,,სახლის მოწყობა მარტივია, მაგას ხომ ყველა შეძლებს“ –  ეს სიცრუეა!

სახლის მოწყობა ერთ-ერთი ურთულესი პროცესია. გიფიქრიათ, როგორი იქნება თქვენი მომავალი სახლი? გიფიქრიათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფერებს, ავეჯსა და  განლაგებას? Fortis-ში ყველაფერზე ვზრუნავთ, დასხედით და ჩაინიშნეთ, ინტერიერის დიზაინის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ, ფერების ფსიქოლოგიაა.

იცოდით, რომ ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა აქვს?

მაგალითად ჩრდ. ამერიკაში ხშირად წითელი ფერი გამოყენება გაჩერების, საშიშროების ან გაფრთხილების ნიშნად, ამავე დროს წითელი სიყვარულის სიმბოლოცაა. კულტურათა ეს საინტერესო დამოკიდებულება ფერთა მნიშვნელობაში კარგად ჩანს. თეთრი ფერი ზოგ ქვეყანაში ქალწულობის, სიმშვიდისა და სინაზის ფერია თუმცა, აზიაში ამ ფერით დაკრძალვისთვის იმოსებიან.

ცნობილია, რომ ფერთა სამ ძირითად სახეობას გამოყოფენ: აქტიურს, პასიურსა და ნეიტრალურს. ბუნებაში ცოტა ფერი არსებობს, თუმცა მათი შეხამებით მილიონობით  ახალ ფერს ვიღებთ, სწორედ ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, შევძლოთ შევახამოთ ისინი და ვიცოდეთ სახლის რომელ კუთხეს რომელი მივუსადაგოთ.

თეთრი

ეს ფერი ინტერიერშიც და მის  გარეთაც სინაზეს, სიმშვიდესა და სიწმინდეს გამოხატავს. ინტერიერის დიზაინში თეთრი სიახლესთან და სისუფთავესთან ასოცირდება. მისი გამოყენებით შეძლებთ მშვიდი და წყნარი გარემოს შექმნას.

ბინა ვეძისში – ინტერიერის დიზაინი

თუ ბევრი სითეთრე არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ ავეჯი სხვა  ნეიტრალურ ფერთა კომბინაციაში შეათანხმოთ, მაგალითად: ყავისფერთა და ნაცრისფერთან თეთრი  იდეალურად  ჯდება. დააკვირდით სურათს, აქ თეთრი დომინანტი ფერია თუმცა, ნაცრისფერთან კომბინაცია საოცრად მყუდრო სივრცეს ქმნის.

ბინა ვეძისში – ინტერიერის დიზაინი

ფერთა ფსიქოლოგია გვირჩევს არ გამოვიყენოთ ბევრი თეთრი ეს, რაღაც დროის შემდეგ მოსაბეზრებელი ხდება, სცადეთ ინტერიერს სხვა ფერებიც დაურთოთ.

მაგალითისთვის დააკვირდით, რა ლამაზად ჯდება ფერების კომბინაცია  ამ კაბინეტში.

 

ყვითელი

ეს  ოპტიმიზმის, სიკაშკაშის ფერია და ხელს უწყობს გონების სტიმულირებას.

ყვითელი ფერის ეფექტი ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს, თუმცა ფსიქოლოგთა თქმით, ის  ყველა ადამიანის იმუნიტეტს ამაღლებს და სიმხნევეს მატებს  მათ ორგანიზმს.

ინტერიერის დიზაინი გრინჰილში N2

თუ არ გსურთ ნუ შეღებავთ კედლებს ყვითლად, პატარა დეტლიც საკმრისია და ის  მოქმდებას მაშინვე დაიწყებს.

ხომ ხედავთ აქ ყვითელი ბევრი არაფერია, თუმცა სიმხნევე და სტიმული თქვენს ქვეცნობიერში უკვე იწყებს ჩამოყალიბებას.

