შესაძლოა ხასიათისა და გემოვნების შეცვლის გამო, ახლადგარემონტებული სახლის ხელახალი რემონტიც კი დავიწყოთ. ხშირად ხომ ადამიანები ავეჯს, დეკორსა და უამრავ დეტალს რამდენჯერმე ცვლიან. ეს ყველაფერი კი ინტერიერის სრულყოფილებისთვის ხდება.
როგორც ყოველთვის, ახლაც შევეცდებით დაგეხმაროთ და თქვენი ინტერიერის იდეალურობაში პატარა წვლილი შევიტანოთ.
დავიწყოთ, ჭერით და ოთახი კიდევ უფრო ავამაღლოთ
შეღებეთ ჭერი მუქ ფერებში და ოთახს მეტი სიღრმისა და სიმაღლის ეფექტი მიეცით, უმჯობესი იქნება, თუ კედლებს ღია ტონალობაში დატოვებთ ამით ოთახის სიღრმეს მეტად გამოკვეთთ.
იცოდით, რომ ინტერიერის სრულყოფისთვის იდეალური ხერხი სწორედ ფარდებია?
თუკი ფარდებს ჭერის საწყისი ადგილიდან ჩამოკიდებთ, იქიდან საიდანაც ფანჯრები იწყება, ფანჯრები უფრო დიდი და ნათელი გამოჩნდება და შესაბამისად ოთახშიც მეტი მოცულობის შეგრძნებას შექმნით.
ფარდის გამოყენება, არა მხოლოდ ფანჯრებისთვის არამედ, ლოგინებისთვისაც კარგი ვარიანტია
მათი საშუალებით შეგიძლიათ ლოგინი და ოთახი განაცალკევოთ ერთმანეთისგან, მშვენიერი და საინტერესო კომბინაციაა.
თქვენ ინტერიერს სრულყოფისთვის თაროები დაუმატეთ და ოთახის ცარიელი სივრცე საინტერესოდ დატვირთეთ
ხომ იცით, თაროები არასდროს არის ინტერიერში ზედმეტი, ისინი საკმაოდ კრეატიულად გამოიყურება, მითუმეტეს მაშინ, თუ ოთახს ერთი-ორი სიმწვანე ემატება.
თუ ამდენი რჩევის შემდეგ კიდევ არ მიგაჩნიათ თქვენი ინტერიერი სრულყოფილად, მაშინ კედლის დეკორებზე იფიქრეთ
კედლის ნებისმიერი მოხატულობა, ფოტოსურათი და სხვა დეკორები სახლის ინტერიერის სრულყოფისთვის იდეალური ვარიანტია, ერთფეროვანი კედლების გამრავალფეროვნებისთვის მარტივი ხერხია.
როგორ გამოიყურება კარადები თქვენს სახლებში?
ერთფეროვნებისა და მოწყენილობის დრო წავიდა, ახლა კრეატივის ხანაა და ღია, გამჭვირვალე კარადები ინტერიერის სრულყოფისკენ გადადგმული ნაბიჯია.
თუ დახმარება გჭირდებათ მოგვმართეთ, არ მოგერიდოთ, ბევრი (ყველაფერი თუ არა) რამ ვიცით ინტერიერის სრულყოფისთვის…
აბა დროებით!
წინა ბლოგი – ფერთა აფეთქება არქიტექტურაში და აზიური კულტურის ბუმი ინდოეთში