ადამიანის წარმოსახვასა და სურვილს საზღვარი არ გააჩნია, როდესაც გვგონია, რომ არაფერი გაგვაკვირვებს, ვიღაც, სამყაროს ერთ კუთხეში მაინც შეძლებს ჩვენს გაკვირვებას. თუ გახსოვთ, ადრე უცნაურ სახლებზე ვისაუბრეთ და ის არქიტექტურის შედევრები განახეთ, რომლებიც ერთმანეთზე უცნაური იყო, ახლა ამ სახლების კიდევ რამდენიმე ვერსია უნდა დაგათვალიერებინოთ. – ნახეთ, ყველაზე უცნაური სახლები მსოფლიოში და გასაოცარი არქიტექტურა
თვითმფრინავის ფორმის სახლი
დიახ არ გეჩვენებათ ეს სახლია, არც გაფუჭებული თვითმფრინავია და არც უბრალოდ გაჩერებული ბოინგი.
ლიბანში, 2015 წელს ქალბატონმა სახლისთვის მოგროვებული ფულით მეტად უცნაური სახლის აშენება მოინდომა, კორპუსში შერჩეული ბინები არ მოეწონა და დაქირავებული მუშათა გუნდით თვითმფრინავი ააშენა.
სახლი დიდი ბოინგის სტილის არის, მომრგვალებული ფორმითა და ვიწრო ინტერიერით გამოირჩევა, სივრცე რამდენიმე ადამიანს თავისუფლად იტევს. სახლის მეპატრონე დამთვალიერებლებსაც ღებულობს.
სახლი ბზრიალა
მეორე უცნაური სახლი ბზრიალა, საფრანგეთში 2011 წლის აგვისტოში აშენდა. სახლის მეპატრონემ განსხვავებული ფორმის არქიტექტურა მოინდომა და შედეგად ბზრიალა ააშენა.
სახლში ენერგიას მზის ბატარიით ღებენ და მთელი დღის სამყოფ სითფოსა და სინათლეს ბატარიების მეშვეობით გამოიმუშავებენ.
მელნიკოვის სახლი
2014 წელს, როდესაც კონსტანტინ მელნიკოვმა სახლი დაანგრია და ახლის ასაშენებლად პროექტი დახატა, მიხვდა რომ ჩვეუელებრივ სახლში ცხოვრება არ სურდა და ასეთი, დიდი წრიული ფორმის შენობა ააგო.
მელნიკოვის სახლი, ასე იცნობენ მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე უცანურ შენობას, რომელიც ათობით ფანჯრით არის გარშემორტყმული და მთელს უბანში ყველაზე უცნაურია.
ბურთების სახლი
საფრანგეთის შემოგარენში, ერთ-ერთ ამაღლებულ ადგილზე ბურთების სახლი მდებარეობს. მართალია ეს სახლი მუზეუმს გავს, თუმცა ნამდვილად სახლია.
თუ ჩვენი არ გჯერათ, შეგიძლიათ სახლი სატელიტიდანაც დაინახოთ… – ყველაზე უცნაური სახლები მსოფლიოში და გასაოცარი არქიტექტურა
წინა ბლოგი – 5 ფერი რომელიც ნაცრისფერს უხდება