სახლს ულამაზეს იერს დიდი ფანჯრები და მისგან შემოსული სინათლე სძნეს, სწორედ ამიტომ ხშირად ნათელ სახლს არჩევენ ხოლმე. დიდი ფანჯრები კარგია, მაგრამ რა მოვუხერხოთ ამდენ სინათლეს და როგორ გამოვიყენოთ ინტერიერში ფანჯრები ჩვენთვის სასიკეთოდ.
წიგნის წასაკითხი კუთხე
სახლში დიდ ფანჯრებს ბევრი პლიუსი აქვს. მისი საშუალებით შეგიძლიათ ხარჯები დაზოგით.
ასევე შეგიძლიათ ოთახში შემოსული სინათლე წიგნის საკითხავად გამოიყენოთ და კომფორტული კუთხეც მოიწყოთ. სავარძლის გვერდით ინტერიერის შესაბამისი ტორშერი დადგით, იმ შემთხვევისთვის თუ ცას ღრუბელი გადაეფარება და საკმარისი სინათლე აღარ შემოვა ოთახში.
ექიმები გვირჩევენ, რომ წიგნი დღის სინათლეზე წავიკითხოთ, რადგან ეს ჩვენი მხედველობისთვის უკეთესია, დიდი ფანჯრები კი ბუნებრივი ნათების ულევი წყაროა .
მყუდრო გარემო
ჩამოკიდეთ საქანელა სკამი და ფანჯარაში შემომავალი სხივებით დატკბით.
ხშირად ფანჯარასთან ადგილი თავისუფალი რჩება ხოლმე, ეს იდეა კი ცარიელი სივრცის შევსებაში დაგეხმარებათ და ინტერიერს თანამედროვე და სასიამოვნო იერს შესძენს.
ჰამაკი ფანჯარასთან
საქანელა სკამის მსგავსი მეორე შესაიშანვი იდეა სწორედ მსუბუქი და ჰაეროვანი ჰამაკია. ეს დეტალი ფანჯარასთან დატოვებულ ცარიელ სივრცეს შეგივსებთ.
მართლაც, რა ლამაზია ფანჯარასთან ჩამოკიდებული ჰამაკი. ინტერიერში ამ დეტალს ევროპის ბევრ ოჯახში და თანამედროვე ფილმებშიც კი შეხვდებით.
დაისვენეთ, წაიკითხეთ და ფანჯრის ხედით დატკბით.
როიალი ფანჯარასთან
თუ არ იცით, ჩაინიშნეთ, დღეიდან გადაწდა, რომ სახლში როიალის ადგილი სწორედ ფანჯარასთან არის. თეთრი და შავი ფერების გაერთიანება გამორჩეულად ალამაზებს ნებისმიერ ინტერიერს, თან მზის სხივებით განათებულ ოთახში სასიამოვნო მელოდია ინტერიერს კიდევ უფრო ნაზს და მშვიდს წარმოაჩენს.
შთაგონება, შთაგონება და შთაგონება, ხელოვანები ხშირად ამბობენ, რომ მათი შთაგონების წყარო სწორედ ბუნებაა.
ბუნებისა და მელოდიის გაერთიანება ერთად საოცარ კომბინაციას გვაძლევს და ამას თუ დახვეწილ ინტერიერს შეუსაბამებთ ყველაფერი იდეალურად იქნება.
ალბათ ფილმებში მაინც გინახავთ, ფანჯარასთან მდგარი როიალი, ამიტომ სწორედ ახლაა დრო ეს სივრცე ფილმებიდან აღებულ კადრად ვაქციოთ და როიალი ფანჯარასთან გადმოვდგათ.
წამოსაჯდომი ფანჯარასთან
ვის წარმოუდგენია ფანჯარა რბილი ტახტის გარეშე, თან ტახტი ზუსტად ფანჯრის რაფაზე უნდა იყოს და პირდაპირ ხედს გადაჰყურებდეს.
ინტერიერის ეს დეტალი უკვე წლებია აქტუალურობას არ კარგავს და სრულიად შესაძლებელია, საძინებლებში ან მისაღებ ოთახებში ფანჯრებთან დალაგებულ რბილ ბალიშებს წააწყდეთ.
ფანჯრების მთელი ხიბლი იმაშია, რომ ისინი ინტერიერში ზუსტად გამოიყენო და მათი არსებობა საჭიროს გარდა ლამაზიც გახადო.
ჯაკუზი და ფანჯარა
მორიგი შესანიშნავი იდეა სწორედ, ფანჯარასთან დადგმული ჯაკუზია, ახლა ინტერიერი ვინტაჟური და გამორჩეულია. ჩამოაფარეთ თეთრი ფარდები და ფანჯრებიდან შემოსული შუქით განათებულ აბაზანაში დაისვენეთ.
იდეა იმდენად შესანიშნავია, რომ მათგან საუკეთესო ვარიანტის ამორჩევა რთულია, ვფიქრობთ, მალე ინტერიერის ეს დეტალი მოდას დაუბრუნდება.
სასადილო ოთახი ფანჯარასთან
ბოლო შესანიშნავ იდეასთანაც მოვედით, ფანჯრების გამოყენების კიდევ ერთი საინტერესო ხერხი სწორედ სასადილო სივრცის ასე მოწყობაა. ოთახი ნათელი და სადაა, ფანჯრები კი თავის ფუნქციას 100%-ით ასრულებენ.
დროა ახლად შექმილ ოთახში სტუმრების მიღებასა და სასიამოვნო დღის გატარებაზე ვიფიქროთ, რას იტყვით როგორი იდეაა? ჩვენ აქ დავამთავრებთ და დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია – აბა დროებით!
წინა ბლოგი – ანიმაციებიდან გაცოცხლებული არქიტექტურა