სტუმარს სახლის ინტერიერის შესახებ პირველი შთაბეჭდილება შემოსასვლელით ექმნება.
შემოგთავაზებთ 6 რჩევას, რომელიც შემოსასვლელის ორგანიზებაში, სივრცის გაზრდასა და მნახველზე სუკეთესო შთაბეჭდილების დატოვებაში დაგეხმარებათ.
ყველაფერი თავის ადგილას
ამ ადგილის დაბინძურება ძალიან მარტივია, მოწესრიგება კი რთული – ჭუჭყიანი ფეხსაცმელები იატაკს სვრიან. სახლში შემოსული დაღლილი ადამიანი ქურთუკს გაურკვეველი მიმართლებით მოისვრის და იქვე დატოვებს. ბავშვები, სტუმრები, შინაური ცხოველები – ყველანი ხელს უწყობენ ამ სივრცის დასვრასა და არევას. ამიტომ აუცილებელია ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს.
უნდა იცოდეთ სახლში შემოსვლისას ფეხსაცმელი სად დადოთ, ქურთუკი და ჩანთა სად დაკიდოთ, გასაღები სად წაიღოთ და ა.შ.
სასურველია ფეხსაცმელი იატაკზე არ დადოთ. სურათზე ნაჩვენებია კარადა, რომელიც როგორც დასაჯდომად, ასევე ფეხსაცმელების დასალაგებლადაც გამოდგება.
კარგი იქნება თუ ჩანთასა და ქურთუკებს კედელზე არსებულ საკიდებზე ჩამოკიდებთ.
ხომ არ დაბრძანდებოდით?
ელემენტი, რომელიც შემოსასვლელების უმეტესობას აკლია დასაჯდომი ადგილია. ცხადია სადილის ფოიეშე მირთმევას არ აპირებთ, მაგრამ ერთი პატარა სკამი მაინც დიდად გაგიმარტივებთ ცხოვრებას.
წარმოიდგინეთ, რთული დღის შემდეგ სახლში დაღლილი შედიხართ და დასაჯდომად სხვა ოთახში გიწევთ გასვლა.დაღლილ ადამიანს ეს პატარა დაბრკოლება ჯოჯოხეთად შეიძლება წარმოუდგეს.
სკამი ორივე პრობლემას აგვარებს. თანაც, როგორც ზემოთ ვახსენე ის ამავდროულად ფეხსაცმელის შესანახი ადგილიც შეიძლება იყოს.
აირჩიეთ თქვენი სტილი
ფოიე თქვენი ინტერიერის სტილის შესახებ ხმამაღლა საუბრობს. კედლები სხვადასხვა ზომის სარკეებით, ხოლო ჭერი თქვენი სტილის შესაფერისი ჭაღით შეგიძლიათ მორთოთ.
ორი წესი დაიმახსოვრეთ:
- 1 – ფოიე მნახველს თქვენი სახლის სტილის შესახებ უნდა აწვდიდეს ინფორმაციას.
- 2 – ფოიე თქვენი პიროვნების საკრე უნდა იყოს.
მაგალითად: თუ ბევრს მოგზაურობთ შემოსასვლელი სუვენირებით შეგიძლიათ მორთოთ, კედელზე რუკა დაკიდოთ და ა.შ.
განსაზღვრეთ სივრცე
თუ თქვენ ღია კონცეფციის სახლში ცხოვრობთ, შემოსასვლელის მკაფიოდ გამოყოფა რთული იქნება.
სივრცის ფერებითა და ავეჯით გამიჯვნა სტუმრებს ანიშნებს, თუ სად მთავრდება ფოიე და სად იწყება სახლი.
სარკე და განათება
ზოგიერთი ჰოლი ძალიან მცირე ზომისაა, ზოგიერთი კი განათების ნაკლებობას განიცდის. შუქის ასარეკლად და სივრცის გასაზრდელად სარკე გამოიყენეთ. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს თუ ფანჯარა სადმე ახლოს მდებარეობს. სარკე პირდაპირ ფანჯარას დაუმიზნეთ. ასე თქვენი შემოსასვლელი უფრო დიდი და სუფთა გამოჩნდება. ხოლო თუ ბუნებრივი განათების წყარო არ არის, შეძლებისდაგვარად მეტი ხელოვნური განათება გამოიყენეთ.
სტუმრების დროა
დაიმახსოვრეთ, რომ ამ სივრცის მთავარი დანიშნულება სტუმრის მიღებაა, მას კი პირველი შთაბეჭდილება შემოსასვლელით ექმნება . ამიტომ, დარწმუნდით, რომ ის მათ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას აწვდის . აუცილებლად შესთავაზეთ ნივთების შესანახი ადგილი, რომ ქურთუკითა და ჩანთით ხელში არ იდგნენ.