გახსოვთ ბოლოს რაზე ვისაუბრეთ?  დარწმუნებული ვარ, რჩევები გამოგადგათ და იდეალური ოფისიც მოაწყვეთ.

ჩვენ, არც ახლა გვსურს მოგაკლოთ საინტერესო იდეები და დღეს კაფის ინტერიერის მოწყობაზე გესაუბრებით. ერთი-ორი რჩევა და კმაყოფილი კლიენტები კიდევ უფრო კმაყოფილები წავლენ თქვენი კაფეებიდან. დიახ,დიახ ასეთი რჩევების მოცემა ვიცით ჩვენ, FORTIS-ელებმა…

წარმოიდგინეთ სავახშმოდ ან მეგობრებთან სასიამოვნო საღამოს გასატარებლად ადგილს არჩევთ, როგორი სიტუაცია მოგეწონებოდათ?

მყუდრო, წყნარი და კომფორტული, თუ ხმაურიანი, ცოცხალი და ენერგიული. დაფიქრდით,  ყველა კაფეს თავისი იდეა და მიზანი აქვს, სწორედ, თქვენ ირჩევთ იმას თუ ვინ გინდათ იაროს თქვენთან.

გემრიელი საჭმლის გაკეთება ხომ  სახლშიც შეგვიძლია, თუმცა გამორჩეული და დახვეწილი ინტერიერი ყველგან ვერ იქნება, ამიტომ კაფის სწორად მოწყობა თქვენი წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

სანამ კაფის გახსნას დააპირებთ ადგილი საგულდაგულოდ შეარჩიეთ, გათვალეთ ვინ, როდის და რატომ მოვა თქვენთან. ჩუმ და წყნარ ქუჩებზე გახსნილ კაფეებს თავისი მუდმივი კლიენტები ჰყავთ, ხმაურიან და ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ კაფეებს კი თავისი.

ასე რომ აირჩიეთ ვის უმასპინძლებთ და ლოკაციაც დაფიქრებით შეარჩიეთ.

cafis interieri

ადგილს რომ აარჩევთ მეორე უმთავრეს ეტაპზეც დაიწყეთ ფიქრი, როგორი იქნება კაფის ექსტერირი?

კლიენტი ჯერ ვიზუალმა უნდა მოხიბლოს, ამიტომ რაიმე საინტერესო, ყველასთვის მისაღები და გამორჩეული მოიფიქრეთ. ყველაფერი  ხომ ექსტერიერიდან იწყება.

კაფის ექსტერიერმა უნდა წარმოადგინოს მისი მთავარი მიზანი და ისიც, რომ თქვენთან ნებსმიერი ადამიანისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება.

ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მაღალ ფანჯრებსა და გაშლილ სივრცეს შექმნით, ეს ექსტერიერს მეტად საინტერესოსა და სასიამოვნოს  გახდის

მესამე უმთავრესი კომპონენტი სწორედ განათებაა

გასაკვირი არაა, რომ  განათება ყველა სივრცეს სჭირდება, მითუმეტეს ისეთ ადგილს, სადაც ტკბილი და დასამახსოვრებელი დღეები უნდა გავატაროთ.  კარგი განათება ინტერიერის დიზაინსაც სხვანაირად წარმოაჩენს  და ცუდმა განათებამ შესაძლოა მთლიანად დამალოს კიდეც ის.

ხშირად კაფის მოწყობისას დიზაინერები მკვეთრ და ნათელ შუქს იყენებენ, რაც მეგობრულ სივრცეს ქმნის.

მთავარი განათების გარდა პარტარა, დეკორატიულ სანათებს მიმართავენ ხოლმე, რომელიც მეგობრულობის გარდა, პოზიტიურ აურასა და კომფორტის შეგრძნებას ტოვებს.

კაფის მოწყობისას ხშირად უპირატესობას  პირდაპირ  მიმართულ განათებას ანიჭებენ.

მიმართულ სანათებსა და განათებას ავეჯის უკეთ გამოკვეთა და სივრცის ხაზგასმა შეუძილია,  ასეთი სანათებით ნახატების ან საინტერესო კედლის დეკორის გამოხატვა იდეალური გადაწყვეტილებაა.

ზემოთ ჩამოთვლილ სანათებსა და განათების ტიპთან ერთად ბუნებრივი განათებაც გაითვალისწინეთ, ის ყველა სანათზე და განათებაზე უკეთესია. მზის შემომავალი სხივები მთელს სივრცეს სიახლისა და სიცოცხლის იერს სძენს.

