მდიდრული სახლიცაა და მდიდრულიც, მაგრამ ანტილია, მუმბაიში აღმართული შენობა, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. სახლი ბიზნესმენ მუკეშ ამბანის ეკუთვნის და ის მეორე ყველაზე მდიდრული სახლია ბუკინგემის სასახლის შემდეგ. 1-2 მილიარდ დოლარად შეფასებული შენობა 27 სართულიანია და 400,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. როგორც ჩანს, მფლობელს დიდად არ აინტერესებს ის ფაქტი, რომ მისი ‘სახლი-ცათამბჯენი’ ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულ უბანში მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩაზე, Altamount Road-ზე (თქვენც გრძნობთ ირონიას?).
შენობა ჩიკაგოში მოღვაწე არქიტექტორების, პერკინსისა და უილის მიერაა დაპროექტებული, რომელიც ავსტრალიაში დაფუძნებულმა სამშენებლო კომპანიამ, Leighton Holdings-მა ააშენა.
როგორია სახლი შიგნიდან
მართალია, ანტილია 27 სართულიანია, მაგრამ ის სიმაღლით 54 სართულიან სახლს არ ჩამოუვარდება – როგორც ჩანს, სახლის პატრონი დაბალ ჭერს ზედმტეად ვერ იტანს.
შენობა 172 მეტრიანია, შეუძლია 8 ბალიან მიწისძვრასაც კი გაუძლოს.
არქიტექტურული დიზაინი ლოტუსისა და მზის ფორმებს იმეორებს და ძირითადად შუშისა და ფოლადის მასალებისგანაა აშენებული.
სახლში იპოვით დიდ ტაძარს, სტუმრებისთვის ცალკე სართულებს, სალონს, ორსართულიან ჯანმრთელობის ცენტრს, სანაყინე კუპეს და კერძო კინოთეატრს, რომელიც 50 ადამიანს იტევს.
სახლის ექვსი (ექვსი!) მაცხოვრებლისთვის ბოლო ექვსი სართულია განკუთვნილი, სადაც ცოლ-ქმარი, მათი სამი შვილი და მუკეშის დედა არიან.
მათ გარდა კიდევ 600 მუდმივი მომსახურე პერსონალი სახლობს აქ. შენობის ჭერზე სამი ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილია გამოყოფილი.
როგორც ჩანს, მუკეშს ძალიან უყვარს სიჩქარე და რბოლები: აქ მანქანებისთვის ექვსი სართულია გამოყოფილი, სადაც ჯამში 168 მანქანა ეტევა.
მეშვიდე სართულზე შეკეთების სერვისიც კია მოთავსებული. მოკლედ, სახლია თუ გიგანტური მოლი ვერ გაიგებ…
რადგან სიჩქარეს შევეხეთ, აქვე დავამატებ, რომ შენობას ცხრა მაღალსიჩქარიანი ლიფტიც აქვს – თითოეული სხვადასხვა სართულებზე შესაღწევად.
იმის გამო, რომ ზაფხულის მოსაწყენი ამინდებისგან არ შეწუხდნენ, მუკეშსა და მის ოჯახს შეუძლიათ ერთ-ერთ ოთახს ესტუმრონ.
სადაც სპეციალური კედლების წყალობით როცა მოესურვებათ, მაშინ თოვს!
მუკეშმა მიწა 2002 წელს შეიძინა და მთლიანი მშენებლობა დაახლოებით 70 მილიონი დოლარი დაჯდა.
უძრავი ქონების ფასების ზრდის გამო ახლა ის 15-ჯერ უფრო ძვირი ღირს. მშენებლობას შვიდი წელი დასჭირდა. როგორც ვთქვით, მდიდრული სახლიცაა და მდიდრულიც…
წინა ბლოგი: კედლების დეკორის იდეები