აკუსტიკა მულტიდისციპლინარული მეცნიერებაა ხმის შესახებ, სადაც მრავალი სპეციალიზაციისთვის მოინახება ადგილი, მაგრამ რა არის ხმა? – შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

მოდით, მოკლედ განვმარტოთ, სტატია უფრო გასაგები რომ გახდეს.

ხმა, ესაა ჰაერის მოლეკულებზე მოჯირითე ენერგია. უფრო ტექნიკურად რომ ვთქვათ, ესაა ტალღა, რომელიც ჰაერის გაუხშოებისა და შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნება.

აკუსტიკის შესახებ ცოდნა რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტი და მეტი ქვე-განხრა ემატება მას. მაგალითად, მასში ერთიანდება: არქიტექტურა, ინჟინერია, ფიზიკა, ელექტრონიკა, ენობრივი კომუნიკაცია, თერმოდინამიკა, მექანიკური ინჟინერია, ფსიქოლოგია, მედიცინა, მუსიკა და ოკეანოგრაფია.

ამიტომ, ეს ტერმინი დღესდღეობით რთული განსამარტია, რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესია მას თავის ნაწილად მიიჩნევს.

თუმცა, ამ სტატიაში ჩვენ ძირითადად ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში მის დანიშნულებაზე ვისაუბრებთ.


შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

სწორედ ამ მიზნით ვეწვიეთ კომპანია „შოუ-ტექნიკის ცენტრს“, რომელსაც პროფესიონალური განათების, გახმოვანებისა და აკუსტიკური დიზაინის სფეროებში დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით წამყვანი ადგილი უჭირავს.

„ჩვენ ამ სფეროში საქართველოში პირველები ვართ, რადგან მუდმივად ვმუშაობთ ახალ ტექნოლოგიებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ინოვატორები ვართ.“ – ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო დევაძე.

საცალო ბაზარზე მათი კომპანია წარმოდგენილია „მუსიკის სახლის“ მაღაზიათა ქსელით. ეს სახელი შესაძლოა თქვენთვის უფრო ნაცნობი იყოს, რადგან დიდი შანსია, რომ ქალაქში მოძრაობისას ერთხელ მაინც მოგეკრათ ამ მაღაზიისთვის თვალი.

კომპანიის მიერ მოწყობილი და გამართულია: ბათუმის საზაფხულო თეატრის მოძრავი სცენა, საკონცერტო და თეატრალური განათება და გახმოვანების აპარატურა; ახმეტელის თეატრის გახმოვანებისა და განათების აპარატურა; სიონის ტაძრის შიდა გახმოვანების აპარატურა და ა.შ.

მათი პროექტები იმდენად ბევრია, რომ მათი ჩამოთვლა ძალიან დიდ დროს წაიღებს, ამიტომ საკმარისია ვთქვათ, რომ მათ მართლაც ბევრი რამ აქვთ გაკეთებული.

სპეციალისტებით დაკომპლექტებული მათი გუნდი, რომლებიც განათების, გახმოვანებისა და ობიექტის აკუსტიკურად გამართვაზე ზრუნავენ, ამ საკითხების ზოგად მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე გაგვესაუბრნენ.

აკუსტიკა არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში

შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

არქიტექტურისა და ინტერიერის სფეროებში ტიპიური სიტუაცია, რომლის წინაშეც დიზაინერები ხშირად დგებიან, ოთახის აკუსტიკურად არახელსაყრელი ელემენტებია.

მაგალითად, „შოუ-ტექნიკის ცენტრის“ დამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი ბატონი ვალერ ხომერიკი ამბობს, რომ მართკუთხედ ოთახებს უნდა მოვერიდოთ.

იდეალურ სამყაროში, ადამიანმა ობიექტის აგებისას აკუსტიკოსი და არქიტექტორი ერთდროულად უნდა დაიქირავოს. რაც რეალობაში ძალიან იშვიათად ხდება. უკვე დამთავრებულ ობიექტზე აკუსტიკური სამუშაოების წარმოება უფრო რთულია, რადგან აკუსტიკოსი იზღუდება თავის რესურსებში.

ამიტომ: „ყოველ ოთახს თავისი რევერბერაციული მონაცემები აქვს. ოთახში არსებული ავეჯი, მასალები, რომლებითაც კედლები, ჭერი და იატაკია აგებული, შენობაში არსებული მექანიკური სისტემები, ტიხრები, ოთახის ფორმა და ა.შ, ყველაფერი მნიშნელოვანია, როდესაც აკუსტიკაზე ვსაუბრობთ. ამიტომ მნიშნელოვანია, საქმეზე გადასვლამდე საფუძვლიანად შესწავლილ იქნეს მისი შემადგენელი ყოველი ელემენტი.

იმისათვის, რომ გავიგოთ აკუსტიკურად რამდენად გაუმართავია ოთახი, უნდა გავზომოთ რევერბერაციის დონე. რევერბერაცია, ესაა ბგერის გავრცელებისა და განგძობადობის თვისება. როდესაც ბგერა მთავრდება, ის გარკვეული დროის განმავლობაში ნარჩენის სახით მაინც რჩება და რაც უფრო დიდ ხანს რჩება ის, მით უარესია. ოთახის აკუსტიკურად გამართვის მიზანიც ესაა – შეამციროს ბგერათა ტრიალის ხანგრძლივობა.“ – ამბობს ტექნიკური დირექტორი ბატონი ვალერ ხომერიკი.

საინტერესოა, თუ როგორ ზომავენ ოთახში რევერბერაციის დონეს. გაგიკვირდებათ და – ასაფეთქებლებით.

თუმცა, მხოლოდ ასაფეთქებლები არაა საკმარისი, რადგან ადამიანის ყური მხოლოდ გრძნობის ორგანოა და არა პროფესიონალური საზომი აპარატი.

ამიტომ ასაფეთქებლების აფეთქებას თან სდევს სპეციალური საზომი აპარატის გამოყენება, რომელიც ზომავს, თუ რამდენად მაღალია ოთახის რევერბერაცია ყველაზე დიდ ხმაურზე.

აპარატის მიერ დადებული შედეგები შემდეგ სპეციალურ პროგრამაში გადააქვთ, სადაც მიმდინარეობს დამუშავება, მოდელირება და სიმულაცია. შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი არაპროფესიონალი ადამიანისთვისაც ხილვადი ხდება, თუ რამხელაა რევერბერაციის დონე ამა თუ იმ ოთახში. 

ოთახის რევერბერაციული მონაცემების გარკვევის შემდეგ აკუსტიკოსი კლიენტთან ერთად წყვეტს, თუ რა გზით უნდა გაიმართოს ობიექტი აკუსტიკურად.

ინტერიერის სივრცეში ხმის ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საშუალებებს იხმარს აკუსტიკოსი.

გამოყენებული მატერიალების ხარისხისა და მახასიათებლების მიხედვით ხმა შეიძლება აირეკლოს, შთაინთქას, გადაეცეს ან გაიფანტოს. ეს პანელები საკმაოდ ძვირია, რადგან მათი უმეტესობა ბუნებრივი მატერიალებისგანაა დამზადებული.

რეფლექტორები

შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

ეგრეთ წოდებული რეფლექტორები, ანუ ხმის ამრეკლი საშუალებები, მყარი მატერიალებისგან მზადდება, რომლებიც ხმას რეფლექციის კანონის მიხედვით ირეკლავს – პროექციის კუთხე რეფლექციის კუთხეს უნდა უდრიდეს მოპირდაპირე მხრიდან.

კარგი მასალაა ისეთი ხე, როგორიცაა მუხა, წიფელი, არყის ხე და ასპენი. თუმცა იფანის ხე საუკეთესოა, რადგან ის შედარებით დრეკადია და, შესაბამისად, უკეთ ირეკლავს ხმას.

რეფლექტორებს ძირითადად მაშინ იყენებენ, როდესაც ოთახის რევერბერაციის დონე საშუალოზე დაბალია.

აბსორბერები

შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

აბსორბერი რეფლექტორისგან განსხვავებით ხმას შთანთქავს, ანუ ის რევერბერაციის დონის დასაწევად გამოიყენება. ის რბილი და ფოროვანი მატერიალისგან მზადდება.

ეს სენდვიჩის ფორმის პანელია, რომელიც გარეთა მხარეც ქსოვილის ან რბილი ბუნებრივი ჩაჭრილი ან ჩაბურღული ხისგან შედგება, შიდა ნაწილი კი შეიძლება იყოს: სხვადასხვა სისქისა და სიმჭირდროვის მქონე ღრუბლის, ქეჩას, მინის ბამბის ან მინერალური ბამბის.

დიფუზორები

შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

დიფუზორი რეფლექტორის მსგავსია, თუმცა თუ რეფლექტორი ხმას კონკრეტული მიმართულებით ირეკლავს, დიფუზორის მიზანია ხმა ყველა მიმართულებით გაფანტოს. ჩვეულებრივ, ისიც მყარი ბუნებრივი მასალისგან მზადდება.

მართალია ამ პანელების გამოყენებით მიზანი უმეტესწილად ყოველთვის მიიღწევა, მაგრამ როგორც პროექტების მენეჯერმა დავით ცხვარაძემ აღნიშნა: „არცერთი საშუალება არაა სრულყოფილი“.

პანელების გარდა არსებობს სპრეები, რომლებიც ცელულოზას ბოჩკოს წებოსა და წყლის ხსნარში გახსნით მზადდება. მათი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ ზედაპირზე. „შოუ-ტეკნიკის ცენტრი“ ზოგიერთი ობიექტისთვის ზუსტად ერთ-ერთ ასეთ სპრეის იყენებს – SonaSpray k-13. ამ სპრეის აბსორბერის ფუნქცია აქვს.


