ფერთა შეხამება ხშირად დავის საკითხი ხდება ხოლმე, უხდება ვარდისფერს წითელი და მწვანეს ლურჯი?. ამ საკითხზე ყველას ინდივიდუალური პასუხი აქვს და საზოგადოება უკვე  ცდილობს, გემოვნებაზე არ იდაოს, თუმცა რას ვიზამთ, ინტერიერში ფერთა შეხამებაზე დღესაც კი დაობენ.

ჩვენ განუმეორებელი რჩევებით კვლავ დავბრუნდით და ახლა ელეგანტურ და დაუვიწყარ შავ ფერზე უნდა ვისაუბროთ, ჩამოსხედით და ნახეთ რა ფერები უხდება შავს.

უდაოა, რომ შავისა და თეთრის კომბინაცია უცვლელია

ელეგანტურ დუეტს სწორედ შავი და თეთრი ფერები ქმნიან, ზებრა სტილის ავეჯი, შავი კედლები, თეთრი სავარძლები, შავი მაგიდები და თეთრი ფარდები. ამ დეტალებს ინტერირში ხშირად შევხვდებით და თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ სტილისა და ვინტაჟური ინტერიერის შეგრძნებას სწორედ ეს კომბინაცია ქმნის.

ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, რომ თუ გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს და ფერებს ვერ ვარჩევთ შავსა და თეთრზე უნდა შევჯერდეთ, რადგან ადამიანი თვალს არასდროს მობეზრდება და ელეგანტურ იერს შეუნარჩუნებს სახლს.

ლურჯისა და შავის კომბინცია ინტერიერში

მეორე ელეგანტური შეხამება სწორედ ამ ორი ფერის მიქსით შეიძლება მივიღოთ, ლურჯს შავი უდაოდ უხდება და შესაძლოა თქვენს სახლშიც წააწყდეთ მსგავს შეხამებას.

დააკვირდით,  შავი მაგიდა ლურჯ კედლებში ისე ჯდება, თითქოს სხვა ფერის ადგილი არც არის ამ ოთახში. ზუსტად ეს არის ინტერიერი და  გემოვნება, როდესაც ტონები ერთნაირია და უხეშად არ გვხდება თვალში.

ბზზზ, ბზზზ, ყვითელისა და შავის დროა

ამ ორ ფერს ინტერიერში არც ისე ხშირად შეხვდებით, რადგან მათი შეხამება შედარებით რთული და დამაფიქრებელია. შავი უდაოდ უხდება ყვითელს, მაგრამ ყვითელი სხვა ფერებს აღარ იხდენს, ამიტომ ინტერიერში მის შემოყვანაზე ბევრს ფიქრობენ ხოლმე.

ცხადია, რომ ამ ორი ფერის კომბინაცია რაღაც ახალსა და უცხოს ქმნის და საძინებელში თუ არა, სამზარეულოსა თუ სააბაზანოში მისი გამოყენება ნამდვილად ღირს.

სიტყვა დახვეწილზე ორი ფერი გვახსენდება, წითელი და შავი

ასე ამბობენ შავი ყოველთვის ელეგანტურიაო, მგონი დროა ამ გამონათქვამში წითელი ფერიც ჩავამატოთ. ინტერიერის დიზაინში შავისა და წითლის კომბინაცია სწორედ გემოვნებასა და ელეგანტურობაზე მიგვანიშნებს.

ეს ორი ფერი გამორჩეულად უხდება ერთმანეთს. საკმარსია პატარა წითელი დეტალი გამოჩნდეს ოთახში და ის ყურადღებას მაშინვე იქცევს.

ოქროსფერისა და შავის კომბინაცია

ეს ორი ფერი ერთად არანაირ ახსნას არ საჭიროებს, აქ ყველაფერი ცხადზე, ცხადია. თუ ინტერერში მეტ პომპეზურობას და ვინტაჟურ სტილს ეძებთ, მაშინ ოქროსფერი და შავი ფერები ამ სტილის შექნაში გამოგადგებათ.

დააკვრიდით სურათს, თითქოს შავი დომინირებს, თუმცა ოქროსფერი მაინც ყურადღების ცენტრშია.

ინტერიერში უკვე კრემისფერისა და შავის დუეტი გამოჩნდა

მსოფლიოში უკვე დამკვიდრებული ტრენდები არსებობს და ერთ-ერთი კრემისფერი ინტერიერია. ეს ნაზი, მშვიდი და თავისებურად წმინდა ფერია და სწორედ ამიტომ, სახლის ან ოთახის მოწყობისას კრემისფერს ანიჭებენ უპირატესობას.

სიწმინდესთან ერთად ის პრეტენზიიულია, კრემისფერს ყვითელსა და მწვანეს რთულად მოუხდენთ, თუმცა შავი შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ.

რას იტყვით შავსა და მწვანეზე?

ჩვენ, FoRTIS-ელებს მწვანე გამორჩეულად გვიყვარს, კომპანიის ლოგო მწვანე ფერია, საიტი სადაც ამ ბლოგს კითხულობთ, ეგეც მწვანეა და ზოგადად ეს ფერი ხელახალი სიცოცხლის, ენერგიისა და სიჯანსაღის შეგრძნბას გვიქმნის.

თუ ჩვენ მიერ შექმნილ ინტერიერის დიზაინებს გადაავლებთ თვალს, ნახავთ რომ მწვანე დომინანტია, თუმცა არც შავი ჩამოუვარდება მას. ეს ორი ფერი ერთ-ერთ ხშირად გამოყენებად კომბინაციას ქმნის და ტრენდულობას უკვე წლებია ინარჩუნებს.

შავი და ვარდისფერი არ დაგვავიწყდეს

ამ ორი ფერის შეხამებას  ინტერიერში ხშრად ვერ შეხვდებით, თუმცა აუცილებელია ერთეული შემთხვევბიც გავითვალისწინოთ. ვარდისფერი პრეტენზიული ფერია, ხშირად ინტერიერში მის გამოჩენას ერიდებიან.

თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ოდესმე  ბავშვების გასართბი ოთახი ან საძინებელი ამ ფერებში მოწყობას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ, რომ ვარდისერი ფერი შავს ნამდვილად უხდება.

შავი კიდევ ბევრ ფერს იხდენს, თუმცა დანარჩენი გემონვების საკითხია. შემდეგში უფრო პრეტენზიულ ფერებზე ვისაუბროთ, რომ ჩვენი მომავალი ინტერიერი გემოვნებიანად და ტრენდულად მოვაწყოთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – რეტრო სტილში დაბრუნების დროა

Facebook Instagram