ალბათ უმეტესობას გახსოვთ, როგორ ვითარდებოდა ინტერიერის დიზაინი საქართველოში, საბჭოთა კავშირის რეჟიმის შემდეგ.  ე.წ ევრორემონტს თუ გააკეთებდი ყველაზე “კარგ ტიპად” ითვლებოდი, თუ რაიმე განსხვავებული დიზაინის შექმნას დააპირებდი, ან მასალას ვერ იშოვიდი ან ხელოსნები გადაგიწურავდნენ უკანასკნელ იმედს, რომ ის რისი გაკეთებაც გინდოდა არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდოდა.  შემდეგ დაიწყეს უცნაური ფორმების და დეტალების გაკეთება, რომლებიც საბედნიეროდ მოდიდან გადავიდა და სამუდამოდ დარჩა ჩვენს მოგონებაში. მოკლედ, ინტერიერის დიზაინის დეტალები, რომლებიც მოდიდან გადავიდა.

მოდიდან გადასული ინტერიერის დროც მოვიდა, მოდით დავივიწყოთ უგემოვნო დეტალები!

თაქვენი აზრით რა არის გემოვნება?

იმანუელ კანტი თვლიდა, რომ გემოვნება მშვენიერების შეფასების უნარია და საბედნიეროდ ამ უნარის განვითარება ყველა ადამიანს შეუძლია.

თუ რემონტის გაკეთებას გეგმავთ, გაგვიხარდება თუ ჩვენი მოკრძალებული რჩევები თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება და მცირედ წვლილს შევიტანთ თქვენი ინტერიერის გალამაზებაში

მაშ ასე მოდიდან გადავიდა და აღარასდროს დაბრუნდება :

  1.  რთული გიფსოკარდონის კონსტრუქციები

დავიწყოთ ცვლილებები და მომავალი ინტერიერის მოწყობისას პირველად ეს კონსტრუქციები ამოვიღოთ სურვილების სიიდან, ასეთი დიზაინის დრო და ადგილი უკვე აღარ არის!

ვის გაუგია გიფსოკარდონის ამ სტილში გაკეთება და თან თანამედროვე ინტერიერში? არა, არა დროს ამაზე ნუ დახარჯავთ. 

აი ეს უგემოვნობა შესაძლებელია, გემოვნებიანი, მარტივი და სადა დიზაინთ ჩავანაცვლოთ.  დაგვიჯერეთ, ყველას მოეწონება და თვალშისაცემიც არ იქნება, მარტივი ხაზოვანი განათებებით.

სადა და დახვეწილი გიფსოკარდონის ჭერის შექმნა უფრო ლამაზი და უფრო ბიუჯეტურიცაა ვიდრე ზემოთნახსენები რთული კონსტრუქციები.

2.ლამინატისა და გრანიტის უცნაური გადაბმები

თუ სურვილი გაქვთ ლამაზი ინტერიერის დიზაინი გქონდეთ, მაშინ დროა მსგავსი რამის გაკეთებას და მეტიც ასე ფიქრსაც შევეშვათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი გადაბმის გაკეთებით მორიგი უგემოვნო ინტერიერი შეიქნმება.

ვაღიაროთ უხეში, შეუსაბამო და ყველაზე  არატრენდულია მთელს ინტერიერში  მსგავსი გადაბმები, თუმცა გამოსავალი აუცილებლად არსებობს.

ჩვენ გირჩევთ, რომ ეს გადაბმა, ქვევით ნაჩვენები გადაბმით ჩავანაცვლოთ, თუმცა ამ შემთხვევაში პარკეტის და კერამოგრანიტის გადაბმაა ნაჩვენები, რაც შეუძლებელია ლამინატის შემთხვევაში.

ხოლო თუ მაინცდამაინც ლამინატს გვინდა გადავაბათ კერამოგრანიტი მაშინ უმჯობესი იქნება, თუ უცნაურ ფორმებს მოვერიდებით და სწორხაზოვან გადაბმას დავჯერდებით.

3. გადამეტებული კლასიკა და ოქროსფერის უხვად გამოყენება

შუქი ჩააქრეთ, აქ რაღაც ძალიან ანათებს! ამდენი ოქროსფერი ერთად გამორიცხულია, ჯობს კომენტარის გარეშე დავტოვოთ აქაურობა. შეხედეთ ქვედა სურათს, ფაქტია ქვეცნობიერში სიმშვიდემ დაისადგურა.

  1. აგურისა და ქვის არასწორი გადანაწილება კედელზე

ამ სურათს მოუხდებოდა წარწერა, როდესაც სახლის აშენებისას აგური დაგრჩა და არ იცი სად წაიღო,  ასეთი დეკორის გაკეთება გემოვნებიანი ინტერიერისთვის უკვე მიუღებელი ქმედებაა.

თუმცა დაგვეთანხმებით, რომ აგური ულამაზესი დეტალია და ამის მაგალითები მრავლად შეგვიძლია ვნახოთ თანამედროვე ინტერიერში.

  1. სხვადასხვა ფორმის ბარელიეფები კედელზე

ბნელ 90-იან წლებში ინტერიერის  გამორჩეული სტილი არსებობდა, მოწონდათ ის, რაც ქვეყანაში იყიდებოდა და სახლს აწყობდნენ ისე, როგორც ყველა დანარჩენს ჰქონდა, თითქოს 90-იან წლებში ყველა სახლი ერთნაირი იყო, თუმცა ძველმა წლებმა გაიარა.

არ არის აუცილებელი  ინტერიერის დიზაინი ერთმანეთს გავდეს, ასე რომ ეს ბარელიეფი დავივიწყოთ და ალტერნატიული ვარიანტები ავარჩიოთ ჩვენი სახლისთვის.

  1. თაღების უაზროდ გამოყენება

როგორ მოგწონთ ეს ამოუცნობი ფორმის თაღი? თან მრგვალი და თან მართკუთხედი? ამას „საბჭოთა კავშირის ფანტაზია“ ეწოდება და მიხვდებით, რომ ამის გაკეთება დღეს-დღეობით დაუშვებელი შეცდომაა.

თაღი თავისთავად ერთ-ერთი ულამაზესი დეტალად შეგვიძლია ვაქციოთ, რაც ქვემოთ მოცემლ სურათზეც ჩანს.

დღეისათვის სულ ეს იყო, Fortisi გირჩევთ, სანამ სახლს მოაწყობთ დაფიქრდეთ, რა, როგორ და რატომ გინდათ, რომ გააკეთოთ. ინტერიერი ჩვენს განწყობაზე, მთელი დღის ემოციებსა და ხშირად კარიერულ წინსვლაზეც კი მოქმედებს. იქნება კარგი ინტერიერი? – იქნება კარგი და ნაყოფიერი დღეც. დროებით!

წინა ბლოგი – როგორ გავანათოთ სახლი სწორად – ის, რაც განათებაზე უნდა იცოდეთ

Facebook Instagram