ამ სტატიაში მინდა პარიზის რკინის ლედი (ტეტჩერში არ შეგეშალოთ ) ოდნავ უკეთ გაგაცნოთ, სანამ მას პირადად შეხვდებით – პარიზის რკინის ლედი
ეიფელის კოშკი 1889 წელს აღიმართა. დღესდღეობის ის თავისი მშობლიური ქალაქის, სიმბოლოა, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან თავდაპირველად ის მხოლოდ დროებით ნაგებობად იყო გათვლილი. რამ გადაარჩინა ის დროებითობას? მისმა უნიკალურმა არქიტექტურულმა სტილმა და მოულოდნელმა გამოყნებამ.
რატომ აიგო ეიფელის კოშკი?
მისი აგების დროს არქიტექტურა უკვე ინდუსტრიულ სახეს იძენდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ის ამ ორი სფეროს შეზავების შედეგია.
მის აგებას ორი მიზანი ჰქონდა – მარსის ველზე ჩატარებული „უნივერსალური ექსპოზიციისას“ საფრანგეთის რევოლუციის მეასე წლისთავის აღნიშვნა და სხვა ქვეყნებისთვის საფრანგეთის ინდუსტრიული შესაძლებლობების ჩვენება.
კოშკი პარიზის სახელგანთქმული მდინარის, სენას, ნაპირზე მდებარეობს და თავდაპირველად ექსპოზიციის შესასვლელის როლს ითავსებდა.
1884 წელს, ორმა მნიშვნელოვანმა ინჟინერმა, რომლებიც გუსტავ ეიფელის მიერ დაფუძნებულ „აიფელ ენტერპრაიზში“ მუშაობდა, მაურის კოეჩლინმა და ემილ ნოგუიმ, 1889-ში დაგეგმილი ექსპოზიციისთვის გეგმების დალაგება დაიწყეს.
მათი იდეა იყო 300 მეტრიანი სიმაღლის მქონე კოშკი. თუმცა მოგვიანებით სტეფან სოვესტრემ, ეიფელის თხოვნით, კოშკის ახალი დიზაინი შექმნა, მიუხედავად ამისა, დათქმული სიმაღლე შენარჩუნდა.
მან რამდენიმე არკა და დეკორაციები დაამატა. შეიძლება ითქვას, რომ მან დიზაინი უბრალოდ გაალამაზა.
მშენებლობა ორი წელი, ორი თვე და ხუთი დღე გაგრძელდა. ეს ტექნიკური მიღწევა იყო, რადგან კოშკის ყოველი ნაწილი უდიდესი ყურადღებითა და სიფრთხილითაა შექმნილი.
იმ დროს ფოლადის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი იყო. რკინა დიდი რაოდენობით იწარმოებოდა და შედარებით დაბალ ფასად იყიდებოდა. რაც კოშკის მასალად ფოლადის შერჩევის მიზეზი გახდა.
მოსწონთ კი პარიზელებს რკინის ეს ნაგებობა?
დღესდღეობით პარიზელები დიდად ამაყობენ თავიანთი შთამბეჭდავი რკინის ლედით, რომელიც მთელ ქალაქს გადმოჰყურებს. მაგრამ, თავის დროზე, მშენებლობის დასრულებისას, თითქმის ყველას ეზიზღებოდა.
ცნობილი მხარტვრები, მსახიობები, მწერლები მკაცრად აკრიტიკებდნენ „ამ რკინის აბლაბუდას“, როგორც თავად უწოდებდნენ.
ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს „გისოსი“ და „ქარხნის საკვამური“ (დიახ ასე მოიხსენებდნენ) ქალაქის ელეგანტურობასა და კლასიკურობას აკნინებდა.
თუმცა, კრიტიკის მიუხედავად, ეიფელმა ქალაქში თავისი ადგილი მაინც დაიმკვიდრა.
ეიფელის კოშკი მხოლოდ დროებითი ნაგებობა უნდა ყოფილიყო
ის უნივერსალური ექსპოზიციისთვის შეიქმნა და მისი დასრულების შემდეგ მხოლოდ ოცი წლით უნდა ეცოცხლა.
1897 წელს, რადიოს ხანა იწყება პარიზში და ეიფელის ფასი იზრდება.
ის არა მხოლოდ მოსანახულებელი, არამედ სტრატეგული და სამხედრო დანიშნულების ადგილიც გახდა.
ზუსტად ამან გადაარწმუნა ქალაქი ეიფელის ბედის შესახებ.
პირველი მსოფლიო ომის დროს კოშკი მტრების მნიშვნელოვან ტელეგრამებს იჭერდა. მტრის საიდუმლოებანი კი, როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო იარაღია.
დღესდღეობით კოშკი 120 ანტენას მასპინძლობს. მისი მეშვეობით ფუქციონირებს 40 სატელევიზიო არხი და 32 რადიოსადგური.
წინა ბლოგი: მდიდრული სახლიცაა და მდიდრულიც…