოგადად ცნობილი ფაქტია, რომ დუბაიში იშვიათად ნახავთ შენობებს, რომელსაც ერთი არქიტექტორი აშენებს, ძირითადად სასტუმროს აშენებაში 2-3 არქიტექტორია ჩაბმული. 

ოპუსი კი მარტო ზაჰას შემოქმედებაა და ეს შემთხვევა ბურჯ ხალიფას შემდეგ არაბეთისთვის პირველი და დასამახსოვრებელია.

ოპუსი 12 რესტორნისგან შემდგარი სასტუმროა, მასში ასევე კაფე-ბარებისა და საოფისე სივრცეებისთვის ათობით ადგილია გამოყოფილი.

სიმაღლით  სასტუმრო 100 მეტრს სცდება და ფორმით მთლიანად კუბს წააგავს. სასტუმრო ბურჯ ხალიფას გვერდზე მდებარეობს და ამ საოცარი შენობის მიმდებარედ  მისი სიმაღლე შედარებით იჩრდილება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზაჰა ჰადიდმა სასტუმროს ექსტერიერიც და ინტერიერიც თვითონ მოაწყო და დუბაისთვის შესაფერისი ვიზუალი და ფერები შეარჩია.

თეთრი ფერი არბულ კულტურაში ხშირად გამოიყენება, ეს მათთვის სულიერი სიწმინდისა და სიმშვიდის ფერია, შესაბმისად თეთრი ფერის სამოსსაც არაბები ხშირად იცვამენ.

ზაჰამ სასტუმროს მოწყობისას კულტურათა შერწყმით თანამედროვე, „ზე  გემოვნებიანი“ ინტერიერი შექმნა და თითქოს მომავლის არქიტექტურასაც გაუსვა ხაზი.

ამ სადა ინტერიერს შემოსვლისთანავე შეამჩნევს დამსვენებელი.  მართლაც, სიმშვიდეს ქმნის თეთრი ფერი ოპუსის კედლებში.

დააკვირდით, როგორი დახვეწილი და წყნარია მთელი სივრცე, თვალს სიამოვნებს  ერთ ფერში გაწყობილი ოთახების ყურება.

ამავდროულად უცნაური ფორმის ავეჯი კიდევ მეტ ინტერესს აღძრავს დამსვენებელში. ოთახში შიდა სივრცეები ღია და ნათელია, ჭარბად გამოყენებული თეთრი ფერი კი სწორი და ზუსტი მიგნებაა არაბული არქიტექტურის გამოსახატად.

რაც შეეხება არქიტექტორს, ზაჰა ჰადიდი ინგლისელ-ირანელი არქიტექტორი იყო, 1950 წელს დაიბადა და 65 წლის ასაკში, 2016 წელს გარდაიცვალა.

სასტუმროს აშენება მოასწრო, თუმცა ბოლო დეტალები დაუმთავრებელი დარჩა და ქვეყნის წამყვანმა არქიტექტორიებმა სისრულეში მოიყვანეს ის, სწორედ ამიტომ სასტუმროს აშენება მთლიანად მის სახელს უკავშირდება.

ზაჰა  პირველი ქალი არქიტექტორი იყო, რომელმაც „პრიტზკერის“ არქიტექტურის ჯილდო მიიღო და ასავეე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ არქიტქტორად დასახელდა.

დუბაის არქიტექტურას მომავალში ვრცლად აუცილებლად განვიხილავთ, მანამდე კი ამ საოცარი სასტუმროს ინტერიერით დატკბით და თუ აქ დასვენება მოგინდებათ რიგშიც ჩადექით. ცნობისთვის, ოპუსის ფასი ერთი ღამით, საშუალოდ 400-500 დოლარი უნდა იყოს, დროებით!

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ რესტორნი – რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

Facebook Instagram