სახლის მოწყობისას პირველი საფეხური შესაფერისი სტილის არჩევაა, შემდეგ ინტერიერის დიზაინერების დახმარებით ან მარტო ვარჩევთ შპალიერს, სახლის ფერებსა და ზოგადი ინტერიერის შთაბეჭდილებას ვიქმნით. ამ ყველაფერს რომ მოვრჩებით ავეჯის დროც დგება, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და დამღლელი პერიოდი იწყება, რადგან უნდა მოვიფიქროთ, როგორი და რა სტილის ავეჯი მოუხდება ჩვენს სახლს. ხშირად ამბობენ, რომ ხის ავეჯი უკეთესია, რადგან ხე ბუნებრივი მასალაა და „სუნთქავს“ ხეს მართლაც, ბევრი უპირატესობა აქვს და ერთად ვნახოთ, მიზეზები თუ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ხის ავეჯზე.  

ხეს აქვს სიმტკიცე, ის მყარი, გამძლე მასალაა

mizezebi tu ratom unda sheacherot archevani xis avejze

ხის ავეჯის პირველი უპირატესობა სიმტკიცეა. მეტალთან შედარებით ხე ბევრად უფრო მსუბუქია, თუმცა ის წარმოუდგენლად ძლიერი, გამძლე და მტკიცეა.

ხეს მძიმე წონის ატანა შეუძლია, თავისზე ბევრად მეტ კილოგრამებს უძლებს და არ ზიანდება.

ხის ავეჯი მოსახერხებელია

mizezebi tu ratom unda sheacherot archevani xis avejze

ლითონისგან განსხვავებით ხე უფრო მოსახერხებელი მასალაა, მარტივია მისი გადაკეთება, შეცვლა და სრულიად სხვა ფუნქციით მისი გამოყენება.

ასობით მაგალითია იმისი, თუ როგორ ამზადებენ უბრალო მორისგან ჟურნალების მაგიდას და როგორ იყენებენ ერთი ხის ნაჭერს ავეჯის შესაქმნელად.

mizezebi tu ratom unda sheacherot archevani xis avejze

ხის ავეჯს რამდენიმე ბალიში, ქვეშაგები და რბილი ნაჭერი სჭირდება და მასზე მოსახერხებელს ვერაფერს ნახავთ.

ხის ავეჯი საუკეთესო თერმორეგულაციისთვის

იმის გარდა, რომ ხე მყარი და კომფორტულია, მას სითბოს შეკავების საოცარი უნარი აქვს. ხეს შეუძლია სტაბილურად რამდენიმე საათი შეინახოს სითბო.

mizezebi tu ratom unda sheacherot archevani xis avejze

სითბოს შეკავება ავტომატურად იმასაც ნიშნავს, რომ ის ბგერებს აკავებს, ექოს არ ქმნის და დიდ ოთახებში ხმის კარგი მაკონტროლებელია.

ასე გამოდის, რომ ხის ავეჯი არავისთან არაფერს ყვება, ყველა საიდუმლოს თავისთვის ინახავს…

ხის ავეჯი მრავალფეროვანია

mizezebi tu ratom unda sheacherot archevani xis avejze

ყველა გასაოცარ თვისებასთან ერთად, ხის ავეჯი მრავალფეროვანია, ბუნებაში მილიონობით ხის ჯიში არსებობს, სამშენებლოდ კი ათასობით სხვადასხვა ჯიშს იყენებენ.

ამ თვისების გამო, შეგიძლიათ სახლში სიახლისა და მრავალფეროვნების  შეგრძნება ერთმანეთისგან გასნხვავებული ხის ჯიშებისგან დამზადებული ავეჯით შექმნათ.

ბუნებაში მუხის 600-ზე მეტი სახეობა არსებობს, კედრის და კაკლის ხეებზე რომ არაფერი ვთქვათ. დიახ, ხე ნამდვილად მრავალფეროვანია.

ხე ბუნებრივი მასალაა

mizezebi tu ratom unda sheacherot archevani xis avejze

ბოლო და უმთავრესი, ხე ბუნებრივი მასალაა, მისი აღდგენა ახალი ხის დარგვით ხდება და მარტივად განახლებადია.

ხის დამუშავება უფრო ნაკლებად აზიანებს გარემოს ვიდრე ფოლადის ან ბეტონის.

mizezebi tu ratom unda sheacherot archevani xis avejze

ხე ენერგო ეფექტურია, სახლში სითბოს აკავებს, არეგულირებს ჰაერში ტენიანობას და არასდროს, არასდროს, გადავა მოდიდან.

ხომ გაგიგიათ, „ხე სუნთქავსო“ დიახ, ხე ბუნებრივი მასალაა და სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ის „სუნთქავს“ 

წინა ბლოგი – ყველაზე უცნაური სახლები მსოფლიოში და გასაოცარი არქიტექტურა

Facebook Instagram