ინტერიერის დიზაინი გრინჰილში N2

ყითელი გამათბობელი,  ძალიან მცირე დეტლია, მაგრამ ეს ფერი თავის ფუნქციას ასრულეს, ფსიქოლოგებს თუ არ ენდობით თავად სცადეთ.

წითელი

მდიდრული, გამორჩეული და სიამაყით სავსე ფერია წითელი, ყვლაფერს ალამაზებს და სივრცეს თავდაჯერებულობას მატებს . ინტერიერში წითელი ფერის გამოყენება  საკამაოდ თამამი ნაბიჯია.

ტერასის დიზაინი წავკისში

ხედავთ ხალიჩაში წითელ ფერს? მისი განსაკუთრებული სიძლიერის გამო, უმეტესად დიზაინერები ინტერიერში წითლის დიდი დოზით გამოყენებას ერიდებიან. უმჯობესია, ის პატარ-პატარა დეტალებად შემოვიტანოთ,  მაგალითად ისე, როგორც ხალიჩაშია.

სახლის ინტერიერის დიზაინი ლისზე N2

ეს მცირე დეტალი, კედელზე ჩამოკიდებულ სურათებში, ადამიანში სტიმულის მომცემია, ხშირად წითელს სამზარეულოშიც იყენებენ, რადგან ის მადას განსაკუთრებულად მატებს.

მაგრამ ფრთხლად, შესაძლოა ამ ფერმა თქვენში  ბრაზი და აგრესიაც გამოიწვიოს.

ლურჯი

ამ ფერით შეგიძლიათ კრეატიული და დახვეწილი ადგილები შექმნათ. ლურჯის გამოყენება ინტერიერის დიზაინში მედიტაციისთვის საუკეთესოა და ის  მყუდრო ატმოსფეროს შეგიქმნით.

ფსიქოლოგების თქმით, ლურჯი ფერი სისხლის მიმოქცევას ანელებს და ორგანიზმს ამშვიდებს.

სასტუმროს ინტერიერის დიზაინი ქუთაისში

ხშირად ლურჯს ოფისებისა და სხვა სამუშაო სივრცის მოსაწყობად იყენებენ.

კაბინეტს თუ მოიწყობთ იცოდეთ, რომ ლურჯი ფერი გადაწყვეტილების მარტივად მიღებაში ეხმარება ადამაიანს, ის ამაღლებს პროდუქტიულობას და მუშაობას ბევრად ეფექტურს ხდის.

სასტუმროს ინტერიერის დიზაინი ქუთაისში

სიმშვიდეს  და ჰარმონიას გრძნობთ?  ეს ლურჯი ფერის დამსახურებაა. არ დაგავიწყდეთ, ლურჯი ფერი წონის დაკლებაშიც  დაგეხმარებათ, ის ხომ მადას აქვეითებს.

მწვანე

შეიძლება  სიმშვიდეზე ვისაუბროთ და მწვანე ფერი არ ვახსენოთ? მწვანე სიმშვიდისა და ახალი ბუნების ფერია, ის ფსიქოლოგების თქმით, სახლში ერთგვარ კლიმატს და ატმოსფეროს ქმნის, ხშირად რაიმე ახლის საწყისიც კი არის სახლში.

ინტერიერის დიზაინი ისანში

როგორც ფერთა ფსიქოლოგია გვიყვება, მწვანე ფერი  ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და მას დაღლილობისა და დაძაბულობის მოხსნა შეუძლია. გირჩევთ საძინებელში ან მისაღებში გამოიყენოთ მწვანე ფერი, ის ძილს და დასვენებას ძალიან უხდება.

კერძო სახლი ოქროყანაში – ინტერიერის დიზაინი

ალბათ გაგიგიათ, სიმწვანეში დასვენება და ძილი რომ ყველაზე გემრიელია, ეს სწორედ ამ ერთი ფერის დამსახურებაა. დადგით სახლში მწვანე ფერის ავეჯი და თქვენ თვითონაც დარწმუნდებით, რომ იმ წუთიდან  სიმშვიდეში გაატარებთ დღეებს.

