არტ-დეკო, სტილი ინტერიერის დიზაინში, სიმსუბუქითა და მდიდრული ელემენტებით გამოირჩევა, იგი აერთიანებს რამდენიმე კულტურას: აფრიკულ ეგზოტიკას, ინდურ მოტივებს, ეგვიპტურ ხელოვნებას.
მას ვიზუალური ხელოვნების სტილსაც უწოდებენ. მისი დეტალები არა მხოლოდ ინტერიერს არამედ სხვა სფეროების დიზაინსაც შეეხო. მაგალითად ავეჯს, ძვირფასეულობას, მაქანებს, თეატრს, კინოს…
ტერმინს არტ-დეკო ვრცელი გამოყენება თავიდანვე არ მიუღია და მხოლოდ 60-იან წლებში, მიმდინარეობის ისტორიის გადახედვის შემდეგ დამკვიდრდა.
მისი მიმდევრები შეთანხმებულად არ მუშაობდნენ.
ეს სტილი უფრო ეკლექტურად მიიჩნევა და მასზე გავლენას მრავალ წყაროს მიაწერენ.
სასწაულად ექსტრავაგანტული მიქსი მიმართულია იმისკენ, რომ გადარიოს სახლის მეპატრონე, გააოცოს და აღაფრთოვანოს მნახველები. პირდაპირი მნიშვნელობით კი არტ-დეკო „დეკორატიულ ხელოვნებას“ ნიშნავს.
იგი სათავეს იღებს 1 მსოფლიო ომის შემდეგ და მეორე მსოფლიო ომამდე ყველაზე მაშტაბურად გვხვდებოდა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ძირითადად მაინც საფრანგეთს მიუძღის წვლილი მის განვითარებაში.
ამ სტილს, ძირითადად, ირჩევენ განსაკუთრებული გემოვნების მქონე, ფუფუნების მოყვარული ელიტური ფენის წარმომადგენლები.
ეს სტილი განსაკუთრებით მათთვისა, ვისაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების და უყვარს ირგვლივმყოფების გაოცება ექსკლუზიური საგნებით.
არტ-დეკოს ძირითადი მახასიათებლებია მკვეთრი ხაზები და კონტრასტული და გამოკვეთილი კონტურები, ექსკლუზიური საგნები, სარკეები, ხე, ნატურალური ტყავი, ხავერდი, ლაკირებული ზედაპირები, ალუმინი , ლატუნი…
იმისათვის, რათა გამოვკვეთოთ არტ-დეკო, სტილი ინტერიერის დიზაინში, ამ მიმართულებაში აუცილებელია ძვირფასი და იშვიათი მასალის გამოყენება.
დროებით!
წინა ბლოგი – სტუდიოს ტიპის ბინის 4 დადებითი და უარყოფითი მხარე