ეზოს განათების უამრავი ხერხი არსებობს. ამ სტატიაში კი მათგან 10 ყველაზე ფართოდ გავრცელებული გზა გვინდა შემოგთავაზოთ.

განათება ეზოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. დღისით მოვლილი ბაღისა და დეკორატიული მცენარეებისაკენ მიმართულ ყურადღებას ღამით განათება იქცევს. ამიტომ მნიშვნელოვანია ეზოს განათების ხერხებიც ვიცოდეთ, რომ მნახველებზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ.

სახლის შესასვლელის განათება

რა თქმა უნდა, ეზოს მოწყობისას სასურველია გარე განათების გათვალისწინება, მაგრამ თუ ფინანსური რესურსის სიმწირესთან გვაქვს საქმე, მაშინ შესაძლოა განათება მხოლოდ სახლის მთავარ შესასვლელთან დამონტაჟდეს.

10 idea ezos-ganatebistvis

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეზოს ფართობი მოზრდილი ზომის არ იყოს, რათა სახლის ფასადზე დამონტაჟებულმა ნათურამ მისი სრულად განათება შეძლოს.

მაღალი შესასვლელის შემთხვევაში იდეალურია ჩამოსაკიდი, ფარნების ტიპის განათება, რადგან იგი ავსებს სიცარიელეს და ყველა მხრიდან ანათებს სივრცეს.

“წვიმებით” ფასადის განათება

მცირე ზომის ეზოს შემთხვევაში იყენებენ ე.წ. “წვიმებსაც”, რომლებსაც სახლის ფასადზე (ფანჯრების ირგვლივ, აივანზე) ამაგრებენ.

10 idea ezos ganatebistvis

ასეთი ტიპის განათებას, როგორც წესი, ისეთი ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ნაკლები სისადავე და მეტი მრავალფეროვნება ხიბლავთ.

ზოგიერთი მათგანი ფერად და მოციმციმე ნათურებსაც კი ირჩევს. თუმცა, “წვიმები” არც ისე ეკონომიურია იქედან გამომდინარე, რომ უამინდობისას მათი დაზიანების, ჩამოვარდნის და ა.შ. შანსი დიდია.

ფანჩატურის და ტენტის განათება

ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფანჩატური და მას უკვე თითქმის ყველა კეთილმოწყობილ ეზოში შევხვდებით.

10 idea ezos ganatebistvis

დაბალი ბიუჯეტის შემთხვევაში ხის ფანჩატურს გასაშლელი ტენტით ანაცვლებენ. კომფორტული და, ამავდროულად, მყუდრო აურის შესაქმნელად სწორედ მათ შიდა ნაწილს ანათებენ და ხილვადობის შესანარჩუნებლად, ხშირ შემთხვევაში, ირგვლივაც უმონტაჟებენ ნათურებს.

აუზის განათება

თუ თქვენს კერძო სახლს აუზი ამშვენებს, მაშინ მისი განათება იდეალური ვარიანტია ეზოში სრულყოფილების შესაქმნელად.

 

10 idea ezos ganatebistvis

აუზი, თავისთავად, ფუფუნების საგნად ითვლება, თუმცა, ღამით, ნათურების ფონზე, კიდევ უფრო მდიდრულ იერს იძენს და, ამავდროულად, წყლის არეკვლადობის გამო, შესანიშნავად ანათებს მიმდებარე ტერიტორიასაც.

ბილიკის განათება

როგორც წესი, კერძო სახლების შესასვლელში, ბალახოვან საფართან ერთად, გათვალისწინებულია ასფალტის საფარი მანქანისათვის ან ბილიკი – ფეხით მოსიარულეთათვის.

10 idea ezos ganatebistvis

ეზოს განათების ერთ-ერთი გზა სწორედ მათი განათებაა. ამ შემთხვევაში კი შეიძლება გამოყენებული იქნას თითქმის ყველანაირი მანათობელი – მაღალი თუ დაბალი ლამპიონები, მიწაში ჩაშენებული ერთი ფერის თუ ფერადი ნათურები და ა.შ.

