სახლის მოწყობისას ოთახის წვრილმან დეტალებზეც კი ბევრს ვფიქრობთ, ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ საბოლოოდ სახლში შევქმნათ ყველასათვის საყვარელი სიმყუდროვე. ინტერიერის მოწყობა მეტად საინტერესო პროცესია, ერთი საიმოვნებაა უყურო როგორ ივსება ცარიელი სახლი ლამაზი და გემოვნებიანი ავეჯით და როგორ ლამაზად იცვლება ოთახის იერსახე.
სახლი ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მყუდროდ უნდა ვიგრძნოთ თავი, რაც არ უნდა დიდხანს გავატაროთ მასში დრო არ უნდა მოგვბეზრდეს. იცოდით, რომ ინტერიერში, რამდენიმე ნივთი მყუდროებას განსაკუთრებულად ზრდის.
ასე რომ, ჩამოსხედით და თქვენი ოთახის ან სახლის მყუდროებას მეტი დეტალები შესძინეთ
გაქვთ სახლში ხალიჩა?
თუ აქამდე ხალიჩის შეძენაზე არ გიფიქრიათ, დროა მისი არჩევა დაიწყოთ. ხალიჩას ერთი გამორჩეული თვისება აქვს, ოთახს თავისებურად მყუდროს და კომფორტულს წარმოაჩენს. ადრე ხალიჩას ყველა ყიდულობდა, თუმცა მისი გარეცხვა და მოვლა ბევრისთვის ძალიან რთულ და დამღლელ პროეცესს წარმოადგენდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ხალიჩები საკმაოდ მარტივად იწმინდება და თან ანტიალერგიულიცაა.
სურვილის შემთხვევაში, ქართულ ბაზარზე ხალიჩების ფართო არჩევანი დაგხვდებათ.
არ აქვს მნიშნვლობა როგორ ფერს ან ზომას აარჩევთ, მთავარია, თქვენმა არჩევანმა სახლი მეტად მყუდრო გახადოს.
სიმყუდროვეს თუ ეძებთ, მაშინ ბალიშები მოიმარაგეთ
ინტერიერის დიზაინს მყუდროებას სწორედ პატარა ზომის, დეკორატიული ბალიშები მატებს. ისინი ყველაფერს უხდება, რბილია და ხანდახან შეიძლება ოჯახთან ერთად გაერთო კიდეც, მათი დახმარებით. ბალიშების ომი ხომ საუკეთესო გასართობია სახლში მოწყენილობის დროს.
შეიძინეთ, შეკერეთ, მოქსოვეთ. როგორც თქვენს გულს გაუხარდება, თუმცა ჩვენი რჩევა იქნება, სახლში დივანზე, საწოლსა და რბილ სავარძლებზე დეკორატიული, ფერადი ბალიშები მოფანტოთ და თავად იხილავთ, რომ სახლი სრულიად სხვა იერს შეიძენს.
გავამრავალფერონოთ ცარიელი კედლები
თუ სახლი მოაწყვეთ და ცარიელი კედლები დაგრჩათ, უბრალოდ ორიგინალური თაროებით ან თუნდაც ნახატებითა და სურათებით შეავსეთ ცარიელი ადგილები. ეს მოსახერხებელი დეტალი, თაროები ინტერიერს გამორჩეულად უხდება, თან წიგნებს, მცენარეებსა და სუვენირებს დააწყობთ, ამასთანავე სიმყუდროვესა და კომფორტს შემატებს ოთახს.
გადახედეთ ჩვენს შექმნილ ინტერიერის დიზაიებს და ნახავთ რომ ამ ხერხებს ჩვენც ხშირად ვიყენებთ, რადგან მართლაც ეფექტური და ლამაზია.
დეკორტიული სანათები თუ მოგწონთ?
არის საკითხები, რასაც ინტერიერის დიზაინერები არც განიხილავენ. მათ უბრალოდ იციან, რომ სრულყოფილი ინტერიერისთვის რამდენიმე დეტალი აუცილებელია. სწორედ ასეთ დეტალებში შედის დეკორატიული სანათებიც, ალბათ ხვდებით, მისი არ არსებობით ოთახი ცარიელი და გამოფიტული იქნებოდა.
ეს პატარა სანათი საღამოობით საჭირო ნივთია, დღისით კი უბრალოდ მეტი სიმყუდროვის შემქმნელი რამაა.
იცოდით რომ, აზიურ კულტურაში ამ ნივთს პატივს სცემენ?
ჩვენს ქვეყნაში ამ ნივთის მნიშვნელობა ხშირად არც იციან, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გეტყვით, რომ ეს კარზე, ფანჯარასთან ან აივანზე ჩამოსაკიდებელი ზანზალაკია, რომელიც სტუმრის მოსვლის, ქარის ამოვარდნის ან უბრალიდ შეხებისას სასიამოვნო წმინდა ხმას გამოსცემს.
ზანზალაკის წკრიალი მედიტაციის დროს სასიამოვნო მოსასმენია და ადამიანის სხეულს მოდუნებაში ეხმარება. ჩამოკიდეთ ის ფაჯარასთან და პატარა ნიავის ამოვარდნის დროსაც კი მაშინვე მიხვდებით რაზე ვსაუბრობთ.
შუქის ჩაქრობის დროა…
სიმყუდროვისა და კომფორტის გასაზრდელად ბოლო დეტალი სწორედ სანთლებია. დადგით ყველა ოთახში და ნებისმიერ დროს აანთეთ ისინი. ნახავთ, რომ ოთახში ყოფნა უფრო მეტად სასიამოვნო გახდება.
ხანდახან არაფრის ხასიათზე არ ვართ, სანთლები კი ჩვენი ხასიათის შესაბამისი აურის შექმნაში გვეხმარება. სანთლები, ცოტა ღვინო და მყუდრო გარემო უკვე შექმნილია.
მეტი კომფორტისთვის ახლა სასურველი ნივთების მოძიება და შეძენაღა დაგრჩათ. მთავარი დეტალები უკვე იცით, ადგილები თქვენით მიუჩინეთ – აბა დროებით!
წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ სავარჯიშო სივრცე