რადგან ახლა ზაფხულია და ცხელა, საცურაო აუზზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. ჩვენს ბლოგებს თუ გადახედავთ ნახავთ, თუ როგორ მოაწყოთ სივრცე საცურაო აუზისთვის და რამდენიმე ლამაზ იტერიერსაც წააწყდებით. ახლა კი გადახურულ სტილში შექმნლ აუზებზეც უნდა გითხრათ ცოტა რამ. ნახეთ, რამდენიმე ინსპირაცია დახურული საცურაო აუზის მოსაწყობად.
დავიწყოთ იმით თუ რა დადებითი თვისება აქვს დახურულ სივრცეში მოწყობის საცურაო აუზს.
– თქვენ შეგიძლიათ იცურაოთ ისე, რომ არც კი იფიქროთ ტემპერატურაზე.
– ვერც ქარი, ვერც წვიმა და ვერც თოვლი ვერ შეგიშლით ხელს ცურვაში.
– თქვენ არ მოგიწევთ ფიქრი შემოდგომის ფოთოლცვენაზე, მწერებსა და სხვადასხვა ჭუჭყზე.
– გადახურულ სივრცეში მოწყობილი საცურაო აუზი იდეალურია სპასთვის, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თბილი წყლითა და მისი სისუფთავით.
ახლა კი დაათვალიერეთ, რამდემიმე ინპირაცია გადახურული საცურაო აუზის მოსაწყობად:
ჰეარესტის სასახლის საცურაო აუზი
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დახურული საცურაო აუზი ჰეარესტის სასახლეში კალიფორნიაში მდებარეობს. არქიტექტორი ჯულია მორგანი თვეების განმავლობაში სათითაოდ ხატავდა ორნამენტებს, რადგან სასახლის უნიკალურობა არ დარღვეულიყო.
აუზი მოპირკეთებულია ოქროსფერი დეტალებით და მისი სიღრმე ყველასთვის მისაღებია.
ლოეის სახლის შუასაუკუნეების საცურაო აუზი
მეორე ინსპირაცია დახურული საცურაო სივრცის მოსაწყობად, სწორედ ლოეის სახლის ეს უნიკალური ადგილია. არქიტექტორიმა ალბერტ ფრეიმ 1948 წელს დააპროექტა განსხვავებული აუზის დიზაინი და მის ირგვლივ ტერიტორიაც საუცხოოდ მოაწყო.
საცურაო აუზი მისაღებ ოთახს უერთდება და მეორე მხარე პირდაპირ ეზოში გადის, ცურვის შემდეგ, ადამიანს არჩევანის გაკეთება უწევს, შეუძლია მისაღებში დაისვენოს ან ცოტახნით მზეზე გაირუჯოს.
გრიფინის კუნძლზე მდებარე გადახურული საცურაო აუზი
მასაჩუსეტში გრიფინის კუნძუზე ხესა და ქვაში გაწყობილი გადახურული საცურაო აუზი მდებარეობს, რომელიც 1040-50 -იან წლებში აიგო. საცურაო აუზი საკმაოდ ღრმაა, ბანაობის შემდეგ კი დამსვენებლებს შეუძლიათ გასარუჯად იქვე გარეთ გავიდნენ.
სასტუმრო ლოტეს საცურაო აუზი
სამხრეთ კორეაში თუ მოხვდებით სასტუმრო ლოტეში დახურული საცურაო აუზი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ეს სასტუმრო ყველა სეზონზე ღიაა და დამსვენებლებს დიდი სიამოვნებით უმასპინძლებს.
საცურაო აუზი 21 მეტრის სიგრძისაა და საშუალო სიღრმე 1.5 მეტრია. ეს სივრცე მხოლოდ სასტუმროში მყოფი სტუმრებისთვის არის ხელმისაწვდომი.
სასტუმრო ბუფალოს გადახურული საცურაო აუზი
ნიუ-იორკში სასტუმრო ბუფალოში ბოლო არაჩვეუებრივი გადახურული საცურაო აუზი მდებარეობს, რომლიც მთელი ტერიტორია მოზაიკით არის შესრულებული. საცურაო აუზის თავი ცის იმიტაცია ქმნის და წყალს მეტ სილურჯეს მატებს.
საცურაო აუზი პატარა, თუმცა საკმაოდ ღრმაა და ტერირტორიაზე მისი მსგავსი აუზი არა ერთი, არამედ რამდენიმეა და ბუფალოს სხვა დახურული საცურაო აზუებიც ასევე მოზაიკით არის შესრულებული.
დღეისათვის სულ ეს იყო, ინსპირაციისთვის ეს 5 საცურაო აუზი შეგირჩიეთ და დანარჩენი უკვე თქვენი მოსაფიქრებელია, ამ ცხელი დღეების შემხედვარე გაგრილება არ გვაწყენს, ამიტომ დაფიქრდით, იქნებ დროა, ამ იდეის განხორციელებაზეც ვიფიქროთ – აბა დროებით!
წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ საკითხავი კუთხე ბავშვისთვის