პოსტმოდერნისტული დიზაინის შექმნა ბევრ არქიტექტორს უჭირდა,  ყველას თავისი სტილი ჰქონდა, თუმცა მათგან გამორჩეულად საზოგადოებას არც ისე ბევრი დაამახსოვრდა. იდეალურია თუ შექმნი კარგ ნაგებობას, მაგრამ გენიალურია, თუ წლების მერე, როგორც გამორჩეულ არქიტექტორს ისე მოგიხსენიებენ – ფრენკ გერი ,”შეშლილი არქიტექტორი” | FORTIS

„შეშლილი არქიტექტორი“

სწორედ ასე მოიხსენიებენ, ებრაელ ხელოვან ფრენკ გერის, რომელიც დღეს მსოფლიოს  მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული არქიტქტორია.

რა შექმა? რა და, პოსტმოდერნისზმის საუკეთესო შედევრები, არქიტექტურის არნახული ფანტაზიები და გემოვნება, სტილი ჩამოაყალიბა მე-20 საუკუნის არქიტექტურაში.

ფრენკი ბავშვობიდან  ყველასგან გამოირჩეოდა, ჰარვარდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების დამთავრების შემდეგ, მალევე მე-20 საუკუნის ცნობილ არქიტექტორთა სიაში მოხვდა.

ეს საქმე მცირე ფულის საშოვნელად წამოიწყო და სრულიად შემთხვევით ნიჭი აღმოაჩნდა, რომელმაც შემდეგ მსოფლიოში წარუშლელეი კვალი დატოვა.

გერის გამორჩეული სტილი აქვს, სტანდარტებსა და სტიგმებს ნაკლებად ემორჩილება, აშენებს იმას, რაც მოსწონს და მოსწონს ის, რასაც ბევრი ვერ გიგებს.

მას  სწორედ ეს მორკალული ვიზუალი, დაგრეხილი ფორმა და მეტალის დომინირება გამოარჩევს

ხომ შეიძლება ადამიანმა მარტივად, ერთ სიმაღლეზე ააგო შენობა, ფრენკ გერის სიმარტივე არ უყვარდა და დღემდე არ უყვარს, მისი სტილის შეგრძნება სწორედ ამ გამორჩეულობაშია.

რას ხედავ გამორჩეულს? გარდა იმისა რომ „ზე“  გენიალურია ყველაფერი. ფრენკ  გერის მორკალული ფორმების გარდა კიდევ უამრავი რამ გამოარჩევდა და გამოარჩევს.

 დააკვირდით, ხედავთ?

მისი შენობები ამრეკლი ლითონის ფირფიტებით არის შექმნილი, სწორედ ეს ამრეკლი ფირფიტა პატარა ერთგვარი „ხრიკია“ გენიალურობის. დღისით ფირფიტა მზეს აირეკლავს და აუცილებლად მიიქცევს ადამიანის ყურადღებას, ღამით კი გარე განათება ან მთვარე აუცილებლად გამორჩეულად წარმოაჩენს დაკლაკნილ და განსხვავებულ შენობებს.

ხომ ვამბობ, გენიალური ადამიანია გერი!

ერთ შენობაში თავს იყრის: სკულპტურული ფასადები და პოსტოდერნიზმი, ფერები და გამორჩეულობა,  სად შეკრიბა გერიმ ამდენი? საიდან გაუჩნდა იდეა სახეცვლილი, დაკლაკნილი, დახრილი და საინტერესო შედევრები შეექმნა?

იცოდით, რომ არქიტექტურის გარდა გერი ავეჯის ხაზსაც უძღვებოდა? ახლა მხოლოდ არქიტექტურას მისდევს, ფაქტია, არქიტექტურა კარგად გამოსდის და უცნაური შენობების  შექმნაში ბადალი არ  ჰყავს.

თუ ოდესმე პრაღაში მოხვდებით, იცოდეთ, რომ ეს ფრენკ გერის ყველაზე ცნობილი ნაგებობაა, შენობას სახელად ფრედი და ჯინჯერი ჰქვია, მეორენაირად მას „მოცეკვავე სახლს“ ან „მოცეკვავე წყვილს“ უწოდებენ.  ექსპერტების თქმით, ეს შენობა ნეო-გოთიკისა და ბაროკოს სტილს წააგავს ძველ არქიტექტურასთან და თანხვედრაში ვერ მოდის, თუმცა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა და რომ იცოდეთ, ამ შენობას თავზე ულამაზესი ფრანგული რესტორანიც აქვს.

ერთხელ ფრენკ გერიმ თქვა, რომ ცხოვრებაში საუკეთესო რჩევაა იყო ის ვინც ხარ, აი ასე იქცევი ნამდვილ ხელოვანად.

გერი მთელი ცხოვრება, ამ იდეოლოგიას მიყვება, ახალა ის 90 წლისა და დღემდე  არავის ემორჩილება, თავისი დიზაინით, სრული თავისუფლებით ქვეყნებში პატარ-პატარა კვალს ტოვებს, 1 საუკუნე გავიდა, თაობები შეიცვალა, მაგრამ უკვდავია იდეოლოგია, არქიტექტურა და დღემდე ფრენკ გერის ხსენებისას, მისი ნახვისას თავისუფლების, სტილისა და გამორჩეულობის შეგრძნება ეუფლებათ ადამიანებს.

 

Facebook  Instagram

წინა ბლოგი: შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – V