სულ მალე 2021 წელი მოვა, ახალი წლის დადგომამდე ერთი თვე რჩება და ალბათ, საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყეთ. როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში ყველა სახლში ინთება საახალწლო განათება და ნაძვის ხეც ფერად-ფერადად ირთვება, მოდით ერთად ვნახოთ როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე 2021 წელს.

rogor unda mortot nadzvisxe 2021 wels 

ალბათ უკვე იცით, რომ წელს თეთრი ხარის წელს ველოდებით და როგორც აღმოჩნდა, ხარი თაგვისგან განსხვავებულია, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა პრეტენზიული და ბრაზიანიც კი.

rogor unda mortot nadzvisxe 2021 wels 

როგორც ამბობენ, თუ არ გვინდა წელს ხარი გავაბრაზოთ მაშინ უმჯობესია, ჩვენს საახალწლო ნაძვის ხეზე წითელი ფერი მინიმალურად გამოვიყენოთ და უპირატესობა თეთრ ფერს მივანიჭოთ.

rogor unda mortot nadzvisxe 2021 wels 

შეგიძლიათ ნაძვის ხე მორთოთ თეთრ, ვერცხლისფერ, ოქროსფერ და ღია, სადა ფერებში. ხარს წითელი და მკვეთრი ფერები არ უყვარს.

ამ წელს კარგი იქნება თუ მეტალის ფერს, თეთრი ფერის სხვადასხვა ტონალობებს შეარჩევთ…

ასევე 2021 წლის ტრენდების მიხედვით, ნაძვის ხეზე დიდი სათამაშოები კვლავ მოდაშია.

rogor unda mortot nadzvisxe 2021 wels 

თუ ნაძვის ხეს ახლა ყიდულობთ შეეცადეთ მოთეთრო ფერში შეარჩიოთ ის…

თუ უკვე გაქვთ, მაშინ ღია ფერის სათამაშოების საყიდლად გაეშურეთ.

rogor unda mortot nadzvisxe 2021 wels 

ინტერიერის დიზაინერები ასე ამბობენ, რომ წელს ნაძვის ხის ასობით სხვადასხვა სტილია მოდაში

ფერები უკვე იცით და მისი მორთვა თქვენს გემოვნებას უნდა მიანდოთ.

თუ გსურთ გადატვირთეთ და მაქსიმალურად დიდი და ბევრი სათამაშოებით გააფორმეთ ის, ან პირიქით, სადა სტილში გააწყვეთ 2021 წლის მთავარი გმირი.

rogor unda mortot nadzvisxe 2021 wels 

არ დაგავიწყდეთ, ნაძვისხის ახლოს ტერიტორიის გასაფორმებლად სხვადსხვა სათამაშოები შეარჩიოთ.

ანგელოზებით ან თეთრ სამოსში გამოწყობილი თოვლის ბაბუებით ხარს ნამდვილად ასიამოვნებთ.

rogor unda mortot nadzvisxe 2021 wels 

როგორც გავიგეთ, წელს სახლში ბარაქის შემოსატანად ნაძვის ხეზე ერთი-ორი მუქი მწვანე სათამაშოც უნდა გქონდეთ, ასევე როგორც გვითხრეს, თუ ხესთან ხურდა ფულს მიმოფანტავთ ხარი ბარაქას არ მოგაკლებთ.

rogor unda mortot nadzvisxe 2021 wels 

ნაძვის ხესთან ერთად, სახლის მორთვა აუცილებელია, განწყობა ხომ ყველგან უნდა იგრძნობოდეს,

გამოიყენეთ მწვანე, ნაცრისფერი, მარგალიტისფერი ანდაც ღია ვარდისფერი და კრემისფერი აქსესუარები.

rogor unda mortot nadzvisxe 2021 wels 

და ბოლო შტრიხი სადმე, გამოსაჩენ ადგილას ხარი დადგით, მაინც მისი წელია და არ გავაბრაზოთ!

წინა ბლოგი – რომელი ფერები იქნება აქტუალური 2021 წელს

Facebook Instagram