როგორც მედიცინაში, სპორტსა და ეკონომიკაში ასევე არქიტექტურასა და ინტერიერშიც არსებობს ხრიკები, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები საჯაროდ არასდროს აღიარებენ. თქვენთვის რამდენიმე მათგანი უნდა გავასაჯაროვოთ და პროფესიონალების მიერ გამოცდილი და საჭირო ხრიკები თქვენც გასწავლოთ – ნახეთ, ხრიკები რომლებიც ყველა ინტერიერში გამოგადგებათ

შეურიერთ ძველი და ახალი დეკორი

ოქროყანა | ინტერიერის დიზაინ პროექტი

თუ ინტერიერში ძველ და ახალ დეკორს ერთმანეთში შეურევთ, სახლში თანამედროვე სტილს შექმნით, რაც შემდეგ საშუალებას მოგცემთ ნებისმიერი ტიპის ავეჯი, ფერები და დეკორი თამამდ გამოიყენოთ.

სწორად შეარჩიეთ სანათი

ოქროყანა | ინტერიერის დიზაინ პროექტი

ძველი და ახალი ინტერიერის გარდა, ხშირად კონკრეტულ ოთახებში დიდ როლს სანათი, ტორშერი ასრულებს. თუ მას სწორად შეარჩევთ შეძლებთ სახლს მრავალფეროვანი იერი შესძინოთ, მისი არასწორად შერჩევის შემთხვევაში კი სრულიად უადგილო, დაუსრულებელ ინტერიერს მიიღებთ.

განაახლეთ შუქის ჩამრთველები, ჩარჩოები და სახელურები

ოქროყანა | ინტერიერის დიზაინ პროექტი

ეს ხრიკი ინტერიერის გასაახლებლად ყველას გამოგადგებათ, განაახლეთ, შეცვალეთ ან შეღებეთ შუქის ჩამრთველები, ჩარჩოები, სახელურები და თუნდაც სუვენირები. ეს ერთი შეხედვით მცირე დეტალები ინტერიერს გადაახალისებს.

 მოიძიეთ ანტიკვარები

დაიმახსოვრეთ, ანტიკვარებს სახლში სრულიად სხვა ხიბლი აქვს, მისი ადგილი ყველა ტიპის ინტერიერშია და ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს, ამიტომ ნუ მოიშორებთ მათ და გაუფრთხილდით.

ენდეთ ინტუიციას

ოქროყანა | ინტერიერის დიზაინ პროექტი

ხანდახან საჭიროა ჩვენ საკუთარ ინტუიციასაც ვენდოთ ფიქრებს, აზრებსა და იდეებს გასაქანი მივცეთ და ვცადოთ რა გამოვა.

თუ ეჭვი გეპარებათ უბრალოდ შეღებეთ

ოქროყანა | ინტერიერის დიზაინ პროექტი

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ როდესაც შპალიერის არჩევაზე დიდ დროს ვკარგავთ და კვლავ ეჭვი გვეპარება ჩვენს არჩევანში ჯობს კედლები ერთი ფერის საღებავით შევღებოთ, ფერის შეცვლა ყოველთვის მარტივი გამოსავალია.

თეთრი ფერი არასდროს გიღალატებთ

ოქროყანა | ინტერიერის დიზაინ პროექტი

როდესაც არჩვანს ვერ აკეთებთ თეთრი ფერის ავეჯი, კედლები და დეკორი შეარჩიეთ – თეთრი არასდროს გიღალატებთ.

არ დატვირთოთ კედლები

ოქროყანა | ინტერიერის დიზაინ პროექტი

დიდი თაროები და ფოტოებით გადავსებული კედლები სივრცეს აპატარავებს, სცადეთ მისაღები ოთახი არ გადატვირთოთ და თაროებისთვის ადგილი საძინებელსა და კაბინეტში გამოყოთ.

ითამაშეთ ტექსტილებით

ბოლოს ნუ შეგეშინდებათ მატერიების, ითამაშეთ ტექსტილებით და ერთმანეთში შეურიეთ ტყავის, ბარხატისა და აბრეშუმის ნაჭრები, ასე უფრო საინტერესო, განსხვავებულ შედეგს მიიღებთ.

წინა ბლოგი – 6 მთავარი ტრენდი რომელიც ზაფხულში უნდა სცადოთ

Facebook Instagram