თუკი გსმენიათ რაიმე ფერების ფსიქოლოგიისა დ ინტერიერის დიზაინის შესახებ, მათ მნიშვნელობასაც გაითავისებდით. ეს ყოველივე კი უმთავრესად რესტორნისა თუ კაფე-ბარების მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ. მათი კლიენტების უმრავლესობას სწორედ რესტორანში არსებული გარემო იზიდავს, სადაც შეუძლია საყვარელ ადამიანებთან ერთად ან თუნდაც მარტომ სასიამოვნოდ გაატაროს თავისუფალი დრო.

ინტერიერის დიზაინი რესტორნებისთვის დღესდღეობით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კლიენტების მიერ გადაღებულ სურათებს, სადაც თქვენი რესტორანი ჩანს, შემდგომ უამრავი ადამიანი ნახულობს. ეს ადამიანები კი შესაძლოა სწორედ თქვენი რესტორნის ინტერიერითა და აურით მოხიბლულები მომავალში თქვენი მუდმივი კლიენტები აღმოჩნდნენ.

რესტორნის მოწყობამდე რამდენიმე, საინტერესო და საჭირო რჩევებს გადაავლეთ თვალი…

მცენარეები ყველა ინტერიერის განუყრელი ნაწილია, რესტორანში მათთვის ადგილი დაუფიქრებლად გამოყავით

restornis mowyoba

მცენარეები სიცოცხლის ხალისს, ენერგიას, სიჯანსაღესა და მუდმივ განწყობას შექმნის თქვენს რესტორანში და რაც მთავარია, ფსიქოლოგიური ხრიკია.

ბევრი სიმწვანე, თქვენს კერძებს ახალ და უფრო ჯანსაღ იერს შესძენს.

restornis mowyoba

მცენარეებს ათასობით დადებითი თვისება აქვთ, ინტერიერის ნებისმიერ კუთხეს თავისებურად ალამაზებს.

ის სივრცეში მუდმივ აურასა და განწყობას ქმნის და ყოველთვის ნებისმიერი სტუმრის ყურადღებას იპყრობს.

საქართველოს ან მსოფლიოს წამყვან რესტორნებს თუ გადახედავთ ამ საოცარ დეტალს შეამჩნევთ

restornis mowyoba

სამზარეულოს ნაწილი სანახევროდ ღიაა და თქვენთან მოსული სტუმარი კერძის მოლოდინში, მზადების არაჩვეულებრივი პროცესით ტკბება

შედეგად ამ გრძნობის ხელახალი განმეორებისა და რესტორანში კიდევ მოსვლის სურვილიც უჩნდება.

restornis mowyoba

 

გამოაცხვეთ პიცა ღია სივრცეში ან მარტივი ბურგერი გააკეთეთ სტუმრის თვალწინ.

ღია სამზარეულო ინტერირის დიზაინს უფრო საინტერესოს გახდის და რესტორანსაც მეტ განსხვავებულობას შესძენს, საქართველოშიც არაერთი რესტორანი მიმართავს ამ ხერხს. დააკვრდით, ეს კარგი ხრიკია ბიზნესის სამართავად.

რა, თუ არა მინიმალიზმი და სად, თუ არა რესტორნებში

restornis mowyoba

 

მოაწყვეთ თქვენი რესტორანი მუქ და სადა ფერებში, მკვეთრ დეტალებზე გააკეთეთ აქცენტი და ნატურალური მასალით დატვირთეთ ის

თანამედროვე მინიმალისტურ სტილს ყველა სტუმარი გამოარჩევს და დაგვიჯერეთ, თქვენს რესტორანს ბევრს სხვა რესტორანშიც კი გამოარჩევენ.

restornis mowyoba

 

გადატვირთულ სივრცეში ვახშამი არც ისე სასიამოვნოა, ცოტა მინიმალიზმი, ცოტა გემოვნება და იდეალური სივრცეც მზადაა.

ყველა ადგილს თავისი იდეა აქვს

 

restornis mowyoba

თუ თქვენი რესტორანი არც ისე ოფიციალურია და არც ძვირადღირებული მენიუთი არ არის დატვირთული, მაშინ უმჯობესია, რესტორნის იდეა თქვენთან მოსულ სტუმარს თავიდნვე გააცნოთ.

თუ თევზის რესტორანს აკეთებთ, სადმე თევზის ლოგოც უნდა მიუთითოთ.

ბურგერების რესტორანს კი ჰამბურგერის გამოსახვა ნამდვილად მოუხდება რესტრონის შიგნით ან გარეთ.

restornis mowyoba

 

რატომ უნდა მიანიშნოთ რესტორნის იდეა სტუმარს?

თქვენ მათ არჩევანს გაუმარტივებთ და მიზნობრივი აუდიტორიის გულის მოგებასაც ადვილად შეძლებთ.

უმთავრესი წესი: არ გექნებათ კარგი განათება და არ გექნებათ კარგი რესტორანი

restornis mowyoba

სანამ რესტორანს მოაწყობთ დაიმახსოვრეთ, კარგი განათება ინტერიერის ყველა დეტალს საინტერესოდ და სწორად წარმოაჩენს.

იფიქრეთ, როგორი ტიპის უნდა იყო თქვენი რესტორანი, შემდეგ მოიფიქრეთ,  ვინ მოვა თქვენთან, რას შესთავაზებთ და როგორ გინდათ მათ დაგიმახსოვრონ, ამ ყველაფერის შემდეგ სწორი განათების იდეაც მალე, თავისით გამოჩნდება ჰორიზონტზე.

restornis mowyoba

სწორად არჩეული განათება განაგებს კარგ აურასა და მეორედ სტუმრობის სურვილსაც კი.

როგორც აღვნიშნეთ, კლიენტების უმრავლესობას სწორედ რესტორანში არსებული გარემო იზიდავს, ასე რომ დაფიქრდით, სანამ თქვენს რესტორანს საბოლოოდ მიაკრავთ იარლიყს. ცივი და თბილი განათებები სივრცესა და ოთახში შემომავალი მზის სინათლის მიხედვით გადაანაწილეთ.

ჩვენი რჩევები ამით არ მთავრდება, თუმცა რესტორნის მოწყობაზე კიდევ ვისაუბრებთ მანამდე კი, ამ საწყისი ნაბიჯებით დავიწყოთ და დიდი იდეებს შემდგომ შევეჭიდოთ. 

აბა დროებით!

წინა ბლოგი – მსოფლიოს 5 გამორჩეული ეკლესია

Facebook Instagram