დასვენებას დრო და სეზონი არ აქვს, ადამიანები უნდა ისვენებდნენ მაშინ, როდესაც ამის სურვილი და შესაბამისი ფინანსები გააჩნიათ

თუ ახლა დასვენებას გეგმავთ და ამისთვის ყველაფერს დათმობთ დროა აზიაზე იფიქროთ , აქ სამოთხესა და უსასრულო ბედნიერებას აუცილებლად მიაგნებთ.

 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და სიმდიდრეთა ბუმი ერთ კონტინენტზე. ჩემოდანი გახსენით და დიდი რაოდენობის თანხა მოიმარაგეთ, აზიური კულტურა  სტუმრებს უკვე ელოდება.

დასასვენებლად ერთ-ერთ ვარიანტად ესეც განიხილეთ და სასტუმრო სიამს ესტუმრეთ „The Siam Hotel”, რომელიც ტაილანდში კერძოდ კი ბანკოკში მდებარეობს,

ეს აზიის ერთ-ერთი ცნობილი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა და ერთი ღამის საფასური 750$ შეადგენს

ვიზუალმა არ მოგატყუოთ და რიგითი ან ჩვეულებრივი სასტუმრო არ გეგონოთ, აზიური ედემის ბაღი და სამოთხე შიგნით, მის შუაგულში იმალება

ბასეინები, მდიდრული საუზმე და იდეალური მდებარეობა, აი ასე ახასიათებენ სიამს დამსვენებლები, სხვა თუ არაფერი ასეთ სიმწვანეში დასვენება ერთი დიდი სიამოვნებაა

დიზაინერმა ბილ ბენკსლიმ აზიაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ სიამი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ნებისმიერი დამსვენებლისთვის. ჩვენც უნდა აღვნშნოთ რომ ულამაზესი მწვანე გარემოს გარდა, საინტერესო   სასტუმროს საინტერესო ინტერიერიც აქვს, ბასეინები სწორად არის განლაგებული და ექსტერიერიც მაშინვე ყურადღებას იქცევს.

რას იტყვით ესეთ  ღვთაებრივ ადგილას დასვენებაზე დასვენება ? ტაილანდური ჰავა და მზის სხივები. თბილისურ თებერვალსა და სიცივეს საოცრად მოუხდებოდა ეკვატორული რუჯი

თუ მალაიზიაში მოხვდებით და ჯიბეში 838$ გეგდებათ სატუმრო დატაის ესტუმრეთ  „The Datai Langkawi“. დარწმუნებული ვარ, ფასის მიუხედავად, იმედგაცრუებულები ვერ დარჩებით.

აზიური ედემის მორიგი ღვთაება, სტუმრებს ყოველ სეზონზე იღებს და ტროპიკული ტყეების შუაგულში დაუვიწყარ დასვენებას სთავაზობს

ასეთ განტვირთვაზე არავინ იტყოდა უარს, ტიპიური აზიური კულტურისთვის დამახასიათებელი სასტუმრო სრულ ჰარმონიაში ეპატიჟება დამსვენებსელს

თბილისური თებერვლის ჩანაცვლებაზე არც ახლა ვიტყოდი უარს, რას იტყვით მალაიზიური მზე და ჰავა როგორია,  ვიცი მოგვიხდება…

ალბათ იცით, რომ მალაიზია სამხრეთ აზიის ნაწილში მდებარეობს  და 13 შტატსა და 3 ფედერაციას მოიცავს, ახლა დავფიქრდი და მანტერესებს, თუ ყველგან ასეთი სილამაზეა ჯობს მოგზაურობის თარიღი გადმოვწიოთ

დასვენება ხომ ყველგან კარგია მაგრამ ბალის არაფერი შეედრება, ინდონეზიის სატუმრო კაპელა  „Capella Ubud“ უბრალოდ  ტყეში დამალული სამოთხეა და მერტი არაფერი.

