ჩვენს 3 წუთიან მოგზაურობებს თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ რომ აზიური კულტურა და მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა განსაკუთრებულად შევიყვარეთ.
აზიური კულტურა დაუჯერელად ფერადი, გამორჩეული, დასამახსოვრებელი და გრანდოზულია.
თითქოს ადამიანის ხელითაც არ არის ნაშენები და გასაკვირია უძველეს დროში ამდენი გემოვნებისა და დახვეწილობის ნაზავი სად მოიძებნებოდა აზიაში.
ასე რომ, დღეს მინდა სამხრეთ აზიის გამორჩეულ მხარეში, ინდოეთში ვიმოგზაუროთ და რამდენიმე ნაგებობაც დავათვალიეროთ.
თუ არასდროს გინახავთ აზიური კულტურისა და ფერთა აფეთქების საოცარი შედეგები, ჩამოსხედით და წამოგვყევით დაუვიწყარი ინდოეთი გველოდება.
სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდებით რითი დავიწყოთ, თუმცა მოდით პირველად ტაჯის ტბის სასახლე ვნახოთ
რა შეიძლება თვალმა ამაზე ლამაზი და მშვენიერი ნახოს?. .
ეს მე-18 საუკუნის ინდური სასახლეა, რომელიც დღესდღეობით 4.5 ვარსკვლავიანი უმდიდრესი სასტურმოა ინდოეთში. სასტუმრო ზუსტად ტის შუაგულში მდებარეობს და ყველა მხრიდან თვალისმომჭრლი ხედი იშლება.
ტბა პიჩოლადან კუნძულამდე 1 კილომეტრია და ინდოელი მაცხოვრებლები პატარა ნავებით დადიან ტბიდან კუნძულზე და კუნძულიდან სასტუმრომდე.
დამსვენებლები სასტუმროს საუკეთესო ადგილად მოიხსენიებენ და 1983 წელს აქ ჯეიმს ბონდის მონაწილეობით ფილმიც კი გადაიღეს.
დაუჯერებელი არქიტექტურის შედევრი, ხედითა და ეზოთიც გამორჩეულია. დააკვირდით, აზიური არქიტექტურის დეტალებს, მრგვალად გამოჭრილ თაღებსა და გუმბათოვან სახურავებს.
ექსტერიერის მაქსიმალური სიმწვანე და ეს სადად მოწყობილი ბაღი ასევე გასაოცარი და ღვთაებრივია.
მე-20 საუკუნის ეს ულამაზესი შენობა დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნის და ინდოეთის, ბენგალის ერთ-ერთი გამორჩეული მშვენებაა
ახლა იქ მუზეუმი და ტურისტთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
სასახლის უკან ულამაზესი ტბაა, რომელიც დასავლეთ სანგალის მცირე ტერიტორიას იკავებს.
სასახლის ბაღი სადა და თითქმის ცარიელია, თუმცა შენობის შიდა ინტერიერი აზიურ სტილს კარგად გამოხატავს.
აზიურ კულტურაშიც, როგორც სხვაგან, შენობები ერთმანეთს ჰგავს და მათ რაღაც საერთო დამახასიათებელი დეტალებიც გააჩნიათ.
თუმცა ყველას თავისი ხიბლი და შარმი აქვს. ისევ თეთრი ფერი და ისევ ჩუქურთმები, ინდოეთს კარგად გამოხატავს.
აი ინდოეთის გულში შემოვაღწიეთ და მაისორის სასახლის ისტორიულ და სამეფო რეზიდენციაში შემოვაბიჯეთ ფეხი
ჰენრი ირვინის მიერ აშენებული მე-19 საუკუნის სამეფო სასახლე, ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ტურისტების აურაცხელ ნაკადს ყოველ წელს ღებულობს. სასახლეს უმშვენიერესი ინტერიერი და პატარა ეზო აქვს.
შეხედეთ ღვთაებრივ არქიტექტურას, ამ საოცარ ფერებს და აზიური სტილის ინტერიერს, აი ეს არის კულტურის პატივისცემა და გემოვნების ნაზავი ინდოეთის შუაგულში. მომრგვალებული თაღოვანი სტილი და ჩუქურთმები აქაც გვხვდება.
ინდოეთის მეოთხე მშვენება მაჰალის სასახლეა, რომელიც წითელი და ვარდისფერი ქვით არის ნაშენები
ეს ულამაზესი ნაგებობა მე-18 საუკუნის უკვდავი ისტორიული ძეგლია ინდოეთში. ის ჯაიპურს, დამაარსებელ მაჰარაჯას, მიუძღვნეს და სპეციალურად მისთვის გამორჩეული ფერებით დატვირთეს ის.
სასახლე განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლისას და მისი თვალისმომჭრელი ფერები ჩამავალი მზის სხივების ფონზე კიდევ უფრო ალამაზებს ინდოეთს.
დააკვირდით, როგორი მშვენიერია აზიური არქიტექტურა. დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა რომ ამ სასახლეს არცერთი ნაგებობა ჰგავს.
ეს სართულებზე გაშენებული გუმბათები, ორნამენტები და წრიულად გამოჭრილი თაღები ულამაზესი და უბრალოდ შეუდარებელია.
დარბარ საჰიბ ანუ „ღმერთზე მაღლა“ ასე იცნობენ ინდოეთში ოქროს ტაძარს
ქალაქ ამრისტარის შუაგუში მდებარე ეს საოცარი ტაძარი მე-16 სუკუნის მშვენება და ინდოეთის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა.
ხალხი მას პატივისცემითა და მოწიწებით მოიხსენიებს, ხშირად შორეული ქალაქებიდან სწორედ ამრისტარში ამ ტაძრის სანახავად და მოსალოცად ჩამოდიან.
როგორც ამბობენ, ყოველ კვირას აქ 100 000 ადამიანი გროვდება და ეს რაოდენობა სეზონის მუხედავად უცვლელია.
ტაძარი საღამოს საათებში უფრო მეტად ლამაზია და წყალში არეკლილი ოქროს ნაგებობა მართლაც შთამბეჭდავ სურათს ქმნის ინდოეთში. ხედავთ, როგორი მდიდრული და ამავდროულად გასაოცარია ტაძრის არქიტექტურა, ოქროსფერი ექსტერიერით. ინდოეთისთვის დამახასიათებელი დეტალები, რა თქმა უნდა, აქაც შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
ესე გაოგნებულები ვტოვებთ ინდოეთს. რა სოცარია ასეთი სილამაზე ერთ ქვეყანაში და ეს კიდე მცირე ნაწილია იმის, რისი ნახვაც აუცილებელია ამ ქვეყანაში.
ისე, თუ ინდოეთში უკვე ნამყოფი ხართ მოგვიყევით, როგორი იყო?! დეტლები ჩვენც გვაინტერესებს… აბა დროებით!
წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ კაფე – რჩევები Fortisi-გან