
ნებისმიერი სირთულის არქიტექტურული პროექტირება, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში შეთანხმებული პროექტები, მშენებლობა და რემონტი.
იყიდეთ მიწა და გეგმავთ საკუთარი სახლის აშენებას? გაწუხებთ უამრავი კითხვა, თუ როგორ უნდა შეათანხმოთ არქიტექტურული პროექტი მერიაში, როგორი იქნება თქვენი მომავალი საცხოვრებელი სახლი? შეიძინეთ ბინა ახალაშენებულ კორპუსში და გესაჭიროებათ სივრცის ერგონომიკულად დაგეგმარება? ეძებთ არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც დააპროექტებს მრავალსართულიან კორპუსებს, კომერციულ ფართებსა და საზოგადოებრივ სივრცეებს და შემდეგ ამ პროექტებს შეათანხმებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში? თქვენ გაგიმართლათ — FORTIS-ის გუნდი ამ პროცესს სრულად თავად წარმართავს, თქვენ აღარ გჭირდებათ ბიუროკრატიულ დეტალებში ჩაღრმავება.
ვაპროექტებთ ნებისმიერი მასშტაბის ობიექტს — საცხოვრებელი სახლიდან საზოგადოებრივ სივრცემდე — და თან ახლავს პროექტს მუნიციპალიტეტთან შეთანხმებამდე.
ვმსჯელობთ თქვენს საჭიროებებზე, ნაკვეთზე და მოთხოვნებზე.
ზომების აღება და საწყისი არქიტექტურული გადაწყვეტის მომზადება.
სრული საპროექტო დოკუმენტაცია და მუნიციპალიტეტთან შეთანხმება.
ვაკონტროლებთ მშენებლობის მიმდინარეობას პროექტთან შესაბამისობაში.
20+ წლიანი გამოცდილება რთული პროექტების მართვაში
მარტივი, პირდაპირი კომუნიკაცია — ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე
ხარისხი, რომელიც ყოველთვის აჯობებს ფასს
შეავსეთ მოკლე ფორმა და FORTIS-ის გუნდი დაგიკავშირდებათ უახლოეს დღეებში — ტელეფონით ან ელფოსტით — თქვენი პროექტის დეტალების დასაზუსტებლად და კონსულტაციის დასანიშნად.