თბილი აუზი, მზე და ტროპიკული ხმაური, საუკეთესო მომსახურება და ლურჯი, ლურჯი ცა აი რა სჭირდება კარგ დასვენებას… მივხვდი რომ ზაფხულის მოსვლის დროა თუ არადა  მალაიზიაში მაინც უნდა ჩავიდეთ, თან ფასდაკლებაა და 931$ მაგივრად 621$ გადაიხდით ერთ ღამეში, პირდაპირ ნაჩუქარია ამ ფასად.

ცეცხლზე მომზადებული საკვები და ტყეში მოკრეფილი ხილის სასმელი, სხვა არ ვიცი მაგრამ  ესეთ თავგადასავალს სწორედ აზიაში, ბალიზე შეხვდებით.

ღია ცის ქვეშ ძილი თუ  გიყვართ? ან სასიამოვნო ნიავი და გემრიელი ვახშამი?

ბალიზე  სურვილების ასრულება მარტივად შეგიძლიათ. დააკვირდით არქიტექტურას  როგორი მარტივი, სადა და ტრადიციულია. აზიის ყველა კუთხეში ხით გაწყობილ კოტეჯებს, ერთნაირ გადახურვასა და მაღალ ფეხებზე მდგომ სახლებს შეხვდებით.

არაამქვეყნიური დასვენების კიდევ ერთი ადგილი ისევ ბანგკოკში, ტაილანდში მოიძებნება, თეთრი სამოთხე, თავისი სამოთხისეული ექსტერიერით დათვალიერების სურვილს გაუჩენს ადამიანს,

თითქოს ამ კარების შიგნით რაღაც დაუვიწყარი ხდება,მაგრამ მგონი სიტყვა თითქოს ზედმეტია…

სასტუმრო მანდარინ ორიენტალი „Mandarin Oriental“  ერთი ღამის საფასურსა და დასვენების ღირებულებას არ ამხელს, თუმცა საოცარ ფოტოგალერიას სთავაზობს საზოგადოებას.

5 ვარკვლავიანი სასტუმრო ბანგკოკის შუაგულში, ერთ-ერთი დიდი და ძვირად ღირებული ადგილია, მდინარის პირას გაშენებული სახლები დამსვენებლებით მუდმივად დატვირთულია, ფასი არ ვიცით მაგრამ ვიცით, რომ ბნგკოკში არქიტექტორებს კარგი გემოვნება აქვთ.

სპა, ტენისი, სავარჯიშო სივრცე და ღია აუზები, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის

თვალი გადაავლეთ ინტერიერს,  სხვა სასტუმროებთან შედარებით რთული და გადატვირთულია, აქ ვერც ხის სახლებს და ვერც გარეთ გაშლილ კარვებს ნახავთ, თუმცა, დამეთნხმებით, რომ აზიისთვის ეს უჩვულო სტილი კიდე უფრო გამორჩეულს ხდის მანდარინ ორიენტალს. „რეტრო“ ავეჯი და მწვანეში გაწყობილი ინტერიერი,დიდი სანათები და სურათებით დატვირთული კედლები. აი ამ ტაილანდურ სტილს სთავაზობს სასტუმრო მსოფლოს საზოგადოებას და დროა ჩვენც რეალობაში ვნახოთ ეს.

გახსოვთ ადრე ვთქვით რომ მოზგაურობა ძვირი სიამოვნებაა და ყოველთვის საჭირო სახსრებს ვერ ვაგროვებთ ხოლმე, თუმცა მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს და ეს ძვირიანი სასტუმროებიც კი მოგვარებადი ფუფუნებაა,

Fortis-ი გირჩევთ, რომ თუ ამ სილამაზის რეალობაში ნახვა გინდათ, სწორ დროს შეიძინეთ ბილეთები, ადრე დაჯავშნეთ სასტუმრო და ამით დაზოგეთ თანხა.  რაც მთავარია,  იქ ჩასვლისას არქიტექტურის ყველა ძეგლი დეტალურად შეისწავლეთ, აბა დროებით!

წინა ბლოგი – პატარა სახლი უკვე პატარა აღარ არის 

Facebook Instagram