ტერმინი ვინტაჟი მოდის ერთ-ერთი სტილია, რომელიც განსაკუთრებით ტანსაცმელსა და სახლის ნივთებში იკვეთება. იგი გასული თაობების, ეპოქების, მოდის მიმართულებების აღორძინებაზეა ორიენტირებული. საინტერესო სიახლეების ჩასანიშნად მოემზადეთ და გაეცაინით რამოდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სააბაზანო ვინტაჟურ სტილში.
-
შუა საუკუნეების აქცენტები
შუა საუკუნეებში ვინტჟური სტილი შედარებით სხვანაირად ესმოდათ, მათთვის ვინტაჟი კედელთან მიდგული, ჩამოკიდებული ნიჟარა და გეომეტრიული ფიგურებს ფორმის დეკორაციები იყო.
ვინტაჟში ხშირად შეხვდებოდით ორ ნიჟარას, რაც იმ დროისთვის უცხო არ იყო..
სააბაზანოს ინტერიერში თეთრ კედლებს და ხის დეტალებს შეამჩნევთ, რაც ასევე შუა საუკუნეების ვინტაჟური აქცენტებია. თუ სააბაზანოს ამ სტილში მოწყობას გადაწყეტთ, ჯობს იმ დროისთვის დამახასიათებელი დეტალები გაითვალისწინოთ.
-
სამოციანების ვინტაჟი
სამოციანი წლების ვინტაჟურ ინტერიერში ვარდისფერი აქტუალური ფერი იყო, განსააკუთრებით კი ამ ფერს სააბაზანოსა და სამზარეულოში წააწყდებოდით.
ახლა ვარდისფერი ინტერიერის დიზაინში იშვიათად გამოყენებადი ფერია, თუმცა იმ დროს ადაიანებში სტილის შეგრძნება რადიკალურად განსხვავებული იყო.
სამოციანებში ვინტაჟურ სტილად ითვლებოდა ინტერიერი, სადაც ერთი ფერის რამდენიმე ტონალობა ერეოდა.
-
ანტიკვარიატი და ვინტაჟური სტილი
თუ ვინტაჟური სტილის ამ მიმართულებას აირჩევთ, მაშინ თქვენი სააბაზანო ნამდვილად განსხვავებული იქნება. უცნაურია, ორი ნიჟარა, სკამი, მაგიდა და მკვეთრი განათება სააბაზანოში, თუმცა ეს ვინტაჟია და მას თავისი მოთხოვნები აქვს.
აქ ძველებურ სტილს სარკეები, ხალიჩა, სკამი და მაგიდა ქმნის. ზოგჯერ სააბაზანოში სავარძელს ან ტახტსაც კი დგამდნენ ხოლმე.
-
ხალიჩები სააბაზანოში
ზემოთ ხალიჩა ვახსენე და აი ისიც გამოჩნდა. ვინტაჟური სტილის მორიგი მიმართულება სააბაზანოში ხალიჩების დაფენას მოითხოვს.
როგორც აღმოჩნდა, თეთრი კედლები და ქვეშაგები ესთეტიურობას სძენს ინტერიერს, რაც ვინტაჟური სტილისთვის დამახასიატებელია. თუ ამ ტიპის სააბაზანოზე შეაჩერებთ არჩევანს, ხალიჩების ასარჩევად დრო გამოყავით.
-
ვინტაჟური სიჭრელე
ძველი ფილმები თუ გიყვართ, მაშინ აქ თქვენთვის უცხო არაფერია. შუა საუკუნეებისა და სამოციანი წლების ინტერიერში მსგავს სააბაზანოებს ყველა სახლში ნახავდით, ეს ერთგვარი იმდროინდელი „მოდა და ტრენდი“ იყო, რაც ახლა 21-ე საუკუნეში ვინტაჟური სტილის მოთხოვნადი სახეა.
ნახევრად ჭრელი კედლები, დეკორატიული სანათები და ჯაკუზი ამ სტილის მთავარ მოთხოვნებში შედის დანარჩენ დეტალების დამატება კი გემოვნების საითხია.
თუ მსგავსი ინტერიერი მოგწონთ და ასეთი სააბაზანს მოწყობას გადაწყვეტთ, ძველ ფილმებს გადახედეთ და საუკეთესოთა შორის საუკეთესო სწორედ იქიდან ამოარჩიეთ.
ვინტაჟური სტილი უკვე გავიცანით და ახლა არჩევანის გაკეთების დროა, თუ გადაწყეტილებას ვერ იღებთ, ჩვენთან მოდით და ჩვენი ინტერიერის დიზაინერები აუცილებლად დაგეხმარებიან, თან ხომ იცით, ჩვენი რჩევები ყოველთვის გამოგადგებათ – აბა დროებით!
წინა ბლოგი – რა ფერები უხდება შავს?