ხანდახან ჩვენი იდეალური სახლიც კი გვბეზრდება და მის გადაკეთებაზე ფიქრს ვიწყებთ, ეს ნორმალურია, ცვლილებები ხომ ყველა ოჯახში საჭიროა და ინტერიერის გადაკეთება ამ სურვილების დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს. თუ თქვენ ახლა სწორედ სახლის გადაკეთებაზე ფიქრობთ და დიდი ბიუჯეტიც არ გაქვთ გამოყოფილი, მაშინ სწორედ fortis-ის რჩევები გამოგადგებათ. წაიკითხეთ, 5 რჩევა როგორ გადააკეთოთ სახლი ბიუჯეტურად
შეცვალეთ კედლების ფერი
ცვლილებების დასაწყებად პირველი ყველაზე ბიუჯეტური მოქმედება კედლების ფერის შეცვლაა.
არაა სავალდებულო შპალერი მთელ სახლში შეცვალოთ უბრალოდ, პატარა დეკორის ცვლილება ინტერიერში დიდ განსხვავებას შექმნის, ამ ბიუჯეტური მოქმედებით სურვილს მარტივად აისრულებთ.
შეცვალეთ ფანჯრები ან ფარდები
ბიუჯეტური ცვლილებები შეგიძლიათ ფანჯრების ან ფარდების შეცვლით განაგრძოთ.
ერთი შეხედვით ალბათ იფიქრებთ, ფარდებმა ან ფანჯრებმა რა უნდა შეცვალოსო, თუმცა ასე არ არის, ერთმა ჩვეულებრივმა ფარდამ შესაძლოა მთელი ინტერიერი რადიკალურად შეცვალოს.
დაამატეთ ინტერიერში ბალიშები
თუ ჩვენს ბლოგებს აქტიურად კითხულობთ, მიხვდებით, რომ ინტერიერის მოწყობისას ბალიშებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან ეს დეტალი სახლში კომფორტისა და სიმყუდროვის მაჩვენებელია.
ინტერიერის ბიუჯეტური განახლებისთვის თქვენ უბრალოდ ახალი ბალიშების შეძენა შეგიძლიათ, ეს ხერხი მისაღები ოთახის იერს შეგიცვლით.
შეიძინეთ ხალიჩა
რა არის იმაზე ბიუჯეტური, ვიდრე ხალიჩის შეძენა და რა არის იმაზე ლამაზი ვიდრე, ხალიჩა ინტერიერში.
ხალიჩა ჯერ კიდევ წლების წინ საპატიო ნივთი იყო სახლებში და თქვენი ცვლილებებისთვისაც იდეალურია.
დაამატეთ ოთახში სურათები
იქნებ დროა ბევრი ფიქრის გარეშე, კედლებზე სურათები დაამატოთ და ინტერიერი შეცვალოთ.
არ დაფიქრებულხართ, თქვენს ცარიელ კედლებს მოგონებებით სავსე წუთები როგორ გააფერადებს და სახლს ბიუჯეტურად როგორ შეგიცვლით?
ეს ხერხი უნდა სცადოთ!
თქვენ უკვე იცით 5 რჩევა როგორ გადააკეთოთ სახლი ბიუჯეტურად და ალბათ მათ შორის საუკეთესოც უკვე ამორჩეული გაქვთ, ინტერიერს ბევრი ფიქრი და დროის კარგვა არ სჭირდება, უბრალოდ აარჩიეთ, გააკეთეთ, და შედეგით დატკბით.
წინა ბლოგი – ნახეთ, როგორ გამოიყურება რკინის კაცის შუშის სასახლე