ხშირად გონიათ, რომ პატარა ოთახები შეზღუდულია ინტერიერის დიზაინის კუთხით. მართალია, ისინი ბევრი ნივთითა და დეკორაციით გადატვირთვას ვერ იტანენ, მაგრამ როდესაც საქმე კედლების გალამაზებას ეხება, გაგიკვირდებათ კიდეც, იმდენი არჩევანი შეიძლება გამოჩნდეს – კედლების დეკორის იდეები.

დიდი ზომის ნახატები

პატარა კედლებს ძალიან უხდება დიდი, თითქმის მთელს მასშტაბზე გაშლილი ნახატები. ამ გზით, ერთის მხრივ, ოთახის სასურველი ნაწილზე ამახვილებთ ყურადღებას და ამავდროულად სისავსისა და სიმყუდროვის განცდას ქმნით. კარგი აზრია შავ-თეთრი ან რაიმე მინიმალისტური, ერთ ტონალობაში გადაწყვეტილი სურათის გამოყენება. არჩევანი ისეთ ნახატზე შეაჩერეთ, რომელიც ზედმეტად არ გადაღლის თვალს თავისი სიჭრელით და ოთახის დანარჩენი ნაწილის გაფორმებაშიც არ შეგიშლით ხელს.

ფორტისის პროექტი ლისზე

კედელი-გალერია

მეორე ვარიანტია პატარ-პატარა, ფერადი სურათების ჩამოკიდება. ეს უფრო გაახალისებს ოთახს და მხატვრის ან ფოტოგრაფის სახელოსნოებისთვის დამახასიათებელ თავისუფლების გრძნობას შემოიტანს. ასეთ შემთხვევაში ჩარჩოები რაც შეიძლება სადა სჯობს, რადგან თავად სურათები ისედაც გადატვირთავს კედელს.

ფორტისის ინტერიერი საოფისე ფართში

გამოაჩინე გობელენი

თუ გაქვს საინტერესო ვიზუალის მქონე გობელენი, ტილო, ან თუნდაც ვინტაჟური შარფი, კარგი აზრია მათი კედლის გასაფორმებლად გამოყენება. ისინი უფრო მარტივად ჩამოსახსნელი და დასაკიდებელია, ვიდრე სურათები და ნახატები.

გამოიყენე სარკეები

დეკორაციული სარკეები პატარა ოთახს განსაკუთრებით უხდება, რადგან ისინი დიდი სივრცის ილუზიას ქმნის.

ამას გარდა, შეიძლება ძალიან საინტერესო და სახალისო ვიზუალიც კი მიიღოთ, თუ სარკეს სწორად განათავსებთ.

შეიძლება ოთახის ორივე მხარეს სარკეების დაკიდებაც, რაც შიგნით ჩახედვისას ყოველ ჯერზე გაგართობთ.

ინტერიერის დიზაინი ანჯაფარიძეზე

მოხატე კედლები

თუ მხატვარი ხარ, შენივე მოხატულ კედელს არაფერი სჯობს – შენს მიერ შესრულებული გაფორმება ყველანაირ დეკორზე უფრო სასიამოვნოა.

მაგრამ, არაა აუცილებელი თავად მოხატო, შეგიძლია სპეციალისტს შეუკვეთო და სამახსოვრო, პირადად შენთვის მნიშვნელოვანი რამ გამოსახო კედელზე.

ამ ოთახში აღარასდროს მოიწყენ!

ფორტისის პროექტი თამარაშვილზე

დაკიდე თაროები

შეგიძლია საქმეს პრაქტიკულად მიუდგე და კედელი თაროებით გაავსო. თუ ბევრი ნივთის გამოჩენა გსურს, ეს ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია. წიგნები იქნება, ვაზები, თუ უბრალოდ დეკორაციული ნივთები, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

თანაც, ხშირად შეძლებ თაროებზე განლაგებული ნივთების გადაადგილებას და გამოცვლას, რაც საკმაოდ სახალისო პროცესად შეგიძლია აქციო.

ფორტისის ინტერიერის დიზაინი ისანში

ჩამოკიდე მცენარეები

აუცილებელი არაა, მცენარე მხოლოდ ფანჯარას ან საწერ მაგიდას ამშვენებდეს. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ სტატია სახლისთვის საუკეთესო მცენარეებზე. შეგიძლიათ ადგეთ და პირდაპირ კედელზე მიამაგროთ რამდენიმე მათგანი.

მაგალითად, სუკულენტები ამისათვის ძალიან კარგი ვარიანტია. ფორმასაც არ კარგავს და ‘უცნაურ’ პირობებსაც მარტივად უძლებს. უცნაურად ჟღერს კედელზე დამაგრებული მცენარეები, მაგრამ სწორედ ამ უცნაურობის გამო, საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო ვიზუალი იქმნება.

გამოიყენეთ ტექსტურები

მოხატვის მაგივრად შეგიძლიათ უბრალოდ ლამაზი ტექსტურებით გააფორმოთ კედელი. სწორი, დიაგონალური, ან თუნდაც მიმოხვეული ხაზების გამოყენებას ინტერიერზე დიდი გავლენა აქვს.

ამაზე უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში  წაიკითხოთ: ხაზების გამოყენება სივრცის აღქმაზეც მოქმედებს და სტილზეც ახდენს გავლენას.

ასე რომ, კარგად დაფიქრდით, სანამ კონკრეტულ ტექსტურას აირჩევდეთ.

ფორტისის ინტერიერის დიზაინი ვაშლიჯვარში

ამას გარდა, თუ კედლის დეკორი არ გინდათ, გამოიყენეთ თამამი და მკვეთრი ფერები. 

ფორტისის პროექტი ისანში
ამან შეიძლება ოთახის დანარჩენი ნაწილის დიზაინისას ცოტა შეგზღუდოთ, სამაგიეროდ კარგად გამოკვეთილ ხასიათს მიანიჭებს მას.

წინა ბლოგი – იაპონური ინტერიერის დიზაინი – გენიალურობა სიმარტივეშია

Facebook  Instagram