ახალ წლამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება,  მაღაზიებში ფასდაკლებები უკვე დაიწყო

დააკვირდით, ნაძვისხეები გამომწვევად იყურებიან მაღაზიებიდან და საახალწლო ნივთების ყიდვისკენ გვიბიძგებენ. მოდი ახლა და ამ ცდუნებას გაუძელი, რთულია, რთული, მაგრამ მოდით სანამ ყველა დადგამთ ნაძვის ხეს და სახლს საახალწლოდ მორთავთ ტრენდებსა და მოდურ დიზაინებს გადახედეთ – 2020 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

ვნახოთ, რას გვირჩევენ დიზაინერები 2020 წლისთვის

დიზაინერების თქმით, პირველი დეტალი, სანთლები უნდა შევურჩიოთ ჩვენს მყუდრო სახლებს.

2020 წელს ოთახის ნებისმიერ კუთხეს სადღესასწაულო სანთელი უნდა ამშვენებდეს. თან ჩვეულებრივი კი არა, საახალწლო დეკორაციით გაფორმებული. როგორც აღმოჩნდა, სანთელი 2020 წელს ტრენდული დეტალია ინტერიერისთვის.

მეორე ტრენდული დეტალი ჩვენი ინტერიერისთვის, პატარა საყვარელი ტერარიუმია

ინტერიერის დიზაინერებმა შემოგვითვალეს თუ გსურთ ტერარიუმი თქვენით მოაწყვეთ, შიდა გაფორმება თქვენით მოუფიქრეთ და ეს პატარა დეტალი სახლში თაროზე შემოდეთო.

ამ პატარა აკვარიუმის მოსაწყობად, წიწვები და ხე იდეალური კომბინაცია იქნება, აუცილებლად უნდა სცადოთ.

შეიძლება დღესასწაულებმა საახალწლო განათების გარეშე ჩაიაროს?

თავისთავად დაუშვებელია, ტრენდული დეტალების მესამე ადგილს დიდი, მსხვილი განათება იკავებს, თუ აქამდე ინტერიერში პატარა და სადა განათება მოდური იყო, წელს ინტერიერის დიზაინერები უპირატესობას მრგვალ და დიდ განათებას ანიჭებენ. ის შეგიძლიათ გარეთ ან სახლის ნებისმიერ კუთხეში ჩამოკიდოთ.

საახალწლო და საშობაო სუფრა გაფორმების გარეშე დაუშვებელია

ინტერიერის დიზაინერებიც გვეთანხმებიან და  გვირჩევენ, რომ სადღესასწაულო თეფშები ლამაზად და სადად გავაფორმოთ. 2020 წლის ტრენდულ დიზაინში, მე-4 აუცილებელი ატრიბუტი მაგიდის აქსესუარებია. დაგვეთანხმებით , რომ ეს სრულ ფერთა ჰარმონიას შექმნის ჩვენს მყუდრო სახლებში.

რა თქმა უნდა,  უმთავრესი ტრენდი, რომელიც სიცივესთან და დღესასწაულათან ასოცირდება ფუმფულა და უსაყვარლესი ბალიშებია

აუცილებელია ბალიშს ვიზუალურად  სადღესასწაულო განწყობა ეტყობოდეს დანარჩენი თქვენით აარჩიეთ, თბილი ბალიში ჩაიხუტეთ და საახალწლო ფილმები ჩართეთ, ცხელი ჩაი და ტკბილეული არ დაგავიწყდეთ. ხომ ხედავთ,  2020 წლის ინტერიერში ბალიშები აუცილებელია.

ბოლო ტრენდული დეტალი, რასაც ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, მინიმალიზმისკენ მიდის

დიდი განათება ხომ წლევანდელი ტრენდია? როგორც აღმოჩნდა, პატარა ნაძვისხის დეტალებიც მოდურია 2020 წელს. ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ  მხოლოდ ტოტები შევიძინოთ და სახლი ამ პატარა დეტალებითა და წიწვებით მოვრთოთ. დიდი განათება და პატარა სათამაშოები, როგორც ჩანს,  საინტერესო და ტრენდული, წელი მოდის.

სულ ეს არის,  არ დაივიწყოთ, 2020 წლის ინტერიერის დიზაინის 6 მთავარი ტრენდული დეტალი.  თუ სახლი უკვე მოაწყვეთ და ნაძვისხეც უკვე თავის ადგილზეა,  მაშინ დროა საყიდლებზე გაისეირნოთ და ახალ-ახალი სანთლები ან სადღესასწაულო ბალიშები შემატოთ თქვენს სახლს.

ახალწლამდე 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, ამ დროში 6 ნივთის ყიდვას ნამდვილად მოასწრებთ, აბა დროებით

 

Facebook Instagram

წინა ბლოგი: ფრენკ გერი – “შეშლილი არქიტექტორი”