მას პანელი აბსორბერისგან რამდენიმე ელემენტი განასხვავებს:

ფასი – სპრეი ბევრად იაფი ღირს.

ვიზუალი – Sonaspray-ს უფრო მეტად მინიმალისტური დიზაინი აქვს, მისი მისაშხურებელი ზედაპირისადმი უპრეტენზიულობა და ინსტალაციის სიმარტივიდან გამომდინარე, ის ნებისმიერ სივრცეს შეიძლება მოერგოს. ასევე, უნდა ითქვას ის, რომ სპრეი დიზაინერებისთვის მეტად კომფორტული მასალაა, რადგან შესაძლებელია მისი სხვადასხვა ფერების შერჩევა.

მდებარეობა – პანელის მიკვრა შეიძლება როგორც კედელზე, ასევე ჭერზე. სპრეი კიდევ ამაზე მეტად მოსახერხებელია, რადგან მისი მიშხურება ნებისმიერ ზედაპირზე შეიძლება. მთავარია 170სმ სიმაღლიდან მიეშხუროს, რომ მექანიკური დაზიანება არ მოხდეს.

სპრეი შესაძლოა ოპტიმალური იყოს ერთი სახის ობიექტებისთვის, პანელები კი მეორესთვის.

აკუსტიკა სხვადასხვა ტიპის ობიექტებზე

შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

ობიექტები, სადაც მეტყველება აუცილებლად გასაგები უნდა იყოს

ხმის მკაფიოდ გავრცელება ზოგიერთი შენობისთვის აუცილებელი მახასიათებელია.

მაგალითად, ბგერების გარკვეულობის გარეშე საკლასო ოთახებს თავიანთი ფუნქცია ან საერთოდ დაეკარგება ან დაუკნინდება.

გაკვეთლები, სასამართლოს მსვლელობები, კომპანიის საერთო კრება – ყველა ამ სიტუაციაში ბგერები განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ერთი ადამიანის მიერ გამოცემულმა ბგერებმა მეორე ადამიანამდე გასაგებად მიაღწიონ.

ასეთ ადგილებში საჭიროა ბგერის არეკვლადობის შემცირება, ანუ აბსორბერების გამოყენება.

ობიექტები, სადაც მუსიკის ჟღერადობა მნიშვნელოვანია

შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

ხმის ჩამწერი სტუდიები, საკონცერტო დარბაზები, თეატრები – ეს ის ადგილებია, სადაც მუსიკა ყველაზე მინშვნელოვანია.

ყოველ მათგანს განსხვავებულად სჭირდება გამართვა იმისათვის, რომ ხმამ სასურველ დონეს მიაღწიოს.

სტუდიას აბსორბერები სჭირდება, რათა რეპლექსია აღმოფხვრას.

საკონცერტო დარბაზებს კი რეპლექტორები და დიფუზორები, რათა მუსიკას ჟღერადობა შემატოს.

თეატრების შემთხვევა კი ყველაზე რთულია, რადგან აქ შეიძლება დაიდგას როგორც მუსიკალური პერფორმანსი, ასევე დრამა.

ობიექტები საჯარო განცხადებებისთვის

შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

აეროპორტები, საპარლამენტო დარბაზები და სავაჭრო ცენტრები ის ადგილებია, სადაც მუდმივად კეთდება საჯარო განცხადებები.

განცხადება, რომელიც გაფრენის დროსა და ნომერს გამცნობს, აუცილებლად მკაფიოდ უნდა ჟღერდეს.

ასეთ ობიექტებზე ხშირად დიფუზორები გამოიყენება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში რეფლექტორისაც ხმარობენ.

საცხოვრებელი ობიექტები

შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

კერძო სახლებსა და ბინებში პროფესიონალური აკუსტიკური საშუალებების გამოყენება იშვიათად თუ არის საჭირო. არა იმიტომ, რომ ისინი თავისთავად არიან იდეალური აკუსტიკის მქონენი, არამედ იმიტომ, რომ მათში არსებული საგნები ითავსებენ მარეგულირებლების როლს.

სქელი ფარდები, ავეჯი, ადამიანის ტანსაცმელი, რბილი იატაკი, ხორკლიანი ზედაპირები აბსორბერის როლს თამაშობენ, სარკეები, ფანჯრები, შუშის დეკორაციები კი – რეფლექტორის. ამან შესაძლოა სახლი აკუსტიკურად ბოლომდე ვერ გამართოს, მაგრამ რევერბერაციის ნორმალურ დონეს მაინც ქმნის.

დროებით!

წინა ბლოგი – რა უნდა გავითვალისწინოთ ფანჯრების განლაგებისას

Facebook  Instagram