შემოიარე მსოფლიო 3 წუთში

სექტემბერი 20, 2019By ელენე მეტრეველიარქიტექტურა, სიახლეები, შემოიარე მსოფლიო 3 წუთში

 საფრანგეთი, ამერიკა და ინდოეთი – ლუვრი, ემფაიარ სთეით ბილდინგი და თაჯ-მაჰალი.  მოგზაურობას დრო და ფინანსები სჭირდება, ყველა ფაქტორის გათვალისწინება და იდეალური შვებულების დაგეგმვა გამოცდილებას მოითხოვს. გამოცდილების შეძენაში კი ჩვენ დაგეხმარებით, შემოიარე მსოფლიო 3 წუთში. მსოფლიოში უამრავი ლამაზი ადგილი,  ცნობილი მუზეუმი, განსხვავებული  შენობა და არიტექტურის უკვდავი ძეგლია შექმნილი, რომელიც ადამიანს ჯერ კიდევ არ უნახავს. გემოვნებაზე არ … Read More

რჩევები ინტერიერის მარტივად განახლებისთვის

აგვისტო 23, 2019By ანა მიქატაძესიახლეები

თუ ძველმა ინტერიერმა უკვე თავი მოგაბეზრათ, მაგრამ ვერაფრით მოაბით თავი სახლის დიზაინის განახლებას, ან თუ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ და დიზაინის შეცვლაში დიდი ენერგიის ჩადება არ გსურთ, არსებობს პატარა ხრიკები, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.  შპალერი აუცილებელი არაა კედლები ყოველ ჯერზე გადაღებოთ, როცა რაიმე ახალს მოიფიქრებთ. ამის მარტივი ალტერნატივაა შპალიერის გამოყენება, რომელსაც ისევე მარტივად ჩამოხსნით, როგორც … Read More

6 რჩევა ჰოლის მოსაწყობად

აგვისტო 21, 2019By მიშო ზღულაძეავეჯი, ინტერიერი, რჩევები, ტრენდები

ფორტისის დიზაინი ლისზე სტუმარს სახლის ინტერიერის შესახებ პირველი შთაბეჭდილება შემოსასვლელით ექმნება. შემოგთავაზებთ 6 რჩევას, რომელიც შემოსასვლელის ორგანიზებაში, სივრცის გაზრდასა და მნახველზე სუკეთესო შთაბეჭდილების დატოვებაში დაგეხმარებათ. ყველაფერი თავის ადგილას ამ ადგილის დაბინძურება ძალიან მარტივია, მოწესრიგება კი რთული – ჭუჭყიანი ფეხსაცმელები იატაკს სვრიან. სახლში შემოსული დაღლილი ადამიანი ქურთუკს გაურკვეველი მიმართლებით მოისვრის და იქვე დატოვებს. ბავშვები, სტუმრები, შინაური … Read More

დიზაინერული ელემენტები, რომლებიც თქვენს სახლს სხვებისგან გამოარჩევს

აგვისტო 19, 2019By ანა მიქატაძეავეჯი, ინტერიერი, რჩევები

სახლის მოწყობა ,შესაძლოა, ერთი შეხედვით მარტივ და მოსაბეზრებელ საქმიანობად მოგეჩვენოთ , მაგრამ, სინამდვილეში, ეს ის სფეროა, სადაც ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.მარტივი არაა ისეთი დიზაინის შემუშავება, რომელიც შენს საცხვრებელს სხვებისაგან განსაკუთრებით გამოარჩევს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა რამდენიმე არასტანდარტული დიზაინის მაგალითი. ისინი შენს ფანტაზიას კიდევ უფრო გაამდიდრებს და უჩვეულო ინტერიერის მოფიქრებაში დაგეხმარება. ინტერიერის დიზაინი შემოქმედებითი ხელოვნებაა და, … Read More

ბუხრის კუთხის მოწყობა

აგვისტო 19, 2019By ანა მიქატაძეინტერიერი, რჩევები

ცივ დღეებში ცეცხლის დანთება და მის გარშემო კომფორტულად მოკალათება ერთი სიამოვნებაა. კიდევ კარგი, ამისათვის ყოველ ჯერზე ტყეში გასვლა არ გვიწევს. ამის მიზეზი კი ცნობილი გამოგონება ბუხრია. ფუნქციური დატვირთვის გარდა, ამ კუთხის დეკორატიული ელემენტებით შემკობა კიდევ უფრო მყუდროდ აქცევს ცივ საღამოებს- საჭირო რჩევები ბუხრის კუთხის მოსაწყობად. რადგან ბუხარს ფუნქციურად მხოლოდ ზამთარში ვიყენებთ, წელიწადის დანარჩენ დროებში შეგვიძლია … Read More

