ინტერიერის დიზაინი ისევე გულმოდგინედ უნდა შევარჩიოთ, როგორც ახალი ტანსაცმელი, რადგან უყურადღებოდ და საჩქაროდ შერჩეულ ავეჯსა თუ დიზაინს შეუძლია სტუმარს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას ჩვენს პიროვნებაზე და სხვაგვარად დაუხატოს ჩვენი შინაგანი სამყარო. ამაში კი გვეხმარება ინტერიერის დიზაინერთა პროფესიონალური გუნდი.

ადამიანები ხშირად სამოსის, ვარცხნილობის, აქსესუარების საშუალებით ვცდილობთ ჩვენი ინდივიდუალურობის წარმოჩენას და თუნდაც ძალიან მცირე, მაგრამ ამავდროულად შესამჩნევი დეტალებით ხაზს ვუსვამთ ჩვენი ხასიათის განსხვავებულ შტრიხებს.

თუმცა, ინდივიდუალიზმი და ხასიათის უნიკალურობა მხოლოდ იმით არ გამოიხატება, რისი საშუალებითაც სახლიდან გასვლის შემდეგ წარმოვჩინდებით.

სახლი ის ადგილია, სადაც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დროს ვატარებთ. სადაც ყველაზე ხშირად ვმასპინძლობთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან, თუნდაც, უცნობ ადამიანებს და გარკვეულ შთაბეჭდილებას ვახდენთ მათზე.

ადამიანები ხშირად ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ სახლის ინტერიერის დაგეგმვასა და სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას დამოუკიდებლად, მარტივად შეძლებენ.

რემონტი, ერთი შეხედვით, სახალისო პროცესია, თუმცა ის დიდ ყურადღებას, ენერგიასა და დროს საჭიროებს.

ამიტომ ადამიანების უმრავლესობა მას ან სამსახურის პარალელურად იწყებს, ან უარს ამბობს შვებულების საჭიროებისამებრ გამოყენებაზე, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება შესრულებული სამუშაოს ხარისხზეც და სახლის მეპატრონის განწყობაზეც.  

რემონტი უსიამოვნო და დამღლელ პროცესად რომ არ იქცეს, ამისათვის არსებობს ინტერიერის დიზაინერთა პროფესიონალური გუნდი, რომელთანაც დაკავშირება, სულ მცირე, 3 მიზეზის გამოა მიზანშეწონილი:

დროის ფაქტორი

ratom unda vandot remonti profesionalebs

 

თანამედროვე სამყაროში დროის მსვლელობის სწრაფი ტემპიდან და ყოველდღიურად შესასრულებელი საქმის რაოდენობიდან გამომდინარე, ადამიანებს ხშირად დრო არ რჩებათ, კონცენტრირდნენ ინტერიერის დაგეგმვასა და ისეთ დეტალებზე, რომლებიც მომავალში მათ “სავიზიტო ბარათებად” იქცევიან.

რემონტის დასაწყებად ფინანსური რესურსების მობილიზებაა საჭირო, რისთვისაც ისინი ყოველ დღე მუშაობენ.

ინტერიერის თითოეულ დეტალში გარკვევა კი მათ იმ დროს ართმევს, რომელიც კარიერულ განვითარებაში ან განტვირთვაში უნდა გამოეყენებინათ.

ინტერიერის დიზაინერთა პროფესიონალურ გუნდს კი შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზებაზე და სახლის მეპატრონეები დროითი რესურსის დანაკარგისაგან იხსნას.

ენერგია

ratom unda vandot remonti profesionalebs

ხშირად ფიქრობენ, რომ სახლის ინტერიერის მოწყობაში უცხო პირების ჩარევით სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ.

თუმცა, ინტერიერის დიზაინერთა პროფესიონალმა გუნდმა კარგად იცის, რომ სახლი არა მხოლოდ ოთახების ერთობლიობა, არამედ, უპირველესად, მასში მცხოვრები პირების განწყობისა და ხასიათის სინთეზია.

ამიტომ ისინი თავდაპირველად დამკვეთის ინტერესებს, სურვილებსა და გემოვნებას ეცნობიან.

შემდეგ კი, დეტალებზე ორიენტირებულობით, სწორი განათებისა და ფერების შერჩევით მათ თავიანთი უნიკალური ისტორიის მოყოლაში ეხმარებიან.

პროფესიონალებისათვის გაცილებით ადვილია სახლის ჭერის, ელექტროობის, სანტექნიკური წერტილების, გაყვანილობის, ავეჯის ნახაზების შედგენა და კარ-ფანჯრების სპეციფიკის განსაზღვრა.

ვიდრე ამ საქმეში გამოუცდელი ადამიანებისათვის, რომლებმაც შეიძლება დიდი დრო და ენერგია დახარჯონ რემონტის პროცესის შესწავლაში, თითოეული სამუშაოსათვის სხვადასხვა ხელოსნის დაქირავებაში და ყოველი მათგანისათვის თავიანთი გემოვნებისა და ინტერესების ახსნაში.

ნდობა და ხარისხი

ინტერიერის ხარისხი მასზე დახარჯულ დროზე, ენერგიაზე და გუნდის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

ამასთან, რემონტის პროცესში ნაკლებად გარკვეული ადამიანი შეიძლება მარტივად გახდეს ისეთი გარემოებების მსხვერპლი, როგორებიცაა: ხელოსნებთან კომუნიკაციის პრობლემა, რემონტით გამოწვეული დისკომფორტი, სასურველი შედეგის მიუღწევლობის შიში და გამოყენებული მასალის დაბალი ხარისხი.

ამის საპირისპიროდ, ინტერიერის დიზაინერთა გუნდი ობიექტის დეტალურ აზომვით ნახაზს ასრულებს, ბაზარზე არსებულ მაღალი ხარისხის მასალებს იყენებს და სახლის მეპატრონეს გეგმარების რამდენიმე ვარიანტს და 3D მოდელირებას სთავაზობს.

ratom unda vandot remonti profesionalebs

ratom unda vandot remonti profesionalebs
ბინა ფოთში – ინტერიერის დიზაინი

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარემონტო ჯგუფთან ერთად მუშაობს დიზაინერიც, რომელიც შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და დახვეწილობაზეა პასუხისმგებელი.

ამასთან, ინტერიერის დიზაინერთა გუნდისადმი ნდობის გაღრმავება დამქირავებელს, მათ მიერ შესრულებული პროექტების დათვალიერებითაც შეუძლია.

ინტერიერის დიზაინერთა პროფესიონალური და გემოვნებიანი გუნდი სახლის მეპატრონეთა ჩანაფიქრს პრაქტიკაში ახორციელებს.

ამას კი ისეთი საშუალებებით აღწევს, როგორებიც ადამიანის სტილისათვის შესაბამისი დეტალების წარმოჩენა, ავეჯის მასალის სწორი შერჩევა და მასთან სახასიათო ფერის შეხამებაა.

ინდივიდუალურობისა და ხასიათის უნიკალურობის მეტად ხაზგასასმელად კი შესაძლებელია ინტერიერში ცოტაოდენი იუმორის გამოყენებაც.

მისი საშუალებით თქვენი სახლის ინტერიერი უთუოდ ყველა სტუმარს დაამახსოვრებს თავს.

დროებით!

წინა ბლოგი – ხელნაკეთი ავეჯი სახლის ინტერიერში

Facebook Instagram