ყველა სახლს თავისი „აურა“ და მიკრო-კლიმატი გააჩნია, ამაზე ასტროლოგები, მეცნიერები და ფენ-შუის მიმდევრები ხშირად საუბრობენ. არ გიგრძვნიათ დაძაბული აურა სახლში? ანდაც კარგი ენერგეტიკა შესვლისთანავე?. თუ ახალი სახლის შეძენას გეგმავთ ან უბრალოდ რაიმე სიახლე გჭირდებათ, წამოგვყევით და ფენ-შუის რჩევები გადაიკითხეთ, აბა ვნახოთ, რას გვირჩევს ფენ შუი, ნახეთ, როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით.
1.ფენ-შუი გვირჩევს, რომ ყველა ოთხს თავისი დატვირთვა მივანიჭოთ
ამით პირველ რიგში სახლის დადებით ენერგიას და კარგ აურას შევინარჩუნებთ. უმჯობესია ყველა კუთხე თანაბრად შევიყვაროთ და ნებისმიერი უსიამოვნო დეტალიც კი სასიამოვნოდ ვაქციოთ, ამით უარყოფით გავლენას სრულიად გავაქრობთ სახლიდან.
სახლში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ასე რომ პატივი ეცით თქვენს არჩევანს და უსიამოვნო ნივთები მოარიდეთ კომფორტის ზონას.
2.თუ სახლში რაიმე ძველი, დაზიანებული, გაფუჭებული ან გაბზარული მოგეპოვებათ, ჯობს, სასწრაფოდ მოაშოროთ იქაურობას
ყველაფერი გაფუჭებული ცუდი აურისა და უარყოფითი ენერგიის მომტანია თქვენთვის, მოდით გავუხსნათ გზა დადებით ენერგიებს.
3.ძველი სახლის მთავარი პრობლემა ხშირად სანტექნიკაა, ფენ-შუი გვირჩევს რაც შეიძლება მალე შევაკეთოთ ის
გაუმართავი სანტექნიკა სახლში სიღარიბის მომტანია, გამოცვალეთ უნიტაზი, მილები და მოიშორეთ სიღარიბე სასწრაფოდ.
თუ ახალ სახლში გადადიხართ, ნუ დაინანებთ ფულს სველი წერტილების მოსაწყობად, სიღარიბისთვის ახალი სახლი არ გაიმეტოთ.
4.სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი სწორედ სარკეა
სარკევ, სარკევ გვითხარი, ვისი სახლია ყველაზე ლამაზი?
იცით რომ სარკეები ნაგიურ ენერგიას ატარებენ და მათთვის ადგილის შერჩევისას დაგფიქრება გმართებთ.
არ დაგავიწყდეთ, სარკეში კარის ან ფანჯრის გაღება და დაკეტვა არ უნდა ჩანდეს, მაშინ თქვენი ბარაქა უგზო-უკვლოდ გაიფატება ბუნებაში.
5.როდის იყო მხოლოდ ინტერიერს ვაქცევდით ყურადღებას, ფენ-შუი ექსტერიერზე, კერძოდ კი აივანებსა და ბაღებზეც ალაპარაკდა
ფენ-შუი მცენარეებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რადგან მცენარის ფერი მწვანე სწორედ სიცოცხლესთან ასოცირდება და ერთი ახალი კვირტიც კი ახალი სიცოცხლის დასაწყისია.
დარგეთ ეზოში ხეები, მრავლი სახეობის ყვავილი და თუ სახლში მოინდომებთ მის შემოტანას საძინებელსა და მისაღებში გამოუძებნეთ ადგილი.
6.გაითვალისწინეთ ფენ-შუის 5 მთავარი ელემენტი : ხე, ცეცხლი, დედამიწა, მეტალი და წყალი
შექმენით ბალანსი და ძლიერი ენერგია თქვენს სახლში. მაგალითად თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, მაშინ ყვავილოვანი მცენარეები, ან ხის ავეჯი სახლის აღმოსავლეთით მოათავსეთ.
თუ ბედნიერებასა და კეთილდღეობას ეძებთ ისევ მცენარეებს მივმართოთ, მათ სახლის სამხრეთ ნაწილში გამოვუყოთ ადგილი
დღეისათვის სულ ეს იყო, ფენ-შუი მილიონობით რჩევას იძლება, თუმცა ადამიანები ვართ და ყველას ვერ გავითვალისწინებთ ასე რომ ეს 7 ძირითადი რჩევა მოვარგოთ ჩვენს სახლებს, ცნობისათვის, აზიურ ქვეყნებში ღრმად სწამთ „აურისა“ და ენერგიების.
მათი აზრით, ყველა ადამიანსა და ყველა ნივთს თავისი ენერგია აქვს, ასე რომ სანამ ვინმეს ვაუახლოვდებით ან რაიმე ახალს შეიძენთ სახლისთვის შეხედეთ და შეაფასეთ მისგან როგორი ენერგია მოდის. ჩვენი რევა იქნება, რომ ბლოგი კიდევ ერთხელ წაიკითხოთ და ნახოთ, როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით – დროებით!
წინა ბლოგი- 5 რჩევა, თუ როგორ გავაკეთოთ ბიუჯეტური რემონტი