Fortis-ში კარგ რჩევებს ვიძლევით, დახმარების ხელს ყელას ვუწვდით და მომხმარებლების კეთილდღეობაზე ძილშიც კი ვფიქრობთ. ამიტომ ვიცით, თუ  როგორი რჩევები გამოგადგებათ და ვცდილობთ ჩვენი მკითხველისთვის და დამკვეთებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია შევაგროვოთ. აბა დავიწყოთ, რჩევები სივრცის გაზრდაზე.

კიდევ მორიგი რჩევები ჩვენგან…

 ალბათ უკვე იცით, რომ პატარა სახლიც კი შეიძლება დიდი გამოჩნდეს, მთავარია მას როგორ მოაწყობთ, ინტერიერში სივრცის გაზრდის პატარ-პატარა ხრიკები არსებობს, თუ მსგავსი ხრიკების შესახებ  ჯერ არაფერი გსმენიათ, დროა ჩაინიშნოთ და ჩვენი გამოსადეგი რჩევების სიას კიდევ რამდენიმე პუნქტი მიამატოთ.

1. ფერთა ფსიქოლოგიაზე საუბრისას თეთრი ფერი დეტალურად განვიხილეთ, სიმშვიდისა და სინაზის გარდა ამ საოცარ ფერს სივრცის გაზრდაც შეუძლია.

შეღებეთ კედლები თეთრად და თქვენს პატარა სახლებში აუცილებლად შამჩნებთ სივრცის ზრდას. ვერ მოგატყუებთ და ვერ ვიტყვით, რომ 1 ოთახიანი ბინა 3 ოთახიანის ზომის გახდება, თუმცა საინტერესო ცვლილებას ნამდილად მოახდენს თეთრი ფერი.

2.რაღაც დოზით, ჩვენი თავი ყველას გვიყვარს, ზოგს მეტად ზოგსაც ნაკლებად, შესაბამისად სივრცის გაზრდის ეს ხერხი მსოფლიოსთვისაც მისაღებია. სარკევ, სარკევ…

 რას იტყვით სარკეებზე? სახლის სარკეებით მოწყობა მარტივი, ლამაზი და ჭკვიანურია, სივრცეს მოვიგებთ, დეკორიც გამორჩეული და საინტერესო იქნება

3.ბუნებრივი განათება ყველაფერს ჯობს, ზუსტად ამიტომ სახლის გარემონტებისას დიდ ფანჯრებს ნუ შეუშინდებით, ამით სივრცეს უფრო გაზრდით და თქვენი სახლიც ნათელი იქნება

რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ვიტრაჟებიანი სახლებით ელექტროენერგიის ფულსაც დაზოგავთ და ამით კიდევ უფრო დაეხამრებით ბუნებას

მგონი ჯობს ფარდები გადავწიოთ და მზის სინათლით გავანათოთ სახლი

4.სივრცის მოგების კიდევ ერთი საშუალება ვერტიკალური ზოლებია, ზოლები თვალს დიდი სივრცის იმიტაციას უქმნის და რაც მთავარია, ყველა ტიპის ინტერიერს თავისებურად უხდება

სივრცის გასაზრდელად ზოლები ნამდვილად გამოგადგებათ, თუმცა თუ ვერტიკალურს ვერ ეგუებით, სხვა ალტერნატივაც არსებობოს

6.ფარდები რომ სივრცეს ზრდიდა თუ იცოდით? თუ ეს ხერხები არ გყოფნით და გინდათ თქვენი სახლი კიდევ უფრო გაზარდოთ ფარდებზე იფიქრეთ

გამჭვირვალე და თხელი  ფარდები სახლის ინტერიერს უფრო დიდს და მასიურს გამოაჩენს

5.თქვენთვის რჩევები არ გვენანება და კიდევ გეტყვით ერთ-ორს, გადაწყვიტეთ ტელევიზორს სად დგამთ?

თუმცა ვის გაუგია პატარა სახლში ტელევიზორის დადგმა, სივრცის გადიდება თუ გსურთ ტელევიზორი კედელზე ჩამოკიდეთ, შემდეგ  წამოწექით და  დატკბით თქვენი დიდი სახლით.

7.კინაღამ დაგვავიწყდა რომ გვეთქვა, იყიდეთ შედარებით მაღალ ფეხზე მდგომი ავეჯი, თავი შეიკავეთ უფეხო, ძირს დადებული ავეჯისგან

რაც უფრო მაღლა დგას ავეჯი, მით უფრო დიდია სივრცეც, აბა რას იტყვით, რამსიმაღლე ავეჯი გსურთ?

8.სივრცეზე ვსაუბრობდით და უნდა გითხრათ, რომ მის გასადიდებლად, აუცილებლად მრავალფუნქციური ავეჯი უნდა შეიძინოთ

ასე თანხებს დაზოგავთ და პატარა ოთახში ყველაფრის დატევას შეძლებთ

დღეისათვის სულ ეს იყო, ჩვენი რჩევები ამით ამოიწურა, თქვენი სახლი ახლა უკვე საკმაოდ დიდია და ჩვენც კმაყოფილები, რომ გაგიზიარეთ სასარგებლო რჩევები სივრცის გაზრდაზე.

 Fortis-ში ესეთი წესები გვაქვს, ჯერ მეგობრობა და მერე საქამე, 1… 2… 3… და ჰარმონია მიღწეულია,  აბა დროებით!

წინა ბლოგი –

Facebook Instagram