ვაღიაროთ ბევრჯერ გვისაუბრია გემოვნებიან ინტერიერზე და ერთი-ორი უგემოვნო ინტერიერიც კი განვიხილეთ. თუმცა გემოვნებაზე და თან ინტერიერზე საუბარი ზედმეტი არასდროს არის, ასე რომ მოდით კიდევ ერთხელ განვიხილოთ გემოვნებიანი და ტრენდული ინტერიერის დეტალები და ძირითადი კომპონენტები.

ჩამოსხედით და დაათვალიერეთ, თუ როგორ უნდა  შექმნათ გემოვნებიანი ინტერიერი…

სახლის უმთავრესი ნივთი სწორედ სარკეა, მითუმეტეს მაშინ, როცა შეგვიძლია იგი ნებისმიერი სახლის ინტერიერს მოვუხდინოთgemovnebiani interieris ramdenime mnishvnelovani detaliსახლი შატბერაშვილზე

ჯობს გემოვნებიანი ინტერიერის მოსაწყობად კონკრეტული ფორმის სარკეებზე გავამახვილოთ ყურადღება.

FORTIS-ის დიზაინერები გვირჩევენ, რომ უპირატესობა სწორედ მრგვალ სარკეებს მივანიჭოთ და ისინი თავიანთ როლს ინტერიერში აუცილებლად შეასრულებენ.

ასევე საინტერესოა “სარკეებით” თამაში და მათთვის სხვადასხვა ფორმების მიცემა

gemovnebiani interieris ramdenime mnishvnelovani detali
კერძო სახლი ოქროყანაში
ყველა სახლში უნდა იყოს ერთი საქანელა სკამი, რომელიც დღევანდელ რეალობაში საკმაოდ მოდური და კომფორტულია
ტერასის დიზაინი წავკისში

კიდევ, გაგიკვირდებათ და, სხვანაირი საქანელა სკამებიც ტრენდულია დღესდღეობით ინტერიერის დიზაინში. აი ისეთი ბებია-ბაბუების სახლებში რომ გინახავთ.

დიახ, დიახ  მისი დრო ჯერ  არ წასულა და მეტიც ის კვლავ მოდაშია. მოხერხებული საქანელა სკამი ინტერიერის ყველა ტიპს გაალამაზებს და ოთახის ცარიელ კუთხეს სასიამოვნოდ შეავსებს.

gemovnebiani interieris ramdenime mnishvnelovani detali

დააკვირდით, დიზაინერები საქანელა სკამებს დღესაც აქტიურად იყენებენ და  რაც მთავარია, წიგნის კითხვას ამ სკამში სხვანაირი ხიბლი აქვს…

სახლის მოწყობას რომ ვიწყებთ, ბევრს ვმსჯელობთ სად, რა ავეჯი დავდგათ და ჩვენი კლიენტი როგორ გავაბედნიეროთ. ინტერიერში ყველა დეტალს  მნიშვნელოვანი როლი აქვს, ჩვენ კი გემოვნებიანი ინტერიერის მოსაწყობად ამ ყველაფრის გათვალისწინება გვიწევს.

ინტერიერის დიზაინი- კერძო სახლი ოქროყანაში

სად დავდგათ დივანი? კედელთან, ოთახის შუაში თუ საერთოდ არ დავდგათ? გემოვნებიანი ინტერიერის შექმნისას ამდენი ფიქრი საჭირო არ არის, კედელთან დადგმული დივანი მარტივი გამოსავალია.

კედელთან დივანს მზის სხივებიც უხდება და ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქიც. ხედავთ, ბევრი ფიქრი აღარ არის საჭირო.

gemovnebiani interieris ramdenime mnishvnelovani detali
ვაკე ჰილსი 2 – ინტერიერის დიზაინი

ახლა როცა დივანი კედელთან დადგით დანარჩენი კედლები თავისუფალი დაგრჩათ, ოთახიც სწორად მოაწყვეთ და გემოვნებიანი ინტერიერიც შექმენით.

სად ჩამოვკიდო ეს სურათი? იქნებ საძინებელში? ან მისაღებში?
ინტერიერის დიზაინი გრინჰილში N2

არ გაიკვირვოთ, არც იუცხოოთ სამზარეულოში პოსტერებისა და სურათების ადგილი ყოველთვის მოიძებნება, უბრალოდ საზოგადოებისთვის არის ეს უცხო.

სამზარეულოს გასაფორმებლად მხოლოდ ქვაბებსა და ტაფებს ხომ არ გამოვიყენებთ, ოთახის საინტერესო სურათებით გამრავალფეროვნება, კარგი და  გემოვნებიანი ინტერიერის ერთ-ერთი გამოძახილია.

gemovnebiani interieris ramdenime mnishvnelovani detali
ბინა ვეძისში – ინტერიერის დიზაინი

ნახეთ, როგორ უხდება თეთრ კედელს პოსტერი,  ეს პატარა ხრიკი ნებისმიერ სტუმარს ან დამთვალიერებელს სასიამოვნო განწყობაზე დააყენებს.

გემოვნებიანი ინტერიერის კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი გამჭვირვალე ავეჯია
gemovnebiani interieris ramdenime mnishvnelovani detali
ბინა ვეძისში – ინტერიერის დიზაინი

ნახეთ, როგორი დახვეწილი და ამავდროულად სადაა, უდაოა რომ ყველა ტიპის ინტერიერში შეგვიძლია მისთვის ადგილის მოძებნა, თან გემოვნებიანი ოთახისთვის  „ზედ გამოჭრილი“ ნივთია

gemovnebiani interieris ramdenime mnishvnelovani detali
ინტერიერის დიზაინი მცხეთის ქუჩაზე

გამჭვირვალე ავეჯი, გვეხმარება ისეთივე  ეფექტი მივიღოთ, როგორსაც ჩვეულებრივი ავეჯი ქმნის, თუმცა ჩვეულებრივს ხომ გამორჩეული ჯობს, თან ნებისმიერი სტუმრის თუ ოჯახის წევრის ყურადღებას მაშინვე მიიქცევს.

დღეისათვის სულ ეს იყო, გემოვნებიან ინტერიერს კიდევ რამდენიმე დეტალი დავამატეთ, დანარჩენებსაც ნელ-ნელა გაგიმხელთ, თუ რაიმე სიახლეს წავაწყდებით ხომ იცით არ გამოგაპარებთ…

აბა დროებით!

წინა ბლოგი – სრულყოფილ ინტერიერამდე რამდენიმე ნაბიჯია

Facebook Instagram