მსოფლიოში 200-მდე ქვეყანაა, დრო რომ გვქონდეს ალბათ სულ ყველას მოვივლიდით და სათითაოდ დაგათვალიერებინებდით დედამიწაზე არსებულ ყველა სილამაზეს, თუმცა ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს და ხშირად მოგზაურობისთვის დრო საერთოდ აღარ გვრჩება. არსებობს ქვეყნები, რომლის უნახავადაც ყოფნა უბრალოდ არ შეიძლება და მათ შორის ერთ-ერთია არისტოკრატული, ულამაზესი და დახვეწილი ნისლიანი ლონდონი, ნახეთ, 5 გამორჩეული ნაგებობა ლონდონში.

შარდ თაუერი

5 shenoba londonshi

პირველი შენობა, რომლელიც ლონდონის ხსენებაზე უნდა გაგახსენდეთ, სწორედ შარდ თაუერია. 309.6 მეტრის შენობა 2012 წლიდან ამშვენებს ნისლიან ლონდონს და ბრიტანელების თქმით, ეს შენობა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოც კი არის.

5 shenoba londonshi

შარდ თაუერს ხშირად ამაყს, აგრესიულსა და ცივს უწოდებენ, რადგან მართლაც, რომ ამაყად გადმოჰყურებს ლონდონს და ქალაქის უმეტესი ტერიტორიიდან მისი დანახვა მარტივია.

წმ. პავლეს ეკლესია

5 shenoba londonshi

მეორე შენობა, წმინდა პავლეს საოცარი და მდიდრული ეკლესიაა, რომელიც 300 წლის წინ აშენდა ლონდონში. ამ ეკლესიაში გაიმართა სამეფო ქორწილი და პრინცმა ჩარლზმა და დაიანა სპენსერმა ამ ღვთაებრივ შენობაში დააგვირგვინეს თავიანთი სიყვარული.

5 shenoba londonshi

ეკლესია ფილმ ,,ჰარი პოტერის” რამდენიმე ნაწილშიც გამოჩნდა და ფილმშიც ,,მერი პოპინსი” თვალსაჩინოდ დაინახავთ ბრიტანეთის სიამაყეს, წმ პავლეს  ეკლესიას.

გერკინი

5 shenoba londonshi

კიდევ ერთი მშვენება ლონდონის ცენტრში გერკინის ნაგებობაა, რომელიც 180 მეტრის სიმაღლის შუშებიანი ცათამბჯენია. გერკინი ნორმან ფოსტერის არქიტექტურას ეკუთვნის, ალბათ მარტივად შესამჩნევია ფოსტერის სტილი ამ ნაგებობაზე.

5 shenoba londonshi

შენობა 1995 წელს აშენდა და ერთ-ერთი მითის თანახმად, ის რომაელ გოგოს საპატივცემულოდ აიგო,  რომელიც გერკინთან ახლოს ეკლესიაშია დაკრძალული.

ნაციონალური თეატრი

5 shenoba londonshi

დენის ლასდუნის ნაციონალური თეატრი ჩვენი სანახავი ადგილების მე-4 ადგილს იკავებს, თეატრი 1976 წელს აშენდა და ის დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს.

5 shenoba londonshi

თეატრი საკმაოდ მოცულობითია და მისი აშენებისას საზოგადოებას სხვადასხვა აზრი ჰქონდა, თუმცა ახლა ლონდონის მოსახლეობის უმეტესობა ერთხმად თვლის, რომ ამ შენობის აშენება სწორი გადაწყვეტილება იყო და ის ქალაქს მართლაც დიდ ხიბლს სძენს.

ლიოდის შენობა

5 shenoba londonshi

ლონდონში სანახავი ბოლო შენობა ლოიდის ეს მაღალი ნაგებობაა, რომელიც 1980 წელს შემოუერთდა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. შენობის არქიტექტორი როჯერ სტირკია, თუმცა მან პარტნიორებთნა ერთად შექმნა ნახაზი და პროექტიც მათ დახმარებით მოიყვანა სისრულეში.

5 shenoba londonshi

1980 წელს, როდესაც შენობის მშენებლობა დამთავრდა მასზე ითქვა, რომ ლოიდის ნაგებობა ერთ-ერთი გამორჩული მიღწევა იყო იმ დროის ბრიტანეთის კულტურაში.

ვერ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ამ ქალაქში ყველაფერი სანახავია და მხოლოდ, 5 გამორჩეული ნაგებობა ლონდონში არ არსებობს, თითქოს ყველა კუთხე რაღაც ისტორიას ყვება.

ბევრი ფიქრის შემდეგ, მივხვდით, რომ ამ ეტაპზე ეს ხუთეული კარგად უნდა შევისწავლოთ და დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ, რადგან თუ ვინმე გკითხავთ ლონდონში რა არქიტექტურის ძეგლი გაგიგიაო, მხოლოდ ბიგ ბენითა და ბუქინგემის სასახლით არ შემოიფარგლოთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – რა არის ნეოკლასიკური არქიტექტურა და რა უნდა იცოდეთ მის შესახებ

Facebook Instagram