კიბის განათება

როდესაც სახლის შესასვლელს რამდენიმე საფეხურიანი კიბე ამშვენებს, შესაძლოა ეზოს განათებისას სახლის მეპატრონე სწორედ ამ საფეხურებზე ნათურების დამონტაჟებით შემოიფარგლოს.

10 idea ezos ganatebistvis

ნათურები საფეხურებზე შეიძლება დამონტაჟდეს როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში. როგორც წესი, კიბის განათებას მცირე ფართობის მქონე ეზოს ან სიმყუდროვის ეფექტის შექმნის სურვილის შემთხვევაში მიმართავენ.

გაზონის განათება

როცა სახლს დიდი ეზო აქვს, მეტი დაცულობისათვის ის ყოველ წერტილში საჭიროებს განათებას.

10 idea ezos ganatebistvis

ამისათვის კი იყენებენ დაბალ ლამპიონებს, რომლებსაც გაზონზე, ბალახოვან საფარზე ამონტაჟებენ. შედეგად, ბალახის სიმწვანის ეფექტს არც მზის ჩასვლის შემდეგ კარგავს და ღამითაც ინარჩუნებს.

მცენარეების/დეკორაციების განათება

ბაღის ყვავილების, ხეების დეკორატიული მცენარეების დარგვა და მოვლა საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას საჭიროებს.

10 idea ezos ganatebistvis

რატომ უნდა დაიკარგოს სახლის მეპატრონის შრომა ღამით, როცა შესაძლებელია, რომ მანათობელი ნათურების ახლოს დამონტაჟებით მათი სახე გაცილებით ეფექტურად წარმოჩინდეს?..

იმ შემთხვევაში, თუ ბაღს მცენარეების გარდა სხვა სახის დეკორაციებიც ამშვენებს, მათი განათება კიდევ უფრო საინტერესო და ზღაპრულ იერს შესძენს ეზოს.

გალავნის/ღობის განათება

გალავანი/ღობე, როგორც წესი, ირგვლივ ერტყმის სახლს. შესაბამისად, განათების მასზე დამონტაჟებით სახლის შემოგარენი მთლიანად განათდება და მობინადრეებიც გაცილებით დაცულად იგრძნობენ თავს.

10 idea ezos ganatebistvis

ისტორიული და მისტიკური გარემოს შესაქმნელად შესაძლებელია გალავანზე ძველებური სტილის ან ჩირაღდნის ფორმის ლამპიონების დამონტაჟებაც, თუმცა ეს უკვე სახლის მეპატრონის სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ბურთულა განათება

წლების წინ მანათობელ ბურთებს მხოლოდ საახალწლო პერიოდში ან სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად იყენებდნენ, თუმცა დღეს უკვე წელიწადის ყველა დროს შეგვიძლია მისი ნახვა როგორც კერძო სახლებში, ისე სკვერებში, პარკებში და ქუჩებში.

ასეთი სახის დეკორატიული განათება განსაკუთრებით ახალისებს ეზოს და დღესასწაულის, წვეულების განწყობას ქმნის.

10 idea ezos ganatebistvis

განათების სისტემა, მეპატრონის სურვილიდან გამომდინარე, შეიძლება სახლის/ეზოს ნებისმიერ ადგილას დამონტაჟდეს. თუმცა, ერთი რამ, რაც ნათურების შეძენისას და მონტაჟისას ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მისი ეკონომიურობა და უსაფრთხოებაა. ამიტომ, ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად მზის ენერგიაზე მომუშავე სანათებს იყენებენ.

ისინი არ საჭიროებენ ელექტროქსელს, იტენებიან დღის განმავლობაში, შებინდებისას კი ავტომატურად ირთვებიან და დაახლოებით 10 საათამდე ანათებენ. მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები იდეალურია ისეთ ადგილებში, სადაც ელექტროქსელი მიუწვდომელია.

დროებით!

წინა ბლოგი – როგორი სახლი სურთ ახალგაზრდებს?

Facebook Instagram