სიტყვა განათება, ყველა ენაზე სხვადასხვა გვარად ესმით, თუმცა ინტერიერის დიზაინში განათების გაგონებისას შეკითხვები გვებადება, ბუნებრივი თუ ხელოვნური? თბილი თუ ცივი?

ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არ არსებობს, გააჩნია სივრცის ზომას, ფერებს, დანიშნულებას და ა.შ. როგორ გავანათოთ სახლი სწორად ?!

რა არის ბუნებრივი განათება?

გაიხედეთ ფანჯრისკენ, ხედავთ ფანჯარაში შემომავალ  მზის სხივებს? ეს ბუნებრივი ნათებაა, რომელიც ზამთარში 6  საათამდე, ზაფხულში კი 9 საათამდე ციდან მკვეთრ და ძლიერ შუქს გამოსცემს.  მისი გამოყენება საცხოვრებელ სახლებში უსასრულოდ შეგიძლიათ.  ხოლო ზოგიერთი საზოგადოებრივი სივრცე ჯობს, რომ უფრო ჩაბნელებული ან სულაც სრულიად უფანჯრო იყოს.

რა არის ხელოვნური განათება?

ნათურები, ტორშერები და სხვა უამრავი სანათი საშუალება ხელოვნური განათებაა, რადგან მას დენის წყაროს ან ბატარიის გამოყენების გარეშე ვერ ჩავრთავთ.

ხელოვნური განათება მრავალფეროვანია, თუმცა მას ძირითადად ასე გამოყოფენ: დეკორატიული და ფუნქციონალური. სახელებიდან გამომდინარე მიხვდებით  რომელი რას ნიშნავს.

თუ გვსურს სინათლე რაღაც კონკრეტული მიმართულებით ანათებდეს ამისთვის ტორშერები არ გამოგვადგება. მაგრამ  არ ინერვიულოთ, ინტერიერის დიზაინში მიმართული სანათები არსებობს, რომელსაც ზუსტად იქ მივმართავთ,  სადაც ჩვენ გვინდა. პრობლერემა მოგვარებულია!

დაკიდული სანათები

ინტერიერის დიზაინში   დაკიდული სანათები უმეტესად გამოიყენება რომელიმე კონკრეტული ადგილის გასანათებლად, თუმცა  ხშირად მათ დეკორატიული დანიშნულებაც აქვთ, ასეთი სანათები სადა და ტრენდულია. რაც მთავარია უამრავი სხვადასხვა სტილისა და ფორმის  სანათის შოვნაა შესაძლებელი.

90-იან წლებში სიტყვა „ჭაღი“ ერთ დიდ ქონებას ნიშნავდა. ბროლის სართულოვანი ჭაღები და ასობით ნათურა ნებისმიერი ოჯახისთვის ერთი დიდი ქონება იყო.  დღეს ეს ტენდენცია შეიცვალა, თუმცა ჭაღი თანამედროვე ინტერიერში ისევ ხშირად გამოიყენება. შეიცვალა ფორმები, ზომები და სტანდარტული ბროლის სანათები უფრო საინტერესო და გამორჩეულმა დიზაინებმა ჩაანაცვლა.

თუ სანათი ჯერ ვერ აარჩიეთ და რაღაც ყველასგან გამორჩეულს ეძებთ

არ ინერვიულოთ პრობლემას მარტივად მოვაგვარებთ! უკვე, ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი,  ძალიან ბევრ განათების მაღაზიაში თქვენი სურვილისამებრ, სხვადასხვა დეტალების შეერთებით ნებისმიერ სანათს ააწყობენ. მაგალითად ასეთებს, როგორიც ქვედა სურათეზეა ნაჩვენები.

1..2..3.. და სასურველი დიზაინი მზადაა,  ხომ ხედავთ ჩვენთან პრობლემები მარტივად მოგვარებადია.

ბოლო პერიოდში,  ადამიანები ხშირად ლენტურ განათებას ითხოვენ, სახელი კი თვითონ გვეუბნება თუ რა არის ის.

ლენტური განათება მარტივი,  განათების დიოდური სანათებია, რომლებსაც შემდეგ სხვადასხვა ზომის ბუდეებში სვამენ და სხვადასხვა ეფექტებს ქმნიან.

ინტერიერის  ერთ-ერთი ყვალაზე  საჭირო ნივთი ორშერები

და აი დადგა დრო ყველასათვის ცნობილი, ყოველთვის მოთხოვნადი და აუცილებელი ორშერები განვიხილოთ. თუ სახლის რომელიმე კუთხეს რაღაც აკლია,  მაშინ ტორშერი იდეალური გამოსავალია. ის ოთახს სიმყუდროვეს შესძენს და რაც მთავარია, ცარიელი სივრცეც ლამაზად შეივსება.

ტორშერების შეძენა ყველგანაა შესძლებელი, მთავარია ვიცოდეთ რა სიმაღლე, როგორი ფორმისა და ზომის გვსურს რომ გვქონდეს.

ოთახის განათებისთვის  კიდევ ერთი ალტერნატიული გზა, დეკორატიული სანათები, არსებობს. პატარა სანათები მშვიდად დაძინებასა და ოთახის გალამაზებაში დაგეხმარებათ. მისი ფერისა და ფორმის არჩევა თქვენთვის მოგვინდია, მთავარია სიმყუდრივე იგრძნოთ და საღამოს  ტკბილად და ბედნიერად დაიძინოთ.

დღეისათვის სულ ეს იყო, ახლა უკე იცით როგორი სანათი ან განათება შეურჩიოთ თქვენ სახლს და როგორ გავანათოთ სახლი სწორად.
არჩევანი მრავალფეროვანია, მთავარია მიხვდეთ, თქვენი სახლის ან ოფისის ინტერიერი რომელს მოითხოვს. დროებით!

წინა ბლოგი – ძველიდან ახლისკენ – გამოუსადეგარი ნივთები არ არსებობს

Facebook Instagram