
თითოეულ პროექტს ისე ვუდგებით, როგორც საკუთარს: ვისმენთ, ვგეგმავთ და ყველა დეტალს ვაკონტროლებთ, რომ საოცნებო სახლის შექმნა თქვენთვის მშვიდი და სასიამოვნო პროცესი იყოს.
სახლის მოწყობა ბევრ გადაწყვეტილებას მოითხოვს: ინტერიერის წარმოდგენა, მასალების არჩევა, ფასების გარკვევა, ხელოსნებთან შეთანხმება და სამუშაოების კონტროლი. თანამედროვე დატვირთულ რეჟიმში ამისთვის დრო იშვიათად რჩება.
FORTIS ამ ყველაფერს თავის თავზე იღებს. 20 წლის გამოცდილებამ და 250-ზე მეტმა პროექტმა მოგვცა სანდო კავშირები მაღაზიებთან, შოურუმებთან და ხელოსნებთან, ამიტომ თქვენ აღარ გიწევთ კვლევა და შედარება — გირჩევთ იმას, რაც უკვე გამოცდილია.
ყოველი პროექტი საუბრით იწყება. გეხმარებით საკუთარი სტილის აღმოჩენაში და პროექტს ისე ვამზადებთ, რომ საოცნებო სახლი წინასწარ დაინახოთ. ვმუშაობთ ონლაინაც, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფებით.
20+ წლიანი გამოცდილება — პროექტებს გამოცდილი არქიტექტორ-დიზაინერები ხელმძღვანელობენ
მეგობრული, ოჯახური გარემო
საოცნებო სახლს წინასწარ, 3D ვიზუალიზაციაში ნახავთ
მასალებს, მაღაზიებსა და ხელოსნებს ჩვენ ვარჩევთ
ხარისხი ყოველთვის აჯობებს ფასს
ჩვენი მომხმარებლები შემდეგი პროექტისთვისაც ჩვენთან ბრუნდებიან
შეავსეთ ფორმა და FORTIS-ის გუნდი მალე დაგიკავშირდებათ.
შეავსეთ მოკლე ფორმა და FORTIS-ის გუნდი დაგიკავშირდებათ უახლოეს დღეებში — ტელეფონით ან ელფოსტით — თქვენი პროექტის დეტალების დასაზუსტებლად და კონსულტაციის დასანიშნად.