5 რჩევა სააბაზანოს დიზაინის გასაუმჯობესებლად

აგვისტო 18, 2019By მიშო ზღულაძეავეჯი, ინტერიერი, რჩევები, ტრენდები

გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც თქვენი სააბაზანოს გალამაზებაში დაგეხმარებათ. მართალია ამ რჩევების გათვალისწინება გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, თუმცა შედეგად თქვენი სააბაზანო საკმაოდ მიმზიდველი და ფუნქციური გახდება. საშხაპის თარო ალბათ გინახავთ მეტალის მზა თაროები საშხაპის კუთხეში. არც თუ ისე მომხიბვლელია, არა? სანაცვლოდ შეგიძლიათ კედელში ჩაშენებული ლამაზი თარო გამოიყენოთ. დიდი ზომის გააკეთეთ და უნიკალური, მიმზიდველი კაფელით ან კერამოგრანიტით … Read More

10 რჩევა საოცნებო სამზარეულოს შესაქმნელად

აგვისტო 13, 2019By მიშო ზღულაძეავეჯი, ინტერიერი, რჩევები, ტრენდები

სამზარეულო ყველას უყვარს, აქ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება იბადება – გემრიელი საჭმელი. რამ შეიძლება ის კიდევ უფრო შეგვაყვაროს? მართალია, ზღაპრულმა დიზაინმა. დღეს მინდა გაგიზიაროთ 10 რჩევა, რომელიც საოცნებო სამზარეულოს შესაქმნელად დაგეხმარებათ და კიდევ უფრო მეტად შეგაყვარებთ მას. წინასწარ გათვალეთ როდესაც სამზარეულოს რედიზაინირებას იწყებთ, ფუნქცია პირველ ადგილას უნდა დააყენოთ. ამ ოთახის ერთი საუკეთესო ფორმა არ … Read More

ინტერიერის გავლენა თქვენს ქვეცნობიერზე

აგვისტო 10, 2019By მიშო ზღულაძეინტერიერი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

ჩვეულებრივ, როდესაც ინტერიერზე ვსაუბრობთ, მის ესთეტიკურ მხარეს განვიხილავთ – როგორ გამოიყურება ეს ოთახი, რა სტილისაა, ფერთა შეხამება როგორია და ა.შ. თუმცა დღეს მას სხვა კუთხით შევხედავთ, რომლიდანაც ხშირად არ უყურებენ დიზაინს – რამდენად დიდია ინტერიერის გავლენა თქვენს ქვეცნობიერზე ?! გჯერათ თუ არა, სახლის დიზაინი ემოციებსა და აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს. შესაძლოა თქვენი სამზარეულოს კედლების ფერი … Read More

პარიზის რკინის ლედი

აგვისტო 8, 2019By მიშო ზღულაძეარქიტექტურა

ამ სტატიაში მინდა პარიზის რკინის ლედი (ტეტჩერში არ შეგეშალოთ ) ოდნავ უკეთ გაგაცნოთ, სანამ მას პირადად შეხვდებით – პარიზის რკინის ლედი ეიფელის კოშკი 1889 წელს აღიმართა. დღესდღეობის ის თავისი მშობლიური ქალაქის, სიმბოლოა, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან თავდაპირველად ის მხოლოდ დროებით ნაგებობად იყო გათვლილი. რამ გადაარჩინა ის დროებითობას? მისმა უნიკალურმა არქიტექტურულმა სტილმა და მოულოდნელმა გამოყნებამ. რატომ … Read More

მდიდრული სახლიცაა და მდიდრულიც…

აგვისტო 7, 2019By ანა მიქატაძეარქიტექტურა, ინტერიერი

მდიდრული სახლიცაა და მდიდრულიც, მაგრამ ანტილია, მუმბაიში აღმართული შენობა, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. სახლი ბიზნესმენ მუკეშ ამბანის ეკუთვნის და ის მეორე ყველაზე მდიდრული სახლია ბუკინგემის სასახლის შემდეგ. 1-2 მილიარდ დოლარად შეფასებული შენობა 27 სართულიანია და 400,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. როგორც ჩანს, მფლობელს დიდად არ აინტერესებს ის ფაქტი, რომ მისი ‘სახლი-ცათამბჯენი’ ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულ უბანში მდებარეობს … Read More