ახალმა კორონავირუსმა ყველანი აგვაფორიაქა და მსოფლიო რადიკალურად შეცვალა. დროებით შეჩერდა ყველა ქვეყნის ტურიზმი, დაიკეტა დიდი თეატრები თუ მუზემები და ახლა ცარიელი ქუჩები გასაკვირზე მეტად გასახარია. ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით სახლში დარჩენას ამჯობინებენ. ჩვენ კი გირჩევთ – მოინახულეთ მუზეუმები, რომლებიც ონლაინ, სრულიად უფასოდ გიმასპინძლებენ.
მოწყენილობის ჟამს გასართობი საქმიანობის მთელი სია შეგვიძლია შემოგთავაზოთ და ამჟამად ერთ-ერთ გასართობზე, მუზეუმებზე გვინდა გესაუბროთ.
მართალია სახლში ვართ, მაგრამ მოგზაურობას მაინც არ ვწყვეტთ და ონლაინ სივრცეში აქეთ-იქით დავბოდიალობთ.
საფრანგეთით დავიწყოთ და ცარიელი პარიზის ქუჩებს გადავავლოთ თვალი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი ლუვრი, ყველა ქვეყნის მოსახლეობას საოცარ საშუალებას აძლევს.
თუ აქამდე რამდენიმე ათეული ევროს გადახდა და საათობით რიგში დგომა გიწევდათ, ახლა ერთი თითის დაჭერით ონლაინ მთელი მუზეუმის დათვალიერება შეგიძლიათ, რაც მთავარია, მუზეუმი სულ ღიაა და ლუვრის არნახული ხელოვნების შედევრები მუდმივად თქვენ გელოდებიან.
ლუვრი თუ უკვე დაათვალირეთ, ცოტა დრო ბრიტანეთსაც დაუთმეთ
ლონდონის მუზეუმი უკვე კვირებია ონლაინ მუშაობაზე გადავიდა და ნებისმიერ დამთვალიერებელს თავის ვებსაიტზე ეპატიჟება.
თქვენ უკვე 8 მილიონი შედევრის ნახვა რამდენმე წუთში შეგიძლიათ. როგორც ბრიტანელები ამბობენ, ონლაინ ტური ძალიან გავს რეალურს და მისი გამოტოვება დანაშაულის ტოლფასია.
გინახავთ ფილმი „ღამე მუზეუმში“ ? წავედით ვაშინგტონი გველოდება
ვაშინგტონის ნაციონალური მუზეუმი მსოფლიოს მოსახლეობას გასაოცარ შანსს აძლევს. თქვენ შეგიძლიათ გადაშენებული ცხოველების, ისტორიული მოვლენებისა და დაკარგული სამარხების დაუვიწყარი ტური მოიწყოთ, თან ისე როგორც ფილმშია, მუზეუმში მარტო იქნებით და დათვალიერებაში ხელს არავინ შეგიშლით.
ჩვენი რჩევაა მუზეუმში მზის ჩასვლამდე მიხვიდეთ, ღამე შესვლა საშიშია, შეიძლება ცხოველები გაცოცხლდნენ, ზუსტად ისე როგორც ფილმშია.
მეტროპოლიტენის მუზეუმში ხომ არ შეგვესეირნა?
თუ ვირუსის გავრცელებამდე ნიუ-იორკში მოგზაურობა ვერ მოასწართ ან ჯერ არც დაგიგეგმავთ, მაშინ ონლაინ ტურით დატკბით და ერთ-ერთ ცნობილ, მეტროპოლიტენის, მუზეუმს ესტუმრეთ.
დაგვიჯერეთ ასეთ სანახაობას ბევრ ქვეყანში ვერ ნახავთ, ვან გოგი, ჯექსონ პოლოკი და სხვა გენიალური ხელოვანები თქვენს სტუმრობას ელოდებიან, ასე რომ სამოგზაუროდ მოემზადეთ.
ვინ წარმოიდგენდა, რომ კოსმოსში მოგზაურობას ონლაინ შევძლებდით
დროა კარანტინში ყოფნისას აუხდენელი ოცნებები ავიხდინოთ და კოსმოსში სამოგზაუროდ ნასას ონლაინ ტურს ვესტუმროთ.
სულ რამდენიმე თვით, ნასა ყველა ადამიანს დაუვიწყარ, განუმეორებელ ტურზე ეპატიჟება, ისინი ვიდეოებითა და სხვადასხვა ვირტუალური გამოწვევებით სასიამოვნო დროის გატარებას გვთავაზობენ.
ქალბატონებო, ქალთა ნაციონალურ მუზეუმში ნამყოფი ხართ?
ვირჯინიას შტატში უკვე წლებია ქალთა ნაციონალური მუზეუმი არსებობს, მუზეუმს კი ყოველ წელს მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ახლა, სულ რამდენიმე თვით ძლიერი და დამოუკიდებელი ქალების ისტორიის მოსმენა ონლაინ შეგიძლიათ, მუზეუმი ყველა დამთვარიელებელს ქალთა სამყაროში სამოგზაუროდ იწვევს.
სანამ დრო გაქვთ ყველა მუზეუმი მოინახულეთ, არავინ იცის ეს როდემდე გაგრძელდება, ასეთ შანსებს კი მსოფლიო ხშირად არ გვაძლებს.
ვინ წარმოიდგენდა, რომ ერთ ღამეში, სხვადასხვა ქვეყნის 10-მდე მუზეუმის ნახვას მოვასწრებდით და კოსმოსის დათვალიერების შანსიც მოგვეცემოდა. არ დაიზაროთ და მოინახულეთ მუზეუმები, რომლებიც ონლაინ უფასოდ გიმასპინძლებენ!
ჩვენ წავედით მეტროპოლიტენში უნდა შევისეირნოთ და არც ვაშინგტონში წასვლაზე ვიტყოდით უარს – აბა დროებით!
წინა ბლოგი – აივნის მოწყობის დროა – რჩევები ფორტისის დიზაინერებისგან