ყავისფერი

ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად ყველაზე ხშირად სწორედ ყავისფერს იყენებენ, თუ კომფორტისა და თბილი გარემოს შექმნა გსურთ ყავისფერი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

სახლის ინტერიერის დიზაინი ლისზე N2

შოკოლადის, ყავისა და სხვა მრავალი გემრიელის ასოციაციას გვიქმნის ეს ფერი. სტაბილურობას და უსაფრთხოებას განაგებს და ხშირად მას მშვიდი ცხოვრების მოყვარული ადამიანები ირჩევენ.

სახლის ინტერიერის დიზაინი ლისზე N2

დააკვირდით, როგორ ერევა ყავისფერს მწვანე და ნაცრისფერი, მხოლოდ ერთი ფერის გამოყენება ინტერიერს დაამძიმებს, უმჯობესია ყავისფერი სხვა ფერებში გადავურიოთ.

შავი

ელეგანტური, მდიდრული, დახვეწილი და თანამედროვე ფერია შავი. მუდმივად მოდის ეპიცენტრშია და უკვდავად ელეგანტურია. უხდება ყველაფერს და  სახლის სხვა ავეჯსაც მეტად კვეთავს, უმჯობესია შავი ფერი კაბინეტისთვის ან მისაღეისთვის გამოვიყენოთ.

ინტერიერის დიზაინი ვაშლიჯვარში

ადამიანები შავს უბედურებასთან, გლოვასთან და სიკვდილთან აიგივებენ, თუმცა ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ  მცირე შავი შტრიხები ინტერიერის დიზაინში აუცილებლად შევიტანოთ, ეს სტილს და დახვეწილობას შესძენს სახლს.

წავკისი – ინტერიერის დიზაინი

ბუნებაში უამრავი საინტერესო ფერია, თუმცა ამ  შვიდის  გამოყენება ინტერიერის დიზაინში ყველაზე ხშირია, შვიდი ხომ ბედნიერების ციფრია და ეს ფერებიც ნაწილობრივ ბედნიერებასთან ასოცირდება.

სანამ სახლის მოწყობას დაიწყებთ დაფიქრდით, როგორ გინდათ იცხოვროთ, იკვებოთ და  როგორ ხასიათზე გაიღვიძოთ ყოველ დილით. თქვენი თითოეული ნივთი, პატარა ავეჯიც კი ხასიათზე და ქვეცნობიერზე მოქმედებს.

ფსიქოლოგები ხშირად დაავადებებს ფერთა გამოყენებით და მათი კონტრასტებით კურნავენ, ჩვენი ქვეცნობიერი ყველაფერს იმახსოვრებს, ღრმად ინახავს და როცა საჭიროა ზუსტად მაშინ გამოაჩენს მას.

სანამ სახლს მოაწყობთ გაიხსენეთ, რომ  ღია ფერები მდიდრულ და ჰაეროვან ელფერს სძენს სახლს, უფრო დიდს და ნათელს აჩენს ოთახებს. მუქი კი – თბილ და დახვეწილ გარემოს ქმნის, ოთახს უფრო მეტად ინტიმურ დატვირთვას ანიჭებს

რაც შეეხება შერეულ ფერებს, დაფიქრდით და სწორად შეარჩიეთ ისინი ჰარმონიული შედეგის მისაღწევად. ეცადეთ სახლის მოწყობისას 3 ან 4 ფერი გამოიყენოთ,  ეს იდეალური რაოდენობა გემოვნებიანი გარემოს შესაქმნელად.

ახლა კი, ალბათ, კარგად გესმით თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფერებს, ავეჯსა და განლაგებას ინტერიერში – დროებით! 

 

წინა ბლოგი: 5 მწერალი და 5 სახლი – ცხოვრება წიგნებს გარეთ.

Facebook Instagram