განათებას რომ აარჩევთ მასალასა და ფერებზე დაიწყეთ ფიქრი. ყველა ინტერიერს ფერებით გამრავალფეროვნება სჭირდება

თუ კაფის ინტრერიერში მასალასა და ფერებს სწორად შეუხამებთ ვიზუალის საუკეთესო მიქსს შექმნით და ეს კლიენტის თვალს არ გამოეპარება.

არასწორად შერჩეული ფერები და მასალები კი თქვენს ლამაზ ვიზუალს მიმზიდველობას წაართმევს.

kafis interieris dizaini

ჩვენი რჩევა იქნება,  ხის მასალის გამოყენებისას მკვეთრი და ჭყეტელა ფერებისგან თავი შეიკავოთ, ხე ისედაც გამორჩეული მასალაა და მეტად დატვირთვას არ საჭიროებს

რაც მთავარია  თქვენი კაფის ფერები და მასალა მის მთავარ მოტივს უნდა უსვამდეს ხაზს, რა გსურთ დასხდნენ და მიირთვან, თუ მოვიდნენ და შეძენილი პროდუქტი თან წაიღონ.

კომფორტული სკამები და მაგიდები, დიდი სივრცე და ფერების სწორად, გემოვნებიანად შეხამება.

ეს ყველაფერი თქვენს კლიენტს ირიბად, მისგან გაუცნობიერებლად, კაფეში დაჯდომისკენ და გემრიელად ჭამისკენ მოუწოდებს.

გასაყიდი დახლების დატვირთვა, მოუხერხებელი სკამები და პატარა მაგიდები კი კლიენტს მიანიშნებს, რომ მალევე დატოვოს კაფე, ისიამოვნოს,  თუმცა სხვას დაუთმოს თავისი ადგილი.

გაიხსენეთ, საქართველოში რამდენი კაფე იცით  მოუხერხებელი სკამებით,  თუმცა  სწორი ინტერიერითა და გემოვნებიან ფერებით…

თქვენც თქვენდა უნებურად შედიხართ, მალევე მიირთმევთ და ტოვებთ იქაურობას, ეს კაფის  მარკეტინგული გათვლაა.

ყველასთვის ცნობილი კომპანიები, სტარბაქსი და მაგდონალდსი თავიანთ კაფეებსა და რესტორნებში მოუხერხებელ სკამებსა და პატარა სივრცეებს აწყობენ.

ამით ისინი მარკეტინგულ გათვლას აწარმოებენ და იციან, რომ ამ ხერხით ერთი დღის განმავლობაში ბევრ ადამიანს მოემსახურებიან.

ფერებისა და მასალის სწორედ არჩევა კიდევ რამდენიმე შემთხვევაში გამოგვადგება.

თუ ჩვენ ხითა და მუქი ფერებით დავტვირთავთ კაფის ინტერიერს შევძლებთ რეტრო, ძველებური სტილი შევუქმნათ კლიენტს. ფერადი და ნათელ სივრცის გამოყენებით  კი უფრო თანამედროვეობისკენ წავიყვანთ ინტერიერს.

FORTIS-ი გირჩევთ, კაფის მოწყობისას შეეცადოთ სწორად გადაანაწილოთ სივრცე, დააბალოანსოთ ფერები და ადამიანთა მოთხოვნების რაღაც ნაწილი მაინც დააკამაყოფილოთ. ამით პირველ რიგში კლიენტის ნდობას მოიპოვებთ.

სანამ კაფეს გახსნით გაითვალისწინეთ,  კარგი მუსიკა კარგი კაფის არსებობაზე მიგვანიშნებს, ამიტომ  მუსიკაც სწორად შეარჩიეთ, ჯაზი, როკი, პოპი ყველა სტილს თავისი ინტერიერი აქვს  და ,თავისთავად, თავისი მსმენელიც ჰყავს. აუცილებლად გაითვალისწინეთ აკუსტიკის თემაც 

დღესიათვის სულ ეს იყო, იმედი გვაქვს თქვენთვის საინტერესო იყო იდეები კაფის ინტერიერის მოწყობაზე, დანარჩენი უკვე თქვენს გემოვნებასა და არჩევანზეა დამოკიდებული, ერთი თხოვნა გვაქვს, კაფეს რომ გახსნით გაგვაგებინეთ…

დროებით!

წინა ბლოგი – მსოფლიოს გამორჩეული ბიბლიოთეკები და უსაზღვროდ ლამაზი არქიტექტურა

Facebook Instagram