2018 წლის ინტერიერი მარმარილოს, „ათასწლეულის ვარდისფერითა“ და მოდერნული მეტალის კონსტრუქციებით ხასიათდებოდა. თუმცა ახალი წლის დადგომასთან ერთად ინტერიერის დიზაინში ადგილს ახალი ფერები იკავებს და ყოველდღიურ ცხოვრებასთან ჰარმონიაში მოსვლას ცდილობს.
2019 წელს ინტერიერში ბუნება იჭრება
სწორედ ამიტომ, ახალი დიზაინი ნატურალური ელემენტების სიმრავლით ხასიათდება.
ტექნიკით შეპყრობილი გარემო უკანა პლანზე გადადის და მის ადგილს ბუნებრივი ქვები, გრანიტი, ბეტონი და სხვა მსგავსი ელემენტები იკავებს.
ის გარემოს უფრო მეტად ორგანულ იერს სძენს და მშვიდი ატმოსფეროს შექმნაში ეხმარება. შესაბამისად, ინტერიერში დიდი მცენარეები და სითბოს აღმძვრელი ფერები იჭრებიან.
თეთრითა და ნაცრისფერით დაბალანსებული მუქი მწვანე, წითელი, ლურჯი, ყვითელი… 2019 წლის ტრენდი ხდება.
ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას უკვდავი ყვავილებიანი შპალერიც ეხმარება
მართალია, ოთახის კედლების ყვავილებიანი მოხატულობით გაფორმება მოდიდან არც არასდროს გასულა, თუმცა ინტერიერის დიზაინერები მოელიან, რომ წელს ამ სახის მოხატულობა კიდევ უფრო მეტად ფერადი და კონტრასტული იქნება.
სწორედ ეს კონტრასტულობა და ფერადოვნება 2019 წელს უფრო თამამსა და ფერებით მდიდარს ხდის.
თუ გასულ წლებში დეკორატორების ყურადღების ცენტრში უფრო პასტელური და მუქი ფერები ხვდებოდა, წელს წითელი ტონების შეხამება აქტუალური ხდება. ეს კი ინტერიერისთვის უფრო მეტი სითბოსა და სიმყუდროვის მინიჭებისათვის აუცილებელი კომპონენტი ხდება.
წითელთან ერთად პასტელურ ყვითელსაც გამოყოფენ, როგორც სიხარულისა და თავდაჯერებულობის მომნიჭებელ ტონს. მისი წყალობით სახლი უფრო მხიარული და პოზიტიური ელფერით დაიტვირთება.
სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნების შექმნაში 2019 წელს მონაწილეობას სპილენძის დეკორიც მიიღებს.
ინტერიერის უჟანგავ რკინასა და ნიკელს ახლა ამ მასალისგან შექმნილი ნაკეთობები ჩაანაცვლებენ.
არც ვინტაჟური სტილის სანათები უნდა დაგვავიწყდეს
მომრგვალებული ფორმის მქონე ნათურები გარემოს უფრო კომფორტულსა და მყუდროს ხდის. ინდუსტრიული ელემენტებით გაწყობილ ოთახს ვინტაჟური სანათი უფრო სათუთ სილამაზესა და სითბოს მატებს.
აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის ინტერიერი იქნება სხვადასხვა ტრენდული დიზაინის უნისონში მოსვლისა და ჰარმონიზაციის გამოხატულება.
დროებით!
წინა ბლოგი – მაქსიმალიზმის ძირითადი ელემენტები